სიახლეები
21.05.2009
მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრა. აზერბაიჯანში იმყოფებიან საქართველო საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრებიც. საქართველოს პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევის საფლავი და აზერბაიჯანელი გმირების მემროიალი გვირგვინებით შეამკო, ხოლო მოგვიანებით პირისპირ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილხამ ალიევთან.
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის მილიმეჯლისის სპიკერს ოქტაი ასადოვს და პრემიერ-მინისტრს არტურ რასიზადეს შეხვდა.
შეხვედრეზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გაიმართა დელეგაციებს შორის შეხვედრები, ხოლო მოგვიანებით პრეზიდენტებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ხელი მოეწერა დოკუმენტს "აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ სამთავრობოთოშაროსო შეთანხმბაში - ცვლილებებს, ასევე ცვლილებებს თავისუფლების ვაჭრობის შესახებ გაფორმებულ დოკუმენტში.
დღეს კი, ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირველი საჰაერო რეისი შესრულდა, რომლის პირველი მგზავრიც სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტი იყო.
ავიარეისებს აზერბაიჯანის ავიახაზები კვირაში ორჯერ შეასრულებს და ფრენა თბილისის გავლით განხორციელდება. რეგულარული ფრენა ივნისიდან დაიწყება. ცნობილი ხდება, რომ ბათუმში უახლოეს მომავალში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულო გაიხსნება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური