Google+

გამოსვლები და განცხადებები

11.07.2013
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მოლდოვაში ერთობლივ პრესკონფერენციაზე

მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტ მარტენსს, ბატონ პრემიერ-მინისტრს და ჩემს მეგობარ ვლადს.

ძალზე მოხარული ვართ, რომ მოლდოვაში ვიმყოფებით.

მოლდოვა საოცარი მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება გააკეთოს ევროპულმა  ტრანსფორმაციამ იმ ქვეყნისგან, რომელიც წარსულში, საბჭოთა კავშირისა და კომუნისტური რეჟიმის გავლენით ძალიან დაზარალდა; რამდენად შეუძლია გათავისუფლდეს ამ წარსულისგან და იმოძრაოს ევროპისკენ...

ვფიქრობ, ეს მოხდა მოლდოვაში, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ახალგაზრდები, ჩვენს კოლეგებთან - ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად, გახდნენ ევროპული ინტეგრაციის წამყვანი ძალა.

ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევა შეუძლია პოლიტიკოსების ახალ თაობას  თითქმის უიმედო სიტუაციაში.

მინდა კომპლიმენტი გითხრათ. მეორე მხრივ კი, მინდა დიდი სინანული გამოვთქვა იმის თაობაზე, რომ მოლდოვასა და საქართველოსთვის რამდენიმე წლის წინათ ვილნიუსის სამიტზე არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ვვარაუდობდით, არამედ უფრო მეტი ევროპული პერსპექტივის შესაძლებლობებზეც განვიხილავდით.

როგორც პრეზიდენტმა მარტენსმა აღნიშნა, გასული წლის შემდეგ საქართველოში გარკვეული სირთულეები შეიქმნა.

ვიმედოვნებ, რომ ეს სირთულეები დროებითია და დიდხანს არ გაგრძელდება.

საწყენია, რომ საქართველოში უფრო მეტად ახლა პრობლემებზე საუბრობენ.

ეს არა შიდა პრობლემების, არამედ იმის  ბრალია, რაც რეგიონში ხდება. ამისათვის რუსეთმა ყველა საშუალება გამოიყენა - ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო, ომი...

2008 წელს თავს დაგვესხა არმიით, ავიაციით და საზღვაო ძალებით და ამის მიუხედავად,  საქართველომ გააგრძელა პროგრესი მაღალი გლობალური მაჩვენებლებით, კორუფციისა და კრიმინალის დაბალი დონით, ბრწყინვალე ბიზნესატმოსფეროთი.

სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი რუსი მეგობრებისთვის.

ჩვენი ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებები არ ყოფილა იმდენად პრობლემური, რამდენადაც ის, რომ საქართველო წარმატებული გახდა. თანაც წარმატებასთან ერთად, ჩვენ გვაქვს დემოკრატია.

ნათელი იყო, რომ მას სჭირდებოდა მანიპულირება და პოლიტიკური გავლენის გამოყენება.

მას შემდეგ, რაც ომმა და ემბარგოებმა არ გაამართლა, დარჩა პოლიტიკურ პროცესში ჩარევა დემოკრატიული გზით.

არჩევნებამდე მილიარდობით რუსული ფული შემოვიდა ჩვენს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში. რა თქმა უნდა, ამან გავლემა მოახდინა არჩევნების შედეგებზე იმ სხვა საკითხებთან ერთად, რომლებიც ჩვენთვის აქტუალური იყო.

ჩემი აზრით, მთელი ეს პროცესი მიმართული იყო იმისკენ, რომ არჩევნების შემდეგ ის ვითრება შექმნილიყო რომელიც დღეს გვაქვს და საქართველო გზას აეცდინა არა პროლიტიკური განცხადებებით, არამედ იმ ფაქტის დემონსტრირებით, რომ ქვეყანაში შიდა პრობლემებია.

ეს კი  აბრკოლებს ევრო ინტეგრაციას,  რაც პირადად ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ბევრი რამ ჩავდე ევროპასთან დაახლოებისა და ამ პროცესის დაჩქარების მიმართულებით.    

ეს არის ის, რაც მოხდა ჩემს ქვეყანაში, მანამდე კი - უკრაინაში. ეს რისკია თქვენთვისაც, ჩვენი მოლდოველი მეგობრებისთვის.

მე  გულახდილად ვსაუბრობ.

ის მეთოდები, რომლებიც უახლოეს წარსულში სხვების წინააღმდეგ გამოიყენეს, შესაძლოა, შემდეგ თვეებსა და წლებში მოლდოვას წინააღმდეგაც გამოიყენონ.

ამ გადმოსახედიდან, იმის მიუხედავად, თუ რას აკეთებენ ჩვენი ქვეყნის პროგრესის მტრები, საჭიროა წინსვლა, ინტეგრაციის გაგრძელება, ევროპული მომავლისა და დემოკრატიის მშენებლობა.

ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ. ამიტომ, წავახალისოთ ახალგაზრდობა და არასდროს აღარ დავბრუნდეთ უკან.

ვფიქრობ, ძალებს,  რომლებიც უკან გვექაჩება, თავად არ აქვს მომავალი.

მიმაჩნია, რომ მხოლოდ დროის ამბავია ის, თუ როდის დაიშლება იმპერიული ძალა რომელსაც დღეს რუსეთი ქვია. თავად რუს ხალხს და ერს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

ჩვენ კი ერთი უცვლელი მიზანი გვამოძრავებს - გვაქვს ერთი მიმართულება, ერთი სახლი და ერთი შთაგონება. ყველაფრის მიუხედავად,  ამ მიმართულებით კვლავაც გავაგრძელებთ სვლას - ამაში დარწმუნებული ვარ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)