Google+

ადმინისტრაციის სიახლეები

20.08.2012
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შენობა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შენობა გახსნა. ახალი შენობის დათვალიერების შემდეგ, დავით ტყეშელაშვილი ამბროლაურის საფეხბურთო გუნდის წევრებს შეხვდა და მათ სპორტული ფორმები და ინვენტარი გადასცა. ადმინისტრაციის უფროსი სპორტსმენებს სტადიონის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობასაც დაპირდა.

„დღეს კიდევ ერთი ლამაზი შენობა და სკვერი შეემატა ამბროლაურს. შენობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამიერიდან ჩვენს მოქალაქეებს ამბროლაურშიც ექნებათ შესაძლებლობა ის სერვისები მიიღონ, რომელსაც ჩვენი ხალხი უკვე ბევრ რეგიონში იღებს იუსტიციის სახლის პრინციპით. ეს არის დამატებითი საშუალება იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მომსახურება ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე გავუწიოთ და მათ ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ“, - განაცხადა დავით ტყეშელაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code