Google+

საქმიანობა

01.09.2009
ქართველი ჟურნალისტებისთვის სტან სტორიმანსის სახელობის სტიპენდია დაწესდა

2009 წელს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით, ქართველი ჟურნალისტებისთვის 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების დროს გორში დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის სტან სტორიმანსის სახელობის სტიპენდია დაწესდა. ამ ინიციატივით პირველ ლედის სურს პატივი მიაგოს სტან სტორიმანსის ხსოვნას და ამასთანავე ქართველ ჟურნალისტებს ნიდერლანდების სამეფოში უმაღლესი განათლების მიღებისა და პროფესიული გადამზადების შესაძლებლობა მისცეს. სტან სტორიმანსის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში 2009 წლის 1 სექტემბრიდან ერთი ჟურნალისტი გაიგზავნა ნიდერლანდებში ქ.ლაიდენის ვებსტერის უნივერსიტეტში ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code