Google+

სიახლეები

01.03.2009
საქართველოს პრეზიდენტი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაასრულა ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ვიზიტის მიზანი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა იყო.

საქართველოს პრეზიდენტს აბუ დაბის აეროპორტში დახვდა ემირატების მმართველი სამეფო ოჯახის წევრი შეიხი ნაჰიანი, რომელიც მთელი ვიზიტის განმავლობაში პირადად ატარებდა მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ავტომანქანით. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრები გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და განათლების მინისტრებთან. შეხვედრისას მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეები ემირატებში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე იმყოფებოდა რას ალ-ჰაიმას საემიროში, რომელიც ახორციელებს ინვესტიციას ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში - ფოთის პორტში, ასევე აშენებს დიდ სავაჭრო ცენტრს თბილისის შემოსასვლელში, აფინანსებს ტელეკომპანია "იმედს" და მთაწმინდის პარკის მშენებლობას.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო გაერთიანებული არაბეთის საემიროების ეკონომიკას ზიანი მიადგა, რამაც ბევრ ქვეყანაში შეაფერხა არაბული ინვესტიციები. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გარანტია, რომ საქართველოში მათი ინვესტიციები არა მარტო გაგრძელდება, არამედ გაიზრდება კიდეც.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ეკონომიკური დიპლომატიის გაგრძელება იყო.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)