Google+

სიახლეები

16.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველო-ამერიკის ურთიერთობა, სტრატეგიული თანამშრომლობა და ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნები იყო. ერიკ რუბინის შეფასებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აღებული აქვს  დემოკრატიული კურსი, რომლის განსამტკიცებლად უმნიშვნელოვანესია როგორც საარჩევნო, ისე ამჟამად მიმდინარე პროცესები.   

„ამ არჩევნების სახით საქართველო გამოწვევის წინაშე იდგა. ეს არჩევნები თქვენთვის ადვილი შედეგით არ დასრულებულა და საქართველო ახლა  რთულ პერიოდში იმყოფება. თუმცა ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს დემოკრატიისთვის და თქვენ ეს ყველაზე კარგად გესმით. თქვენი პირადი დამსახურებაა, რომ ახლა მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა ის, რაც საქართველოში ხდება. ახლა ვიყავი ჟენევის მოლაპარაკებებზე და რუსული მხარეც და სეპარატისტებიც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ თავად არჩევნების პროცესის შედეგად“, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილს ერიკ რუბინმა. 

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს პრეზიდენტს პირადად გადასცა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას წერილი, რომელშიც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმით აღნიშნული ამ არჩევნების მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)