Google+

სიახლეები

01.01.2012 საქართველოს პრეზიდენტი ხულიო იგლესიასს პირადად შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა ესპანელ მეგავარსკვლავს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, სტუმარს მის მშობლიურ ენაზე გაესაუბრა და მას ბათუმის ხელოვნების ცენტრი დაათვალიერებინა.
01.01.2012 საქართველოს პრეზიდენტი ახალ, 2012 წელს ადლიის სამხედრო ბაზაში შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა ჯარისკაცებს ახალი წელი მიულოცა და პირადი ბედნიერება, მხნეობა, გამძლეობა და გამარჯვება უსურვა.
31.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა მინდა მივულოცო დამდეგი ახალი წელი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენს თანამემამულეებს, ყველას, ვინც საკუთარ თავს საქართველოს მეგობრად თვლის.
31.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში ახალი სასტუმრო და ხიდი დაათვალიერა  საქართველოს პრეზიდენტი ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ანაკლიას ეწვია. მიხეილ სააკაშვილმა ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „პალმბიჩი“ და 600-მეტრიანი ხის საფეხმავლო ხიდი დაათვალიერა.
31.12.2011 საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი კაპრალის, ბესიკ ნინიაშვილის გარდაცვალების გამო.
30.12.2011 ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციისთვის თანხა პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყოფა საქართველოს პრეზიდენტი დღეს ფოთის საკათედრო ტაძარს ესტუმრა, სადაც ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, ფოთის საკათედრო ტაძარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პრეზიდენტის ფონდიდან 700 ათასი ლარი გამოიყოფა.
30.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა წყალტუბოს რეაბილიტირებული საავადმყოფო გახსნა მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტირებული კლინიკის გახსნა მედპერსონალსა და მოსახლეობას პირადად მიულოცა.
30.12.2011 მიხეილ სააკაშვილმა ბაღდათში ახალი სამედიცინო ცენტრი გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ბაღდათში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“-ს მიერ აშენებული თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ახალი საავადმყოფო გახსნა.
30.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ჩაქვში ახალი საავადმყოფო გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ჩაქვში ახალი თანამედროვე საავადმყოფო გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი კლინიკა ანდრია ურუშაძესთან და ყირგიზ ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა.
29.12.2011 მიხეილ სააკაშვილმა ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გომარდული გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მაღალმთიან აჭარაში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გომარდული გახსნა, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციით აშენდა.
29.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ქედასა და შუახევში ახალი სამედიცინო ცენტრები გახსნა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სამედიცინო ცენტრები დღეს ქედასა და შუახევში გახსნა, რომლებიც როგორც ჰოსპიტალური, ისე პრეჰოსპიტალური მომსახურებისათვისაა განკუთვნილი.
29.12.2011 საქართველოს პრეზიდენტი ქედის მოსახლეობას შეხვდა მიხეილ სააკაშვილი მაღალმთიან აჭარას ესტუმრა და ქედაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
28.12.2011 საქართველოს პრეზიდენტი სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგების პროცესით დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა და 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგების პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა.
27.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ახალი საავადმყოფო ჭიათურაში გახსნა მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა დაათვალიერა და პირველი პაციენტები მოინახულა. ქვეყნის პირველმა პირმა მათ სადაზღვევო პოლისების მნიშვნელობაზე ესაუბრა
27.12.2011 საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა 2011 შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა მანანა მანჯგალაძემ დღეს შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და განვლილ წელს მიღწეულ წარმატებებსა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
26.12.2011 მიხეილ სააკაშვილი: „ახალციხე უნდა გახდეს ახალი აღმშენებლობის მთავარი გვირგვინი“ მიხეილ სააკაშვილმა ახალციხის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მათ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა
26.12.2011 საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში სამხარეო ადმინისტრაციის განახლებული შენობა გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში დღეს სამხარეო ადმინისტრაციის განახლებული შენობა გახსნა, რომელშიც განთავსდება მხარის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საკრებულო და გამგეობა.
26.12.2011 მიხეილ სააკაშვილმა ახალციხეში ბიბლიოთეკა გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხის ცენტრში დღეს ბიბლიოთეკა გახსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს ცოდნისა და ინფორმაციის მიღება როგორც წიგნებიდან, ისე ინტერნეტის საშუალებით შეუძლია.
26.12.2011 მიხიელ სააკაშვილმა ადიგენში ახალი, ულტრათანამედროვე საავადმყოფო გახსნა მიხიელ სააკაშვილმა ახალი კლინიკა ჯანდაცვის მინისტრთან ანდრია ურუშაძესთან ერთად დაათვალიერა და ამ საავადმყოფოსა და ჯანდაცვის განვითარების თაობაზე ისაუბრა.
25.12.2011 მიხეილ სააკაშვილი: „თქვენ ქართული სახელმწიფოებრიობის ელჩები ხართ“ საქართველოს პრეზიდენტი პროგრამის “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე პედაგოგებს შეხვდა.
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)