საქმიანობა
30.10.2010
საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით „პოეზიის დღე – შოთაობა“ კვლავ გაიმართა
2010 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით კვლავ შედგა სახალხო დღესასწაული „პოეზიის დღე-შოთაობა“ და ასპინძის რაიონში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამავე ღონისძიების ფარგლებში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა, რის შედეგადაც საუკეთესო ლექსების ავტორებს ჯილდოები გადაეცათ.