Google+

სიახლეები

06.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ქვეყნის რეგიონებისკენ დღეს რამდენიმე ათეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაიძრა. ახალი ტრაქტორები მთელი საქართველოს მასშტაბით 12 სერვისცენტრში განთავსდება. ხვალიდან ნებისმიერ ფერმერს შეეძლება საგაზაფხულო სამუშაოები ამ ტექნიკის გამოყენებით აწარმოოს.  

ამ ფაქტის მნიშვნელობაზე მიხეილ სააკაშვილმა დღეს განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოსახლეობისთვის მიცემულ პირობას ასრულებს და სოფლის მეურნეობის განვითარება და ფერმერთა ხელშეწყობა მთავრობისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ახალი ტექნიკა დაათვალიერა, რომელთა შორის ბელარუსიდან შემოტანილი ტრაქტორებიც იყო, ყურადღება მან საქართველოსა და ბელარუსს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის გადაიარაღების მხრივ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ჩვენ მრავალწლიანმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა ბელორუსის ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საიმედოობაში. ეს ტექნიკა გაკეთებულია საქმის სიყვარულითა და კარგი ცოდნით. ჩვენი სოფლის მოსახლეობა მათ კარგად იცნობს და მოსწონს, უახლოეს თვეებსა და წლებში ჩვენ ათასობით ახალი ერთეულის შესყიდვას ვვარაუდობთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით,  ამ სფეროს მოდერნიზაცია ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

კოლონის ერთ-ერთ ტრაქტორს, რომელიც დღეს სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით დაიძრა, სიმბოლურად, საქართველოს პრეზიდენტი მართავდა.

„ჩვენი ტექნიკურ სასწავლებლებში ხალხს ამ ტექნიკის გამოყენებას ასწავლიან, შემდგომ ტექნიკა შემოგვაქვს და მათ სერვისცენტრები ემსახურება. ამით, რეალურად, სოფლად მცხოვრებლებს მუდმივი სამუშაო ადგილი უჩნდება. საქართველოში მიწა იმდენია კიდევ დასამუშავებელი, რომ ტრაქტორისტებზე მოთხოვნა მუდმივად იქნება. სხვათა შორის, დღეს ტრაქტორისტის ადგილი უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ტრაქტორისტები ან თუნდაც მისი კანდიდატები გვყავს. მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან საქართველოში დამატებით ათასობით ახალი ტრაქტორი შემოდის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამჟამად, საქართველოში 126 გუთნიანი ტრაქტორია შემოსული. 12 სერვისცენტრი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, დამატებით ბელორუსის წარმოების 282 ერთეული სხვადასხვა სიმძლავრისა და დანიშნულების ტრაქტორით მომარაგდება. 

სახელმწიფომ  აღნიშნული ტექნიკა იაპონიის საგრანტო დახმარების ,,2KR”-ის პროგრამის ფარგლებში დეპონირებული თანხით შეიძინა. მიმდინარე წელს, ასევე, რამდენიმე ასეული ევროპული წარმოების თანამედროვე ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის  შემოტანა იგეგმება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)