Google+

სიახლეები

31.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი სამეცნიერო-კვლევით ცენტრ "დელტას" ესტუმრა მიხეილ სააკაშვილი დღეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრ ,,დელტაში“ არსებულ ვითარებას გაეცნო და საწარმოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტი გაერთიანებული შტაბის უფროსთან და საწარმოს ხელმძღვანელთან ერთად სამხედრო ტექნიკის მწარმოებლებს შეხვდა და საწარმოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
31.01.2013 „თუ ჩვენ მართლა სერიოზულად არ ვაპირებთ, რომ ვითამაშოთ პუტინისეული იმპერიული თამაშები,რაც  საბჭოთა იმპერიაში დაბრუნებააა... თუ არ ვაპირებთ  საქართველოს მომავალი განვითარების მოსპობას, მაშინ ეს ინიციატივა მთლიანად მოხსნიდა ამ საკითხს და  საქართველო  კვლავ გააგრძელებდა  განვითარებას“. საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმცირესობის ახალ ინიციატივას მხარი დაუჭირა, რომელიც ქვეყნის ...
30.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი პატივია ქუთაისის საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიღება...
30.01.2013 მიხეილ სააკაშვილი: „ქუთაისის პარლამენტი საქართველოს პოლიტიკური განვითარებისა და დიდი ეკონომიკური ნახტომის დასაწყისია“ საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
30.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს ყვარელში,საკუთარ სახლში უმასპინძლა.
29.01.2013 მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ არა მხოლოდ ვაყალიბებთ შეიარაღებულ ძალებს როგორც ერი, არამედ შეიარაღებული ძალები აყალიბებს ჩვენს ერს“ საქართველოს პრეზიდენტი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა.
29.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს შეიარაღებულ ძალებში მსახური პრესტიჟული გახდა, ეროვნულ აკადემიაში ჩაბარება კი აბიტურიენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.
28.01.2013 პრეზიდენტი აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებსა და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები,შეჩერებული პროექტები და ის არსებული საფრთხეები იყო, რომელიც ამნისტიის განხორციელების შემდეგ, ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება.
28.01.2013 პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადება
უპირველეს ყოვლისა გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური სომხებისა და საქართველოში სომეხთა ეპარქიის მიმართ
26.01.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ელდარ შენგელაიას 80 წლის იუბილე მიულოცა ,,თუკი არსებობს სიტყვა გენიოსის შესაბამისი პიროვნება, ეს არის ელდარ შენგელაია, კლასიკური განმარტება რომ იყოს ლექსიკონში, სიტყვა გენიოსის გვერდით დაიწერებოდა ელდარ შენგელაია.
25.01.2013 მიხეილ სააკაშვილი : "მან დაარბია საქართველოს ეკლესიის ეპარქია ახალქალაქში, მან დაარბია ქართული უნივერსიტეტი ახალქალაქში, დაარბია საქართველოს გამგეობა ახალქალქში და ქართული პოლიცია. ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ახალქალაქში და რუსეთის ბაზის გასვლას საქართველოს ტერიტორიიდან. ის არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შიდა მტერი. " საქართველოს პრეზიდენტმა ვაჰაგან ხაჩალიანის გათავისუფლებასთან და პრემიერის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
22.01.2013 მიხეილ სააკაშვილი: „ვერავინ ვერასდროს ვერ გამაკეთებინებს იმას, რაც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო იქნება!“ საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში მცხოვრებ ქართველ მხატვრებსაც შეხვდა და მათ მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა.
22.01.2013 მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობაში თანამედროვე ქართული არქიტექტურის გამოფენის გახსნის ცერემონიალს დაესწრო საქართველოს კულტურული დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ახლადაღდგენილი და რესტავრირვებული უძველესი ტაძრების ფოტოები, მათ შორის ბაგრატისა და ფოთის ღვთისმშობლის ტაძარი, ასევე ის ახალი თანამედროვე ქართული არქიტექტურული პროექტების ნიმუშები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.
22.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი : ,,ეტყობა ისეთი დრო დადგა, რომ ვინც საქართველოს ინტერესებს იცავს და განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციისგან, პირველი სწორედ ისინი ხვდებიან  წნეხის ქვეშ’’ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის ადამიანის უფლებებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტთან დინ სპილმანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან ევროპის ადამიანის უფლებებათა დაცვის სასამართლოს შესახებ და საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
22.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა დღეს სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებებათა დაცვის სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტს, დინ სპილმანს შორის შეხვედრა გაიმართა.
21.01.2013 "ევროკავშირი და ნატო საქართველოსთვის მხოლოდ პარტნიორები არ არიან. ეს არის ოჯახი, რომელშიც გვინდა გავწევრიანდეთ, ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციული მიზანი, ჩვენი შიდა რეფორმების ჰორიზონტი." მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვიდა
21.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანდთან გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სამომავლო ურთიერთობები განიხილა.
21.01.2013 მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.  საქართველოს პრეზიდენტმა ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესზე გაამახვილა ყურადღება.
21.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან-კლოდ მინიონს შეხვდა
სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან-კლოდ მინიონთან გამართული შეხვედრის მთავარი თემები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ევროპარლამენტან თანამშრომლობის გაღრმავების როლი და რუსეთთან მიმართებაში მიღებული რეზოლუციების მნიშვნელობა იყო.
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)