Google+

სიახლეები

02.12.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება 

 

მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს დღეს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააცნო 2010 წელს საქართველოში დაპატიმრებული ისრაელის მოქალაქეების შეწყალების შესახებ.

„2011 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე  - ჰუმანური მოსაზრებების, ასევე ფუქსისა და ფრენკელის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება მათი შეწყალების შესახებ“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

ისრაელის ორი მოქალაქე - რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი ქართველმა სამართალდამცველებმა 2010 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს. საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის მიცემისთვის დამნაშავედ სცნო და მათ პატიმრობა შეუფარდა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)