Google+

სიახლეები

13.09.2011
საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ არქიტექტორს ქალაქი ანაკლია დაათვალიერებინა 

სვანეთში სტუმრობის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ არქიტექტორთან იურგენ მეიერთან ერთად ანაკლიას ეწვია. მიხეილ სააკაშვილმა არქიტექტორს კურორტზე მიმდინარე მშენებლობები  დაათვალიერებინა და ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც ანაკლიაში ხორციელდება.

 
„ანაკლია ქალაქია, შესაბამისად მუნიციპალური ცენტრი სჭირდება. მთელი ესპანეთი მეიერის მიერ სევილიაში განხორციელებულ პროექტზე საუბრობს - ხის ლამაზი, თანამედროვე მასალების გამოყენებით აშენებული ცენტრი, მაღაზიები, დაწესებულებები. ანაკლიაც ასე უნდა აშენდეს. ზღვიდან მოშორებით აქაც დიდი ცენტრი, სასტუმროები და მაღაზიები უნდა ავაშენოთ, რასაც კომერციული განვითარება მოჰყვება. ანაკლია რეალური ქალაქი უნდა გახდეს და ზღვის გასწვრივ ერთი-ორი ქუჩით არ უნდა შემოიფარგლებოდეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)