Google+

სიახლეები

24.10.2011
მცხეთა-მთიანეთის რაიონში მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა გაიხსნა

დღეს მიხეილ სააკაშვილი სოფელ მისაქციელში მინერალური წლის ჩამოსასხმელი ახალი ქარხანის „აქვა გეო“-ს  პირველ სამუშო პროცესს დაესწრო და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო დაათვალიერა. პრეზიდენტი   ადგილობრივ მოსახლებასა და აგვისტოს ომში დაზარალებულებსაც გაესაუბრა, რომლებიც  ახლად გახსნილ  საწარმოში დასაქმდნენ.

,,ასე ვპასუხობთ ჩვენ  რუსულ ოკუპაციას.  აქ უკვე რამდენიმე ქარხანაა, სადაც 1200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, დანაპირებს ვასრულებთ, ეს არ არის მხოლოდ ფუჭი განცხადებები  ეს არის ასობით წელში გამართული ოჯახი. მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, ოკუპანტებმა ჩვენი ხალხი თავიანთი სახლებიდან გამოაძევეს, აქ მათთვის ძალიან სწრაფად ავაშენეთ რამდენიმე ათასი სახლი. დაპირებისამებრ, ავაშენეთ სკოლა. ამ სკოლაში სტუმრობისას ვთქვი, რომ მთავარი არც ეს სახლებია, არც სკოლა, არც საბავშვო ბაღი ან კულტურული ცენტრი, მთავარი ამ ხალხის დასაქმებაა,“ - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ქვეყნის სამშვოდობო პოლიტიკაზე, რაც რუსული აგრესიის საპირისპიროდ ახალი საწარმოების მშენებლობასა და დაზარალებულთა დასაქმებაში აისახება. მისივე თქმით, ოკუპანტებისგან განსხვავებით, რომლებიც ბლოკპოსტებსა და მავთულხლართებს აშენებენ,  საქართველოს მთავრობა  ქარხნებს, სკოლებსა და ტექნიკური მომზადების ცენტრებს აშენებს. „სწორედ ეს განასხვავებს ნამდვილ დემოკრატიას, ოკუპანტების მონური ფსიქოლოგიისაგან“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვეში გახსნილი საწარმოების, ასევე წყლის როგორც, ქვეყნის სტრატეგიული რესურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,წყალი ჩვენი სტრატეგიული რესურსია. რუსეთს აქვთ ნავთობი და გაზი, მაგრამ ვერაფერს ვერ ქმნის. ჩვენ კი ამ რესურს ჩვენივე ქვეყნის და ხალხის სასიკეთოდ ვიყენებთ.   ჯერ ერთი, წყლის ფასი სულ უფრო მოიმატებს მსოფლიოში და მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ეს მომადლებულად აქვს და ბაზრებიც გვაქვს უკვე მოძიებული. მეორე, წყალი არის საშუალება და შესაძლებლობა,  რომელიც ამდიდრებს გარშემო მცხოვრები ადამიანების ოჯახებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა საწარმოში სტუმრობისას.

რეგიონში სამომავლოდ კიდევ რამდენიმე ახალი საწარმო გაიხსნება, სადაც პროირიტეტი ადგილობრივი და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ პირთა დასაქმება იქნება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)