საქმიანობა
01.09.2012
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაცვლითი კულტურული პროგრამა განხორციელდა
2012 წლის 1-10 სექტემბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედის მეჰრიბან ალიევას ინიციატივით უკვე მეორედ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაცვლითი კულტურული პროგრამა განხორციელდა. ამ პროგრამის ფარგლებში თითოეული ქვეყნიდან სოციალურად დაუცველი ბავშვებისგან შემდგარი 16 კაციანი ჯგუფი ათდღიანი ვიზიტით საქართველოსა და აზერბაიჯანს სტუმრობდა.