Google+

სიახლეები

25.04.2013
საქართველოს პრეზიდენტი დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნას დაესწრო

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი დალასში დღეს ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი ცერემონიალზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის (2001-2009 წლებში) ჯორჯ ბუშისა და ლორა ბუშის პირადი მიწვევით იმყოფება. ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო  სტუმრებს, მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსა და სხვადასხვა ქვეყნებისა და მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტსა და ქვეყნის პირველ ლედის, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მიესალმა.   

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს სხვა სტუმრებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველ ლედი მიშელ ობამას ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის პრეზიდენტმა (1993-2001 წლებში) ბილ კლინტონმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, ამერიკის პრეზიდენტმა (1977-1981 წლებში) ჯიმი კარტერმა და მისმა მეუღლემ როზალინ კარტერმა. ცენტრის გახსნას ჯორჯ ბუშის მშობლები - ამერიკის პრეზიდენტი (1989-1993 წლებში) ჯორჯ (დიდი) ბუში და მისი მეუღლე ბარბარა ბუში ესწრებოდნენ.   

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის პირველ ლედისთან ერთად დალასში  ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალის შემდეგ პრეზიდენტ ბუშის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)