საქართველოს პრეზიდენტი კათალიკოს პატრიარქთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი კათალიკოს პატრიარქთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა. მიხეილ სააკაშვილმა გვირგვინით შეამკო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი. საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს მხნეობისა და გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასფლაოზე დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო და სასაფლაოზე გახსნილი ეკლესია დაათვალიერა.
"პატივცემულო ჯარისკაცებო, სერჟანტებო, ოფიცრებო. პირველ რიგში მინდა მივმართო ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს.
ჩვენმა ბიჭებმა ჩაიდინეს გმირული საქციელი, თავი გასწირეს იმისათვის, რომ საქართველოს კარზე მომდგარი ბარბაროსები მაქსიმალურად შეეჩერებინათ. ეს არ არის შემთხვევითი, ეს დაადასტურა ამ ბოლო ორმა წელიწადმა.
თქვენ ნახეთ, როგორ შეინარჩუნეს მათმა ოჯახებმა ღირსება. როგორ ამაყად შეინახეს თავიანთი დიდი სევდა. ეს ყველაზე დიდი ძეგლია ჩვენი ბიჭების ხსოვნისთვის. თქვენ ნახეთ, როგორ გაუძლეს წნეხს, ცდუნებას, პროვოკაციას, როგორ გაუძლეს ყველანაირ მცდელობას ჩრდილი მიეყენებინათ მათი დაღუპული შვილების ხსოვნისთვის, როგორ ამაყად, თავაწეულად შეინახეს თავისი დიდი სევდა, დიდი ტრაგედია. ეს არის ყველაზე დიდი ძეგლი ჩვენი ბიჭების ხსოვნისთვის.
ეს არის დასტური იმისა, რომ ერთი საყვედური არ დაგცდენიათ, ერთი მწარედ არ დაგიჩივლიათ, თუმცა დასაჩივლი ბევრია. ეს არის ის, რომ დედებსგმირები შემთხვევით არ უჩნდებიან.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ განსაცდელში ქართველი დედების ღირსების ასე ბრწყინვალე გამოვლინებისთვის.
ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, ჩვენი გმირებით.
თავდასმხა ორი წლის წინ იყო მოსალოდნელიც და მოულოდნელიც.
ის, რომ მტერი ემზადებოდა 3 წლის განმავლობაში ომისთვის, დადასტურებულია და არც მალავს.
2008 წლის გაზაფხულზე პროვოკაციები ყოველდღიურ ხასიათს ატარებდა. კარგად მახსოვს, რამდენი ყოყმანი და ფიქრი დაგვჭირდა იმაზე, გამოგვეხმო თუ არა ჩვენი ბრიგადა ერაყიდან, რადგან რუსეთის ჯარი იზრდებოდა ოკუპირებულ რეგიონებში, მაგრამ არ გამოვიხმეთ, რადგან ესეც პროვოკაციად აღიქმებოდა. მე ძალიან ვამაყობ ადამიანების უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციების გამოკვლევებით.
თქვენ ისიც კარგად იცით, რომ ბევრი თქვენი ოჯახის წევრი იყო შვებულებაში, მაგრამ ასეთია ჩვენი მრავალეთნიკური შვილების ბედი.
თავდასმხა ჩვენს ისტორიაში ხშირად ყოფილა და ჩვენი ინსტიქტია ჩქარი მობილიზაცია და მტრის შესაჩარებლად დახვედრა.
ძალიან ვამაყობ ყველა სხვა მოქმედებებთან ერთად, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა ჩაიდინეს, ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით.
როცა ჩვენი ჯარისკაცები შედიოდნენ სოფლებში, მოსახლეობას ეუბნებოდნენ, ნუ გეშინიათ, ჩვენ გვაქვს მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად გაგიფრთხილდეთ, გვიყვარხართ, თქვენ ერთი თმა არ უნდა ჩამოგივარდეთ. ამას ჰყვებოდა ის ხალხი, ვინც იყო გამწარებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად.
მე მითხრა ერთმა თანამდებობის პირმა, რომ დაავალა თავის დაქვემდებარებულ სამსახურს, შეესწავლა, რას ფიქრობს დღეს ცხინვალში დარჩენილი მოსახლება. მან თქვა, რომ ცხინვალში დარჩენილი მოსახლება არ ამტყუნებს საქართველოს. ეს ჩემთვის იყო დიდი აღმოჩენა, რადგან ამას მომავლისთვის დიდ მნიშვნელობა აქვს
მათი უმრავლესობა არის ეთნიკური ოსი და მათი უმრავლესობა აქეთ წამოვიდა.
მათ დაინახეს, როგორ თავგანწირვით იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები მათი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორი რეგიონი უკვე არის ოკუპირებული, მტერმა ვერ მოახერხა საქართველოს მიმართ გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელება.
ჩვენმა ბიჭებმა დაანახეს, რომ საქართველოს შეუძლია ბრძოლა.
მტერმა ვერ მოახერხა თავისი მთავარი ამოცანების გადაწყვეტა, საქართველოს ხელისუფლების დამხობა და საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლა. ვერ მოახრეხა საქართველოს იზოლაცია და თავად აღმოჩნდა საერთაშორისო იზოლაციაში.
მტერმა ვერ მოახერხა საქართველოს განადგურებით და დაშინებით პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა ერის დაშინება და საბჭოთა გავლენის სფეროს აღდგენა.
მტერმა არა თუ ვერ მოახერხა საქართველოს დამორჩილება, არამედ საქართველო, როგორც დაუმორჩილებელი ერი გახდა წარმატების სიმბოლო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის. საქართველო გამოდის რუსული იმპერიალისტური გავლენის სფეროდან და ეს საშვილიშვილო პროცესია. სულ უფრო მეტი ხალხი იღებს ხმას თავისუფლებისთვის.
მტერმა ვერ მოახერხა საქართველოს წელში გატეხა ეკონომიკურად, უფრო მეტიც, ჩვენი ქვეყანა შენდება და ვითარდება.
როცა საქართველო ვითარდებოდა, ყოველთვის აშენებდა ეკლესიას და ტაძრებს.
ჩვენი რწმენა და სახელმწიფოებრიობა განუყოფელია. აქ იმყოფება პატრიარქი, სიმბოლო დაუმარცხებლობის.
ეს ეკლესია, რომელიც აქ აშენდა, ეძღვნება ჩვენს ბიჭებს.
ყოველი წაბორძიკების შემდეგ, ვალდებული ვართ წამოვდგეთ და გავაგრძელოთ ჩვენი გზა, ვინაიდან ჩვენი წარმატებების გზა ეძღვნება ჩვენს ბიჭებს.
ჩვენი ცხოვრება ეძღვნება ჩვენს ქვეყანას და იმ ბიჭებს, ვინც თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ცხოვრება არის ბრძოლა საქართველოს საბოლოო გამარჯვებისთვის და განვითარებისთვის.
მარადიული ხსოვნა იყოს ჩვენი ბიჭების, გმირების. ყველას მინდა გისურვოთ გამძლეობა, მხნეობა. ყველამ ერთად ვუსურვოთ ჯარს, ეროვნულ და სულიერ მხედრობას საბოლოო გამარჯვება.
ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.