Google+

სიახლეები

15.10.2011
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში ყინულის სასახლეს ესტუმრა

ქუთაისში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტმა ახლადაშენებული ყინულის სასახლე დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე დონის სპორტულ კომპლექსს წარმოადგენს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა ადილობრივი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის სპორტული კომპლექსები ბავშვებში რესპირატორული პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა პრეზიდენტმა სამომავლო პროექტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სულ მალე ზუგდიდსა და თბილისში ოლიმპიური სტანარტებების ყინულის მოედნები გაკეთდება. „ეს არის ჩემი და ამ ბავშვების ასრულებული ოცნება“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ყინულის სასახლეში სტუმრობისას და პატარა მოციგურავეებთან ერთად ახალ მოედანზე ისრიალა .

„ირგვლივ სიღარიბე და უმუშევრობაა. მე ახლა გაჭირვებულ ხალხს შევხვდი, მაგრამ ბავშვები რომლებიც ყოველდღიურად აქ მოვლენ, ამ სიახლეებს გაიზიარებენ, როგორც ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, ინგლისსა და ამერიკაში ხდება, მათ სულ სხვა ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდებათ. ჩვენს ქვეყანაში ბავშვები უკვე სულ სხვა მენტალიტეტით იზრდებიან“ -აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. „დღესდღეობით მოზარდებს სკოლაში კარგი კომპიუტერები და მაგარი საკლასო ოთახები აქვთ, კარგ ხელოვნურსაფარიან მოედნებზე თამაშობენ და ყინულის მოედნებზე სრიალებენ, რაც იმის პირობას გვაძლევს, რომ ჯანსაღი თაობა გვეყოლება“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ყინულის სასახლე 600 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. სპორტულ კომპლექსში ყინულის მოედნის გარდა სატრენაჟორო დარბაზი, მასაჟის ოთახები და კეთილმოწყობილი საშხაპეებიცაა განლაგებული.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)