Google+

სიახლეები

24.10.2011
მიხეილ სააკაშვილი რუმინეთის დეპუტატთა კავშირის თავმჯდომარეს შეხვდა

პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილისა და რუმინეთის დეპუტატთა კავშირის თავმჯდომარის, რობერტა ალმა ანასტასეს შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას  შორის  ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ინტერესთა სფეროები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთვარი თემა, საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო. როგორც  რობერტა  ანასტასემ აღნიშნა, რუმინეთისთვის საინტერესოა იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის კეთების სიმარტივისა და  გატარებული სხვა ეკონომიკური რეფორმების კუთხით გააჩნია. მხარეებმა ასევე  უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრეს.  

რუმინეთის დელეგაცია საქართველოს 24 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია  რობერტა ალმა ანასტასესი  შეხვედრები  საქართველოს მთავრობის წევრებთან.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)