Google+

საქმიანობა

02.01.2013
 საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა უკვე ტრადიციად ქცეული საახალწლო ღონისძიება მოაწყო

2013 წლის 2 იანვარს ,,ბედობასთან" დაკავშირებით საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა უკვე ტრადიციად ქცეული  საახალწლო ღონისძიება კვლავ მოაწყო, რომელშიც წელს 2008 წლის აგვისტოს ომში, ასევე ერაყსა და ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა მიიღეს მონაწილეობა.

პროგრამის ფარგლებში მოზარდებმა ბოლნისში, სოფელ ცურტავში დარეჯან დედოფლის სასახლე, დედათა მონასტერი, ბოლნისის სიონისა და წუღრუღაშენის ეკლესიები, ასევე სოფელ ტანძიაში სულხან- საბა ორბელიანის ლიტერატურის მუზეუმი მოინახულეს. საღამოს კი, მოზარდები პრეზიდენტის  სასახლეს ეტუმრნენ და საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილის II -ს შეხვდნენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code