Google+

გამოსვლები და განცხადებები

18.03.2011
საქართველოს პრეზიდენტი ბრუკინგსის ინსტიტუტში სიტყვით წარსდგა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოხსენება

„სახალხო რევოლუციიდან ეფექტურ რეფორმებამდე:

ქართული გამოცდილება"

ბრუკინკსის  ინსტიტუტი

17 მარტი, 2011

......

ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ გამოვიდე ბრუკინგსის ინსტიტუტში, რომელიც, სტროუბ ტელბოტის ხელმძღვანელობით, ამ ქალაქში მთავარი მოთამაშეა ის ასევე საქართველოს დიდი მეგობარი და მრჩეველი იყო ჩვენთვის - საქართველოსთვის.  

ნება მომეცით, უპირველეს ყოვლისა, მადლობა  გადავუხადო მარტინ ინდაიკს  და ფიონა ჰილს ჩემი გულითადი წარდგენისთვის და დღევანდელი დისკუსიის ორგანიზებისა და წაყვანისთვის.

ბრუკინგსის  ინსტიტუტის აუდიტორიასთან საუბარი ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა და, ამავდროულად, ინტელექტუალური გამოწვევაც. ამიტომ, მოუთმენლად ველი თქვენთან დებატებს. 

იმისათვის, რომ  შევქმნათ ჩვენი დისკუსიის  ფონი, მსურს გაგიზიაროთ ჩვენი  მოსაზრება  ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ საგანგებო მოლენებთან დაკავშირებით, საქართველოს რევოლუციური ტრანსფორმაციის გამოცდილების გათვალისწინებით.

.........

ქალბატონებო და ბატონებო,

ისტორიაში მნიშვნელოვანი  მოვლენები ყოველთვის მოულოდნელად  ხდება.

ისინი დაუგეგმავად  იჩენს თავს და მათი მთავარი გმირები, აღარაფერს ვამბობ ჩვენზე, რომლებიც შორიდან ვაკვირდებით მოვლენებს, იშვიათად აანალიზებენ გამოვლენილ მასშტაბებს.

მსოფლიო პოლიტიკაში მსგავსი ამოფრქვევები თითოეული ჩვენგანისგან რადიკალურ  რეაქციას მოითხოვს. არისტოტელე ამის შესახებ ფილოსოფიის  ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ამბობდა - ეს არის უნარი, უარი ვთქვათ ჩვეულ სქემებზე.

არავინ პროგნოზირებდა  და გეგმავდა არც იმ რევოლუციებს, რომლებმაც 1989 წელს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა მოიცვა და არც ფერად რევოლუციებს, რომლებიც ევროპის კიდევ უფრო აღმოსავლეთით 15 წლის შემდეგ მოხდა.

ახლაც,  როდესაც  ახლო აღმოსავლეთში სახალხო ამბოხების ტალღა აგორდა, ყველა გაოგნდა - პოლიტიკოსებიც, ანალიტიკოსებიც და სარედაქციო წერლების ავტორებიც.

ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციების შემდეგ, ყველა ჩვენგანს შიშისა და გაურკვევლობის განცდა დაეუფლა. ჩვენ მათ კვლავაც ვადევნებთ თვალს და ნათლად მაინც არ გვესმის რა მოხდა რეალურად და, რაც ყველაზე მთავარია, როგორ განვითარდება მოვლენები.  

რევოლუციებს აქვს საოცარი უნარი არამარტო გარდაქმნას ის ქვეყნები, რომლებშიც ეს რევოლუციები ხდება, არამედ გვაიძულებს კიდეც სხვაგვარად  ვიაზროვნოთ და ხელახლა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ხედვა მსოფლიოს შესახებ.

რა თქმა უნდა, აქ იმისათვის არ მოვსულვარ, რომ ამ მოვლენების ირგვლივ  დასმულ შეკითხვებს მზა პასუხები გავცე, რადგან ასეთი პასუხები არ მაქვს და, ვფიქრობ, ეს არც  სხვებს შეუძლიათ.

მე აქ მოვედი, რათა თქვენთან ერთად ჩავეძიო ამ საკითხებს და გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც  საქართველოს რევოლუციური ტრანსფორმაციიდან შევიძინე. იმედს გამოვთქვამ, ეს ჩვენს დებატებს უფრო საინტერესოს გახდის.

............

რა შეიძლება,  ჩვენი აზრით, საქართველოს  გამოცდილებიდან მიესადაგოს არაბულ გაზაფხულს?

რა თვალსაზრისით შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს 80 მილიონიანი მუსლიმანური  ქვეყანა  ქრისტიანულ რესპუბლიკას, რომლის მოსახლეობა 5 მილიონზე ნაკლებია? 

და რა შეიძლება შევიტყოთ ფერადი რევოლუციების წარმატებებიდან და ხარვეზებიდან, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო გონივრულად და ეფექტიანად მივუდგეთ ჩრდილო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხს?

............

უმეტესი თქვენგანისთვის ცნობილია, რომ შვიდი წლის წინათ, უფრო ზუსტად კი, ექვსი წლისა და სამი თვის წინათ, საქართველოში მოხდა რევოლუცია, მაშინ ის იყო კლასიკურად შეუმდგარი სახელმწიფო იყო.

ფესვგადგმული  ბიუროკრატია საზოგადოებაში ყველა ინიციატივას ახშობდა. იყო გაუსაძლისი სიღარიბე, ცინიზმი -არაადეკვატური ინფრასტრუქტურა და კორუფციის მარწუხებში მოქცეული ეკონომიკა. 

ასევე თქვენთვის  ცნობილია, რომ სახალხო  რევოლუციამ ხელისუფლებაში  მოყვანა რეფორმატორთა ახალგაზრდა გუნდი, რომლის ხელმძღვანელობაც მე მხვდა წილად.

საქართველოში  არსებული ვითარება იმდენად  კატასტროფული იყო, რომ ქვეყნის  შენება თითქმის თავიდან  მოგვიხდა.

მაგრამ მრავალი  მიზეზის გამო, ჩვენთვის ეს უფრო მეტად დალოცვა იყო, ვიდრე წყევლა.

ვიცოდით, რომ  ნახევრად გადადგმული ნაბიჯები და ზედმეტად ფრთხილი ზომები ზღვაში წვეთი იქნებოდა. ეს კი ის ზღვა იყო, რომელშიც საქართველო სწრაფად იძირებოდა.

აქედან გამომდინარე, არჩევანი გავაკეთეთ რადიკალურ  კურსზე, რომელიც ჩვენს  უძველეს, მაგრამ ახალგაზრდა დამოუკიდებელ  ქვეყანას რეგიონში რეფორმების ლაბორატორიად გადააქცევდა.

ვინ  იყვნენ იმ დროს ისინი, ვისაც სიტყვა „ჩვენში" გვულისხმობ?

- მხოლოდ ახალგაზრდები  სტუდენტური ორგანიზაციებიდან, ოპოზიციური პარტიებიდან  და სამოქალაქო საზოგადოების  ჯგუფებიდან.

მტრულ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენს მყიფე ქვეყანაზე  ყოველდღიურად გვეკისრებოდა პასუხისმგებლობა - ჩვენს კარს სულ უფრო უახლოვდებოდა რევიზიონისტული რუსეთი. მსგავსი გარემო იყო, სხვათა შორის, საქართველოს შიგნითაც.

ლოზუნგები, ვარდები, დროშები და პოლიტიკური ფურცლები, რომელსაც ჩვენ როგორც ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები იარაღად ვიყენებდით, უკვე საკმარისი აღარ იყო.

რისი გაკეთება შეგვეძლო? მხოლოდ ძველი თაობა უნდა შეგვეცვალა ახლით და მუდმივად ასე უნდა გაგრძელებულიყო?

თუ ვაპირებდით, რომ ჩვენი და იმ ხალხის ოცნების ერთგული დავრჩენილიყავით, რომელიც უშიშრად გამოვიდა ქუჩაში წინა რეჟიმის დასამხობად?

ჩვენ გავრისკეთ  და დავიწყეთ სწრაფი, რადიკალური და ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესი.

ის, რაშიც გამოცდილება  გვაკლდა, შევავსეთ საკუთარი თავის რწმენითა და იმის მზადყოფნით, რომ ენერგიულად განგვეხორციელებინა ახალი იდეები.

არ ვიყავით  შეზღუდული დოგმებით,  ბიუროკრატიის მძიმე ტვირთით და გავლენის მქონე ინტერესთა ჯგუფებით.

რა თქმა უნდა, ყველაფერში წარმატებას ვერ  მივაღწიეთ -  გვქონდა მნიშვნელოვანი ხარვეზებიც და გარკვეული შეცდომაც.

მაგრამ ევროპული კოსმოპოლიტიზმის მამა ემანუელ  კანტი 200 წლის წინათ საფრანგეთის  რევოლუციაზე წერდა:  „ვერ იქნები მზად თავისუფლებისთვის, სანამ თავისუფალი არ ხარ".

კანტი გულისხმობდა, რომ არ არსებობს წიგნი, რომელიც  წინასწარ გასწავლის როგორ  უნდა იმოქმედო თავისუფლების პირობებში; რომ ეს შეგიძლია ისწავლო საკუთარი წარმატებიდან და მარცხიდან, როდესაც მართვას ან მოქმედებას თავისუფალ გარემოში ცდილობ.

ის ასევე გულისხმობდა, რომ თავისუფლების ძიებას გაურკვევლობა და რისკი მოაქვს. მაგრამ უნდა გარისკო, თუ გსურს  იყო მოთამაშე საკუთარ ცხოვრებაშიც  და საკუთარი ქვეყნის იღბალშიც.

კანტი მართალი  იყო. საქართველოში ჩვენ ვერ  ვიპოვეთ სახელმძღვანელო, რომელიც მეგზურობას გაგვიწევდა და არავითარი ინსტრუქცია არ არსებობს არც ჩვენი არაბი მეგობრებისთვის.

მაგრამ გვქოდა გამოცდილება, წარმატებები  და ხარვეზები, საიდანაც უნდა გვესწავლა და ეს გავაკეთეთ კიდეც, ვიდრე თავად გავხდებოდით სამაგალითო.

დღეს ის ადამიანები, რომლებიც რეგიონის პოლიტიკას  ქმნიან და საზოგადოებრივ  აზრს აყალიბებენ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ შორის  რუსებიც, ჩამოდიან საქართველოში, რათა გაეცნონ ახალ იდეებს ძველი პრობლემების მოსაგვარებლად.

საქართველოში  პირველად ჩამოსული ადამიანების  უმეტესობა გაკვირვებულია  ჩვენი მინისტრებისა და უმაღლესი სამთავრობო მოხელეების ასაკით. ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანას 30 წლის ასაკის ადამიანები მართავენ, ზოგ შემხვევაში კი გვყავს 20 წლის ახალგაზრდა პარლამენტარებიც კი.         

ეს, ერთდროულად, შედეგი და ძირითადი მამოძრავებელი  ძალაა იმისა, რაც ჟურნალმა "ეკონომისტმა", ცოტა ხნის წინათ „საქართველოს მენტალური რევოლუცია" უწოდა. 

ქართველები  თავის ქვეყანას პოსტსაბჭოურ სახელმწიფოდ აღარ მიიჩნევენ. 

ეს მენტალური რევოლუცია ვარდების რევოლუციის ხელმძღვანელ პარტიებსა და ცალკეულ ლიდერებს გაცდა, ნებისმიერ ხელმძღვანელობასაც კი.

ეს არც ვინმეს საკუთრებაა და მას ვერც ვერავინ ვერ დათრგუნავს - ვერც ჩვენ და ვერც ვინმე სხვა.    

მე პრინციპების  ცვლილებებზე ვლაპარაკობ და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა მენტალურ რევოლუციას.

ჩვენი პირველი  ყოვლისმომცველი რეფორმა  - ჩვენი სამართალდამცავი  ორგანოების სრული ტრანსფორმაცია იყო და დავიწყეთ იმით, რომ მთელი საგზაო პოლიციის შემადგენლობა დავითხოვეთ, მოგვიანებით კი, სრულად დავითხოვეთ არსებული საგადასახადო და საბაჟო სამსახურები.

ქართველები  სამი თვის განმავლობაში საგზაო პოლიციის გარეშე ცხოვრობდნენ  და საოცარია ის, რომ სწორედ ამ პერიოდში, როდესაც ჩვენ არ გვყავდა საგზაო პოლიცია და დარჩენილი იყო პოლიციის შემადგენლობის მხოლოდ ერთი მეათედი ნაწილი,  დანაშაულის დონემ 70 პროცენტით დაიწია. რატომ?

- არა მარტო იმიტომ, რომ დანაშაულთა უმეტესობაზე პოლიცია იყო პასუხისმგებელი, არამედ ხალხმა იგრძნო, რომ თავად იყო საერთო პროცესის მონაწილე; რომ მას წილად ხვდა ერის ისტორიის იმ განსაკუთრებულ პერიოდში ცხოვრება, როდესაც ყველაფერი შესაძლებელად გეჩვენება, როდესაც ღირებულებები პოლიტიკის საფუძველი ხდება და გიჩნდება განცდა, რომ თავად ქმნი საკუთარ მომავალს.

ამ განცდის შენარჩუნება რთულია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ ქვეყნის ხელმძღვანელისთვის, რომელიც პოსტრევოლუციური ტრანსფორმაციის მდგომარეობაშია. სახელმწიფო ინსტიტუტები ჯერ კიდევ არ არის იმდენად ძლიერი, რომ გაუძლოს საზოგადოების მხრიდან წამოსულ იმედგაცრუებისა და ცინიზმის ტალღას.   

ჩვენ ვიცოდით  რა გვჭირდებოდა და ვიცით რა გვჭირდება ახლა. ჩვენ არ გვსურს, რომ ყოველივე ეს ხალხმა პასიურად მიიღოს. ხალხისგან გვჭირდებოდა და ახლაც გვჭირდება ის, რომ მან აქტიური მონაწილეობა მიიღოს ტრანსფორმაციის პროცესში. და აი აქ ინახება გასაღები: ვერც ერთი კარგად განათლებული ტექნოკრატიული ხელმძღვანელობა, საკმაოდ ჭკვიანური მმართველობის პირობებშიც კი ვერ განახორციელებს ცვლილებებს, თუკი ამ პროცესში საზოგადოება არ მონაწილეობს. 

ის, რომ  2003 წლიდან, მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, "ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის" კორუფციის მაჩვენებლის თვალსაზრისით, მეტი წინსვლა გვაქვს, იმის დამსახურებაა, რომ       პოლიციასა და ყველა სხვა ბიუროკრატიულ სტრუქტურაში განხორციელდა რადიკალური ცვლილებები და ასევე იმის, რომ ხალხში ფართოდ იყო გავრცელებული განცდა, რომ ეს ცვლილებები მათვე ეკუთვნოდა.

ჩვენ ძლიერ  სახარბიელო საინვესტიციო კლიმატი შევქმენით, რაც  სამ პრინციპზეა დაფუძნებული: მინიმალური რეგულაციები, დაბალი გადასახადები და, როგორც უკვე ვახსენე, ძლიერი ანტიკორუფციული მოთხოვნები.   

საქართველო  სავაჭრო ცენტრებიდან და ფინანსური დედაქალაქებიდან  მოშორებით მდებარე პატარა ერია, რომელიც, მეტი რომ არაფერი ვთქვათ, არამყარ გეოპოლიტიკურ გარემოში მდებარეობს.

ინვესტორების  მოსაზიდად ჩვენი ერთადერთი  შანსი იყო ის, რომ რეგიონისთვის სამოთხე გავმხდარიყავით.  

ჩვენს ქვეყანას ამჟამად მიიჩნევენ მსოფლიოს ისეთ ადგილად, სადაც ყველაზე ადვილია ბიზნესის წარმოება. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით. არც ერთ სხვა ქვეყანას არ მოუხდენია ამდენად დიდი პროგრესი, როგორც ეს საქართველომ შეძლო. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე ადვილია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.  

2008 წლის სამხედრო შემოჭრამდე და მსოფლიო კრიზისამდე, ჩვენ სტაბილური, ორციფრიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ჩვენი ეკონომიკური რეფორმების სიღრმის და სტაბილურობის მაჩვენებელი არის ის, რომ 2009 წელს ამ მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ჩვენმა ეკონომიკამ, რომლის მამოძრავებელი ძალა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, როგორც ინტერვენციის, ისე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში დაამტკიცა თავისი მოქნილობა და სიცოცხლისუნარიანობა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მართული ეკონომიკა ორმაგ კოშმარს წარმოადგენს მსოფლიო კრიზისისათვის. 2009 წელს ჩვენ ჯერ კიდევ 3.8 პროცენტიანი ვარდნა გვქონდა, როდესაც ზრდის მაჩვენებელი შარშან 6.7 პროცენტს გაუტოლდა. წელს იანვარში კი, თითქმის, 9 პროცენტიანი ზრდა გვქონდა.

ცხადია, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ჩვენ მეტად, ვიდრე ოდესმე, თავდადებული ვართ რეფორმების გზის გასავლელად და დემოკრატიის შენების გასაგრძელებლად, რაც მიზნად გვაქვს დასახული.   

მდგრადი ადმინისტრაციული ინსტიტუტების შექმნა, საჯარო განათლების ეფექტიანი სისტემის აგება და კომპეტენტური მოქალაქეების აღზრდა არის გამოწვევა, რომელსაც 7 წელიწადზე მეტი სჭირდება.    

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ორი  რეგიონი, შავი ზღვის ორი სანაპირო ტერიტორია და ყველაზე ლამაზი ადგილი, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი, ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამ ფაქტზე ბევრს ლაპარაკობენ 2008 წლიდან. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 5 მილიონს შეადგენს, აქედან 500 ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია.  

მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პერიოდში, საქართველოს სამი რეგიონი ხელოვნურად იყო გამოყოფილი დანარჩენი ერისგან.

ერთ-ერთი მათგანი მშვიდობიანად გაათავისუფლეს  და დღეს, მაშინ, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან, აჭარა, მესამე რეგიონი საქართველოს ახალი ეკონომიკის ცენტრი გახდა, მსოფლიოს ახალი, დემოკრატიული სინგაპური და დუბაი.

ბოლო რამდენიმე  წლის განმავლობაში, აჭარის დედაქალაქში, ზღვისპირა კურორტ ბათუმში განხორციელდა 4-მილიონიანი კერძო ინვესტიცია, იქ, სადაც მოსახლეობა 200 000-ზე ნაკლებია.

დარწმუნებული  ვარ, რომ საქართველოს ყველა რეგიონი, ოკუპირებული რეგიონების ჩათვლით, ამ ინტენსიური განვითარებით ერთ დღესაც სარგებელს მიიღებს.

                                          ............

ხალხს ჩვენს  რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში სწამდა, რომ არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იყო მხოლოდ ელცინის სტილის დემოკრატიულ ქაოსსა და პუტინის სტილის ავტორიტარიზმს  შორის.

საქართველომ, ქალბატონებო და ბატონებო, აჩვენა, რომ არსებობს კიდევ სხვა შესაძლო გზა. მან ამ რეგიონში განსხვავებული მოდელი შექმნა.

ჩვენ გვაქვს ორი ტენდენცია:  ერთი მედია საქართველოს აბსოლუტურად ბოროტულად ახასიათებს და დიდ რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.  იმ ადამიანებს, ვისაც რუსული პროპაგანდის სწამს, არიან ჩვენს გარშემო და  ცხოვრების ყველა ასპექტში დომინირებენ. თუმცა არის ასევე უფრო მეტად აქტიური, განსხვავებული მედია, რომელიც საქართველოს აბსოლუტურ იდეალურ სახელმწიფოდ აღწერს, ისევე, როდესაც ვფიქრობდი-ხოლმე მაშინ, როცა რონალდ რეიგანის ფოტოს ვუყურებდი - აბსოლუტური სამოთხე, რომელიც არ ექვემდებარებოდა არანაირ კრიტიკას.

თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც შორს დგას იდეალურისაგან, მაგრამ აქ გვიამბობენ ორ რადიკალურად განსხვავებულ ამბავს. მინდა გითხრათ, რომ საქართველო გაცილებით დიდია, ვიდრე ქვეყანა „ა", რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია.  

ყირგიზეთის პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა სიტყვით გამოვიდა ატლანტის ფონდში და თქვა, რომ ის ბევრ რამეს სწავლობს საქართველოს რეფორმებიდან. ჩვენ ახლა გვყავს ახალი პროფესიონალები ჩვენს სამინისტროებში, ასე ვთქვათ, სამინისტროების პროფესიონალი გიდები. უკრაინიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან ჩამოდიან მინისტრები, ასევე რუსეთიდან მაგრამ არა მინისტრები, არამედ უბრალო  ადამიანები, რათა ისწავლონ ჩვენს რეფორმებზე; ჩვენი ოფიციალური პირები მათ უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ისინი ამბობენ, რომ სწავლობენ ქართულ გამოცდილებაზე. ისევე, როგორც ჩვენ ვსწავლობთ ესტონეთის უდიდესი ერისგან, მათგან სწავლა მართლაც ძალიან საინტერესოა. ჩვენ ახლახან გავგზავნეთ მინისტრების ჯგუფი სინგაპურში, რათა იქაური თანამედროვე მოდელი ენახათ.

ჩვენი სტაბილურობა პოპულარულ კონცეფციებს ეფუძნება. ჩვენ ვიმყოფებით 21-ე საუკუნეში, მაგრამ კვლავაც დაინტერესებული ვართ ვისწავლოთ მათგან.    

მე იმის ილუზია არ მაქვს, რომ ეს მოდელი სრულყოფილია - ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის და ჩვენი ამოცანების მისაღწევად წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

აუცილებელი  არ არის, რომ ჩვენი მოდელი სხვა ქვეყნებს მიესადაგებოდეს.

მაგრამ  მე მინდა მჯეროდეს, რომ  ასეთი სახის ტრანსფორმაცია  ერთგვარ უნივერსალურ ჭეშმარიტებას გამოამჟღავნებს.

და მე ამით დავასრულებ.

პირველი: არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ლამაზად და ენერგიულად გამოიყურება პოპულარული ამბოხებები. ნამდვილი რევოლუციები რეფორმების განხორციელების გაცილებით ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც ამ რევოლუციებს მოჰყვება.

თუკი იმ ერებს, რომლებმაც სულ ახლახან მოიპოვეს თავისუფლება,  ამ პროცესებთან დაკავშირებით სჭირდებათ ჩვენი მოკრძალებული გამოცდილება, მათ სიამოვნებით გავუზიარებთ.

მეორე: მხოლოდ ერთიანი მთავრობა და ერთიანი საზოგადოება, მხოლოდ ეს მიდგომა მიგვიყვანს რეალურ და მყარ რეზულტატებამდე. ეს რეფორმები სასამართლოს, პოლიციის, გადასახადების აკრეფის, საარჩევნო კოდექსის ან განათლების სისტემაში უნდა დაინერგოს ინდივიდუალურად, მაგრამ როგორც სრული სოციალური ტრანსფორმაციის პროექტის ნაწილი.

მესამე: აქ ჩვენ, შესაძლოა, აღმოვაჩინოთ განსხვავებები ახლო აღმოსავლეთთან. ყველაზე დიდი რამ, რასაც მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, არის შემდეგი: ჩვენი ხალხი იყო და არის ერთიანი ჩვენი საერთო მიზნის ირგვლივ - შევუერთდეთ ტრანსატლანტიკურ, დემოკრატიულ საზოგადოებას - გავწევრიანდეთ ნატოსა და ევროკავშირში.

ამერიკის  შეერთებული შტატების მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაციაში იყო და არის ძალზე მნიშვნელოვანი. ამ მხარდაჭერამ მხოლოდ გააძლიერა ჩვენი ეროვნული კონსენსუსი პრო-დასავლურ ორიენტაციაზე.

ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისა და დასავლეთისათვის ჰქონდეთ აქტიური საგარეო პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს დამწყებ დემოკრატიებს კავკასიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა ადგილებში - მათი შეჩერებით, ვისაც სურს თავისუფლების ჩახშობა და მათი დახმარებით, ვინც რისკი გაწია მშვიდობის მოსაპოვებლად, თითოეული შეცდომისა და ყოყმანის მიუხედავად.

ქალბატონებო და ბატონებო, ამერიკა კვლავ  არის ქვეყანა, რომელიც ზღვარს ავლებს მშვიდობასა და ჩაგვრას  შორის მთელ მსოფლიოში.

ამჟამინდელმა  რევოლუციებმა გვიჩვენა, რომ მთელ მსოფლიოში ხალხის უნივერსალური სწრაფვა თავისუფლებისაკენ არის ისტორიის ჭეშმარიტი მამოძრავებელი ძალა.

და ეს არის მხოლოდ ერთი რეალისტური გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებისაკენ სწრაფვას და წინ წევს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ამერიკა ყველაზე უკეთ განასახიერებს მთელს მსოფლიოში.

მსურს აქ დავასრულო და მაგალითად, ამერიკული ისტორიის უდიდესი ფიგურა, ჩემი ძალიან კარგი მეგობარი რიჩარდ ჰოლბრუკი მოვიყვანო. შესაძლოა, ის იყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარიც კი, ამ ქალაქში.

დიკი იყო  მაქსიმალურად პრაგმატული და, იმავდროულად, ღრმა იდეალისტი. იგი იყო ჭეშმარიტი მორწმუნე და უდიდესი დიპლომატი.

ბოლოდროინდელმა  მოვლენებმა დაადასტურა მისი ხედვა ამჟამინდელ მსოფლიოზე. ეს ხედვა მან მეც არაერთხელ გამიზიარა და რომელიც ახლა ასე საჭიროა. თავისუფლების ღრმა სიყვარული და იმ რისკების აბსოლუტური გაცნობიერება, რომელსაც ის მოითხოვს.

ვფიქრობ, ჭეშმარიტი პოლიტიკოსები, თუკი მათ ჭკუა უჭრით, ყველაფერს მიაღწევენ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკას იდეალიზმისგან გაათავისუფლებენ, მათთვის გაუგებარი იქნება ის მონაპოვარი, რომელმაც ამერიკას ძალაუფლება მოუტანა. თუკი ჭეშმარიტი პოლიტიკოსი ხარ, ჭკუით უნდა აჯობო.  ვერავითარი ეკონომიკური თუ სამხედრო ბერკეტები ვერ მოუტანდა ამერიკას სიძლიერეს, რომ არა იდეალიზმი. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს ამერიკის სიძლიერის მხოლოდ 20 პროცენტია, დანარჩენი 80 პროცენტი კი, იდეალიზმს ეფუძნება. ეს შესანიშნავად  აღიქმება მსოფლიოს ამ ულამაზეს ქალაქში, ვაშინგტონში, რომელიც იგივე ღირებულებებს და იდეებს ქადაგებს. ვფიქრობ, რიჩარდ ჰოლბრუკს ეს ყველაზე კარგად ესმოდა.

მიმაჩნია, რომ   თავისუფლების უზარმაზარი სიყვარული და იმ ეროვნული საფრთხეების ღრმად გაცნობიერება, აბსოლუტურად ყველაფერს ნიშნავს.

დიდი მადლობა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)