მიხეილ სააკაშვილი: "საქართველო არის ლაბორატორია და მოდელი იმისა, რომ მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელია თვითმყოფადობის შენარჩუნების გათვალისწინებით"
მოგესალმებით, ძვირფასო საზოგადებავ.
ჩემთვის დიდი პატივია ცივილიზაციათა დიალოგზე დასწრება, რომელიც თურქეთის მხარის მიერ არის ორგანიზებული.
ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ეს ინიციატივა - კულტურათა, რელიგიებისა და ცივილიზაციების დიალოგი ძალზე მნიშვნელოვანია დღევანდელობის გათვალისწინებით.
ის პროცესები, რომლებსაც ჩვენს რეგიონში ვხედავთ, ძალთა ახალი ბალანსის ჩამოყალიბებაა. ამაზე ბან კი მუნმაც ისაუბრა.
ახალ ბალანსს დღეს ახალი იდეები და ახალი შესაძლებლობები გვკარნახობს, რომლებიც ხან დიდი ქვეყნებიდან მოდის, ხან კი - მცირე.
ასევე ვხედავთ, რომ აღმოსავლეთში, თურქეთი ძირითადი ლიდერის სტატუსს იძენს როგორც მშვიდობის ინიციატორი და მოვლენების განსხვავებული ხედვის შესაძლებლობის მქონე სახელმწიფო.
რა განსაზღვრავს თურქეთის როლს? არის თურქეთი რეგიონის უძლიერესი სამხედრო ძალა? ის საკმაოდ ძლიერია, თუმცა რეგიონში არიან უფრო მეტად აქტიური სამხედრო შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოები.
არის ის რეგიონის უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო? ეკონომიკური თვალსაზრისით, ის ძალიან ძლიერი სახელმწიფოა, მაგრამ არიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც ასევე ძლიერი ეკონომიკური შესაძლებლობები აქვთ.
ამასთან ერთად, თურქეთს აქვს ახალი იდეები და მოდელი. რა არჩევანი იყო ადრე რეგიონში? ან ერთმანეთისათვის უნდა დაეპირისპირებინათ განსხვავებული იდენტურობა ან ჩაეხშოთ ის.
ამ მხრივ, თურქეთის ხედვა განსხვავებული იყო. ისინი ყველასთვის თვითგამოხატვის უფლების უზრუნველყოფას ცდილობდნენ და მათ თანამშრომლობაზე, მშვიდობიან თანაარსებობაზე ზრუნვას.
ჩვენ პატარა სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი ცივილიზაციების გზაჯვარედინზე ვიმყოფებით.
საქართველოსთან მიმართებაში ყველა დომინანტს საკუთარი პოზიცია ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი სააკუნეების განმავლობაში იყო დომინანტი რეგიონში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ლიდერი სახელმწიფოების რეაქციები სრულიად განსხავვებული იყო - იყო ნევროზული და ისტერიული რეაქციები, ყოფილი იმპერიები ცდილობდენ ჩვენი დამოუკიდებლობის წართმევას.
ამ მხრივ, გამოირჩეოდა თურქული მოდელი.
ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი დღიდან, თურქეთი მხარს უჭერდა და ამხნევებდა საქართველოს. ცდილობდა დაგვხმარებოდა ფეხზე დადგომაში და ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობდა.
ამას ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ვგრძნობდი.
ესაა თურქეთის მიდგომა გამოიყენოს საკუთარი სიძლიერე და გავლენა. ჩვენს ალიანსს დღეს სწორედ ეს ღირებულება აკავშირებს.
იზოლაციას და კონფრონტაციას ჩვენ დავუპირისპირეთ თანამშრომლობა.
ეს იმედგაცრუებას იწვევს პესიმისტებში, რომლებიც მთელს მსოფლიოში არსებობენ და ამ ალიანსის უშედეგობას წინასწარმეტყველებდნენ. ცივი ომის შემდეგ ორი თეორია აღმოცენდა, ერთი იყო ცივილიზაციათა შეჯახების თეორია, მეორე კი ისტორიის დასასრულის პროგნოზსს გვთავაზობდა. თითქოს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ყველა მიზანი აღსრულდა და მისაღწევი არაფერი დარჩა. ძალიან მალე, დაიწყო სისხლიანი ომები თვით ევროპის ცენტრშიც კი.
11 სექტემბრის ტერაქტმა გამოგვაფხიზლა და ვითარების სირთულე დაგვანახა. ყველამ დაინახა, რომ საჭირო იყო ცივილიზაციათა მშვიდობიან თანაარსებობობაზე ზრუნვა.
2003 წელს საქართველოს ხელისუფლების სათავეში ახალი თაობა მოვიდა, რომელმაც უარი თქვა საბჭოთა იდეებზე რაც დანაწევრებას და დაპირისპირებას გულისხმობდა.
საბჭოთა კავშირი უაღრესად რასისტული კავშირი იყო. რასიზმი შეეხებოდა აზიელებს, აფრიკელებს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგაც იყო მიმართული. ისინი ერთმანეთს უპირისპირებდნენ ეთნიკურ და რელიგიურ განსხვავებებს და ეს მათი მართვის მეთოდი იყო.
მაგრამ მე გავიზარდე ისეთ ქალაქში, სადაც მეჩეთი და სინაგოგა გვერდიგვერდ დგას - ესაა ჩვენი იდენტურობა.
სხვადასხვა მტრული მცდელობების მიუხედავად, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ, დაუპირისპირონ, ჩვენ ვახერხებთ დავრჩეთ ერთიანნი და მშვიდობიანი თანაარსებობა გავაგრძელოთ მრავალეროვანი, მრავალრელიგიური და მრავალკულტურული თანაარსებობის პირობებში.
ჩვენ ამაყი ვართ ჩვენი მრავალფეროვნებით და ჩვენი გამოცდილებით.
საქართველო არის ლაბორატორია და მოდელი იმისა, რომ მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელია თვითმყოფადობის შენარჩუნების გათვალისწინებით.
ამაყი ვართ ჩვენი ახალი კანონით, რომელიც საქართველოში ყველა რელიგიას თანაბარ პირობებში აყენებს. ამაზე თვით რომის პაპმაც ისაუბრა და მან საქართველოს იმედის ნაპერწკალი უწოდა ამ რთულ პერიოდში.
თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ საქართველოს ამ პრომეთეულ ბრძოლაში.
ჩვენ მზად ვართ ვაშენოთ ხიდები კულტურათა შორის, ვიბრძოლოთ ყოველგვარი ჯვაროსნული ლაშქრობების წინააღმდეგ. ეს ჩვენს ვალდებულებად მიმაჩნია.
დიდი მადლობა.