Google+

გამოსვლები და განცხადებები

20.10.2005
მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი წარადგინა

მე შეგკრიბეთ, რათა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ოფიციალურად წარმოგიდგინოთ გელა ბეჟუაშვილი.

ამ სფეროში იგი დიდი ხანია მოღვაწეობს. ჩვენი ბიოგრაფიები ერთმანეთს ჰგავს.

მას კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ასევე ამერიკაში ტეხასის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული.

შარშან, გელა ბეჟუაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან დავაბრუნეთ, როდესაც ის სერიოზულ პროგრამას გადიოდა. გარდა ამისა, მან სხვადასხვა სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დონეზე მთელი სერია რთული და წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოა.

დღეს როგორც არასდროს, საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების დონეზე წარმატებულია.

ჩვენ მთელ მსოფლიოში კარგი რეპუტაცია გვაქვს.

სახელმწიფო მართვის თვალსაზრისით საქართველო ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა.

ჩვენი რეფორმები შესწავლილია და ბევრი ქვეყანა მათ გადაღებას ცდილობს.

ამ მხრივ ჩვენი კურსი უცვლელი იქნება.

ქართული სახელმწიფოს მთავარი ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ერთიანობის აღდგენაა.

ეს ჩემი ცხოვრების მიზანია, რომელსაც მივაღწევ.

მეორე - ეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩემი პირველი პრეზიდენტობის ვადაში საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტას ვაპირებ. კარგი დიპლომატიის პირობებში ამ საკითხის რეალურ გადაწყვეტას შევძლებთ.

ჩვენი ამოცანაა - საქართველოს ტერიტორიის უცხოური ბაზებისგან ბოლომდე გათავისუფლება, საჭიროა ასევე ხელშეკრულების ხელმოწერაზე მუშაობა იმ შეთანხმებებიდან და პოლიტიკური პრინციპებიდან გამომდინარე, რომელიც პრეზიდენტ პუტინსა და ჩემს შორის მაისში მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული.

იმ ქაოსს, რომელიც ამ სამინისტროშია, წერტილი უნდა დაესვას.

არ უნდა განმეორდეს ის სიტუაცია, როცა მე საგარეო საქმეთა სამინისტროდან ელემენტარული ინფორმაციის მიღებისათვის თვეების მანძილზე ლოდინი მჭირდება. საჭიროა სამინისტროს წესრიგში მოყვანა. იმ პირობებში, როცა თითქმის ყველა სამინისტრომ მუშაობა ისწავლა, ის ჩავარდნა, რომელიც აქ არის - უნდა ამოიქაჩოს.

მე საკმაოდ ვითმინე.

არ უნდა გავიგო ის, რომ ამ სამინისტროში ვინმე ახლობლობის პრინციპით ინიშნება, ამასთან შეგუებას არ ვაპირებ.

ელჩებისა და სხვადასხვა თანამდებობის პირთა დანიშვნის დროს, საჭიროა გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკა.

მიუხედავად მეგობრობისა, მე კ უსამართლო კრიტიკისაგან ბილებით დაგიცავთ, მაგრამ ნუ გექნებათ ილუზია - სამართლიანი კრიტიკისგან არასოდეს დაგიცავთ.

მთავრობამ გამჭვირვალეობის, ხელისუფლების სრული კრიტიკისა და ანგარიშვალდებულების პირობებში უნდა იმუშაოს.

ჩვენ ხალხის ხელისუფლება ვართ და ამ ხალხს უნდა ვეუბნებოდეთ, რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული ადამიანი უკეთესად ცხოვრობდეს.

იმ პირობებში, როცა საქართველოს მიმართ მთელი მსოფლიო კარგად არის განწყობილი, როდესაც ყველგან საქართველოს შესახებ ერთმანეთზე უკეთესი სტატიები იბეჭდება, ყველა გაკვირვებულია აქ მომხდარი ცვლილებებით, ამ პირობებში ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ მთავარი ტკივილი - აფხაზეთის ეთნიკური წმენდა მსოფლიოს ნათლად დაენახა.

ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმის დაფიქსირება, რომ ცხინვალის რეგიონსა და მის შემოგარენში მუდმივი ძალადობრივი აქტები ხორციელდება.

ამას უნდა აკეთებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მე ამას მოველი და მკაცრად მოვითხოვ. თუკი ეს არ შესრულდება, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ გაგიშვებთ.

არც ერთი მინისტრი ხელშეუხებელი და დიდი ხნის ვადით არ იქნება.

ჩვენ ცოტა დრო და უზარმაზარი, თითქმის შეუძლებელი ამოცანები გვაქვს გადასაწყვეტი. ეს ამოცანა გადაწყდება, მაშინ თუკი ყველა დონეზე კარგად ვიმუშავებთ.

გისურვებთ წარმატებას ძალიან რთულ საქმიანობაში.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)