Google+

გამოსვლები და განცხადებები

06.04.2012
მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შემოტანილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან იმ დანაპირებს ვასრულებთ, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სოფლებსა და რეგიონებში მივეცით.

ჩვენ ხალხს დავპირდით, რომ წელს საქართველოში დამატებით ასეულობით ტრაქტორს შემოვიტანდით და წლის განმავლობაში ამ რიცხვს უკვე ავიყვანდით ათასებზე.

იმ პირობებში, როდესაც ძალიან გრძელი და რთული ზამთარი გვქონდა და  საგაზაფხულო სამუშაოები ყველგან დაგვიანდა; იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში საწვავი გაძვირდა და ეს, რა თქმა უნდა, უპირველესად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებზე აისახა; თუკი კონცენტრირებული იქნება (და ამ მიმართულებით იქნება ვმოქმედებთ კიდეც), სასოფლო ტექნიკის ცენტრები, ტრაქტორები,  სასუქების მომარაგებასთან დაკავშირებული დამატებითი ღონისძიებები, რომელიც უფრო იაფად შემოტანას ითვალისწინებს, გაძვირებული საწვავის მიუხედავად, საბოლოოდ, შევძლებთ უფრო იაფად დავამუშაოთ ჩვენი მიწები - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ პირობებში, როდესაც ამ პროცესის მოსამზადებლად ყველაფერი გავაკეთეთ.

ჩვენი ამოცანაა, რომ წელს დამუშავდეს ბევრად მეტი მიწა, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ წლებში ვამუშავებდით.

ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრად მეტ ოჯახს უნდა გაუჩნდეს შემოსავლის წყარო;

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მაღაზიებში უნდა იყიდებოდეს სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქცია და არა უცხოური, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქცია დღგ-ს გადასახადისგან გავათავისუფლეთ;

ეს ნიშნავს იმას, რომ იმ გაზრდილი ტურიზმის პირობებში, ჩვენ შევძლებთ ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და ჩვენს კაფეებში, ქუჩებში, სუპერმარკეტებსა და  ბაზრებში გაიყიდება ქართული პროდუქცია, რომელიც სავსებით კონკურენტუნარიანი იქნება;

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ ექსპორტზე გასვლასაც, რადგან უკვე სულ უფრო მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადის ექსპორტზე საქართველოდან. მაშინ, როდესაც წინა წლებში ქართული პროდუქცია, თითქმის, მთლიანად ჩაანაცვლა ადგილობრივ ბაზარზეც კი, უცხოეთიდან შემოსულმა საკმაოდ უხარისხო პროდუქტმა.

აი, ეს არის ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ და რასაც ყველა ერთად მივიყვანთ ბოლომდე - ეს არის სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია.

ჩვენი გეგმაა, რომ უახლოეს წლებში გაორმაგდეს სოფლის მეურნეობის წარმადობა. ე.ი. ბევრად მეტი ხალხი დასაქმდეს, ბევრად მეტი გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნას, ბევრად უფრო მეტ ოჯახს ჰქონდეს უფრო მეტი შემოსავალი.

ახლა ჩვენ შევდივართ დასამუშავებლად იქ, სადაც არასოდეს არ დაგვიმუშავებია მიწადა ეს მხოლოდ დასაწყისია. იმის მიუხედავად, რომ დააგვიანდა, შეგვიძლია დავაწიოთ ამ ტემპს.

ამინდმა ვერ უნდა შეცვალოს ჩვენი გრაფიკი და მიწის დამუშავება აუცილებლად უნდა მივიყვანოთ  ბოლომდე.

ჩვენ დღეს ამ ტრაქტორებს დავქოქავთ და გავუშვებთ ჩვენი სოფლის დასახმარებლად.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)