საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
„საქართველოს პრეზიდენტი ქართველ რაგბისტებს მადლობას უხდის ამ დიდი სიხარულისთვის, ულოცავს მათ დიდ წარმატებას", - საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი მორაგბეთა გამარჯვებით დაიწყო და ქვეყნის პირველი პირის სახელით, მოსახლეობას მათი გამარჯვება მიულოცა.
მანანა მანჯგალაძემ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებზე - სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შედეგების აღმოსაფხვრელად საგანგებო დავალებები გასცა. საქართველოს პრეზიდენტის სახელით, მან სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეების გუბერნატორებს, გარემოს დაცვის, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დაავალა, რომ მოხდეს სტიქიით მიყენებული ზარალის დათვალა, აღრიცხვა და, შესაბამისად დახმარება და ზიანის ლიკვიდაცია. აღდგენითი სამუშაოები რაც შეიძლება მოკლე პერიდოში უნდა დაიწყოს , რათა სოფლები სწრაფად დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
მანანა მანჯგალაძემ ისიც აღნიშნა, რომ შიდა ქართლის გუბერნატორისა და გარემოს დაცვის მინისტრისთვის მიცემული დავალებების, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებისთვის სოციალური პროგრამების განხორცილებას, მოსახლეობის შეშითა და წყლით უზრუნველყოფას, ასევე სხვადსხვა პირველადი მოხმარებისა თუ სასურსათო პროდუქტებით მომარაგებას შეეხებოდა, ნაწილობრივ შესრულდა და მუშაობა კვლავაც მიმდინარეობს. მოსახლეობის უმეტესობას უკვე გაუწიეს გარკვეული სახის დახმარება.
„კონფლიქტის ზონის მიმდებარე 20 სოფელში, (აქ შედის გორის, ქარელისა და კასპის ე.წ საზღვრის პირა სოფლები ) უკვე შეტანლია როგორც შეშა ისე პურის ფქვილი. 5 ათას 500 ტონა ფქვილსა და 10 ათას კუბურ მეტრ შეშას სულ 5 ათასი ოჯახი მიიღებს. მოლაპარაკება მიმდინარეობს სარწყავი წყლით უზრუნველყოფის შესახებ. ამ სოფლებში ასევე რამდენიმე სოციალური პროექტი განხორციელდება. ხელისუფელბა აცნობიერებს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემები და ეს არ არის ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმის მქონე სოფლები, აქ მოსახლეობა განსაკუთრებულ პირობებში ცხოვრბობს და მათ ასევე განსაკუთრებული ყურადღება ჭირდებათ", - განაცხადა პრესსპიკერმა.
მანანა მანჯგალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი გასულ კვირას გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
„ყველა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, ის რომ საქართველოს მასოხლეობის ნდობა საქართველოს ხელისუფლებისადმი საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს რამდენიმე პუნქტი. მოსახლეობა ნდობას უცხადებს, უპირველესად, ქვეყნის მიერ არჩეული კურსს. ხელისუფლებას ნდობა გამოკითხულთა 62 პროცენტმა გამოუცხადა. მოსახლეობის უმრავლეოსობა, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი, ასეთი კი გამოკითხულთა 74 პროცენტია. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მით უფრო, ნატოს ლოსაბონის სამიტის წინ. თუმცა აქვე მინდა განვმარტო, რომ ხელისუფლება შორს არის ილუზიებისგან და კარგად აცნობიერებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს და ეს კვლევამაც დაგვანახა. უპირველე ყოვლისა, მთავრობა სწორედ ამ გამოწვევებზეა ორიენტირებული - პრობლემები რჩება სოციალურ სფეროში, ჯანდაცვაში, მთავარი ამოცანა და მთავარი გამოწვევა დასაქმების საკითხია. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას იმის თაობაზე, რომ ნდობის მაღალი ხარისხი ხალხისა და ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა იყოს გამყარებული", - განაცხადა მანჯგალაძემ.
გასულ კვირას დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით გამოთქმულ ინიციატივებს, კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას, რომელიც მედიის გამჭვირვალობას შეეხება საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას. მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ამ წამოწყებასაც და ნებისმერ სხვა ქმედებასა და ნაბიჯს, რომელიც სწორედ დემოკრატიული განვითარების მხრივ იქნება გადადგმული.
საკმაოდ აქტუალური საკითხი გახდა საარჩევნო კოდექსი, რომელზეც საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა უახლოეს პერიდოში დაიწყება. ამით დაინტერესებული არიან, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე პარტნიორები.
„ საგულისხმოა, რომ საარჩევნო კოდექსზე ლაპარაკი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორცილების შემდეგ გააქტიურდა. პრეზიდენტი ადასტურებს თავის მხარდაჭერას და მიაჩნია, რომ ეს პროცესი ყოველგვარი წინაპირობებისა და ულტიმატუმების გარეშე უნდა წარიმართოს. ამ მხრივ, პრეზიდენტი მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის ინიციტივას კონსულტაციების თაობაზე, იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება და მასში ყველა დაინტერესებული პირი თუ სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას", - აღნიშნა მან.
პრესსპიკერმა ყურადღება მიაპყრო ეკონომიკური დიპლომატიის შედეგებს, რომლებიც გასული კვირის ვიზიტებს მოყვა. პროცესი ამ კვირაშიც გრძელდება. კერძოდ ლაპარაკია პრეზიდენტის ვიზიტზე მაროკოში, სადაც იგი ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები. მნიშვნელოვანი იყო ასევე პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთსა და ინდოეთში.
„მთავრობა აქტიურად მუშაობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე, ასე რომ ეკონომიკური დიპლომატია მუშაობას აგრძელებს. ჩინეთი და ინდოეთი ეს არის ახალი ბიზნეს არეალი და დიდი ინტერესის სფერო ჩვენი ქვეყნისთვის. შეხვედრები მაროკოში, ჩინეთსა და ინდოეთში დაკავშირებულია დამატებით, ახალ ინვესტიციებთან, რაც პირდაპირ კავშირშია ახალ სამუშაო ადგილებთან. დავამატებ, რომ თანამშრომლობა საკმაოდ მრავალფეროვანია და არ შემოიფარგლება შეერთებული შტატებითა და ევროპით. ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესს იჩენს ისეთი მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
პრესსპიკერის განცხადებით, ნოემბერი საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იქნება. რამდენიმე დღეში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდება. ექსპლუატაციაში შევა ნინოწმინდა-წალაკის 223 კილომეტრიანი გზატკეცილი. გზის მარშრუტი იწყება სოფელი თელეთიდან, დაბა წალკის გავლით ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრისკენ, ახალქალაქიდან კარწახის გავლით თურქეთის საზღვრისკენ. პროექტის სრული ღირებულება 203 მილიო აშშ დოლარია. მშენებლობა 2008 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა 15 ახალი ხიდის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 2 300-ზე მეტი ადამიანი. ამათგან, 70 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეა.
მანანა მანჯგალაძემ კიდევ ერთ პროექტზე, სათაფლიას ტურისტულ-სამეცნიერო ცენტრის გახსნაზე ილაპარაკა.
„ცენტრი ტურისტებისა და დაინტერესებული პირების მიღებას ნოემბრის ბოლოდან შეძლებს. დანგრეული და განადგურებული ინფრასტრუქტურის ნაცვლად, დამთვალიერებლებს სათაფლიაში დახვდება სასტუმრო, მუზეუმი, ვიზიტორთა ცენტრი, გასუფთავებული მღვიმე და ახალი, თანამედროვე განათების სისტემა. გაკეთდა ახალი ბილიკები, აშენდა ამფითეატრი, მოხდა დინოზავრის ნაკვალევის კონსერვაცია, სათაფლიამდე მისასვლელი გზები სრულად აღდგა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხუთი თვე მიმდინარეობდა და აქ დასაქმებული იყო 200-მდე ადამიანი. ცენტრის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ 50-მდე ადამიანს მუდმივი სამუშო ექნება. ასე რომ, ნოემბრის დამლევს საქართველოს ტურისტულ რუქაზე კიდევ ერთი განახლებული და სახეცვლილი ტურისტული ცენტრი გაჩნდება", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.