Google+

ადმინისტრაციის სიახლეები

26.04.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

გვსურს გავაკეთოთ განმარტება 19 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის გაშუქებასთან დაკავშირებით:

ქვეყნის პრეზიდენტის მიმართვებისა და განცხადებების გაშუქებას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. შესაბამისად, არც 19 აპრილის აქციაზე იყო ქვეყნის პირველი პირის სიტყვით გამოსვლა გამონაკლისი.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის კუთვნილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია სახელმწიფოს კუთვნილებაა და იმყოფება სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code