Google+

გამოსვლები და განცხადებები

15.09.2005
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის მესამოცე სესიაზე

შესავალი

ბატონო გენერალურო მდივანო, ბატონო პრეზიდენტო, სახელმწიფოთა მეთაურებო, პატივცემულო სტუმრებო. ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს ამ ორგანიზაციაში სიტყვით გამოსვლა და თქვენთვის იმის გაზიარება, თუ რამდენად მეტის გაკეთება შეუძლია პასუხისმგებელი ქვეყნების საერთაშორისო თანამეგობრობას განვითარების დაჩქარების, სიღარიბის დაძლევის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში.

გასული ექვსი წლის მანძილზე გაერო წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელსაც ამ იდეალების გავრცელების პასუხისმგებლობა ეკისრა. ამ თვალსაზრისით გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების დასახვა წინ გაგდგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დღეს გაეროს დაარსებიდან და იალტის ხელშეკრულების დადებიდან სამოცი წლის შემდეგ ჩვენ ეს ორგანიზაცია უნდა გარდავქმნათ, რათა ყველაზე გადაუდებელი პრობლემები მოვაგვაროთ, რაც სიღარიბესთან, გარემოს დაცვასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.

ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება იოლი არა არის. საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ამ საკითხებს, განსაკუთრებით კი, რეფორმების გატარების აუცილებლობას, გაეროს გაძლიერებასა და მისი მუშაობის გაუმჯობესებას საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნები

ორი წლის წინ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია სოციალური უთანასწორობის შემცირების, ადამიანის უფლებების დაცვის, დაავადებულ და მოწყლვად ადამიანებზე ზრუნვის გაზრდისა და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, რაც ათასწლეულის განვითარების მიზნების მთავარი შემადგენელი ნაწილია. ჩვენი ხელისუფლების სათავეში ყოფნის მცირე დროის მანძილზე ათასწლეულის განვითარების თითქმის ყველა მიზნის განხორციელების თვალსაზრისით დიდ წარმატებას მივაღწიეთ.

ეკონომიკა ვითარდება. . . მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულ კვლევის მიხედვით, განვითარების ტემპის, ეფექტიანად გატარებული რეფორმებისა და კარგი ბიზნეს გარემოს შექმნის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოს ქვეყნების პირველ სამეულში მოხვდა.

ჩვენი წარმატებები გარკვეული საზღაურია ქართველი ხალხის მიერ გამოჩენილი სიძლიერის მიმართ. ეს არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე დემოკრატიის პირობებში.

მიუხედავად თვალშისაცემი პროგრესისა, საქართველოში დღეს არსებულ მდგომარეობას იდეალურს ვერ ვუწოდებთ.

ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად ჩვენ უფრო მეტის გაკეთება მოგვიწევს.

საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მის ტერიტორიაზე არსებული მოუგვარებელი კონფლიქტები აფერხებს.

აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილ ასობით ათას ადამიანს კვლავ არ შეუძლია საკუთარ სახლში დაბრუნება, ელემენტარული უფლებებით სარგებლობა და უსაფრთხო გადაადგილება.

აფხაზეთიდან ასობით ათასი ადამიანი თავიანთი სახლებიდან იძულებით გამოაძევეს.

საქართველო არასოდეს შეურიგდება მასობრივ წმენდას. ამის სამართლებრივი არგუმენტაცია ამორალურია და მომავლისთვის საშიშ პრეცედენტს ქმნის.

დღეს მთელი მსოფლიოსა და გაეროს დამკვირვებელთა თვალწინ ამ სახლებს მათ მეპატრონეთა დაუკითხავად ყიდიან.

რაც ყველაზე შემაძრწუნებელია ხშირ შემთხვევაში ამ სახლებს მეზობელი ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინიოსნები ყიდულობენ და მიუხედავად ამისა, მსოფლიო მაინც დუმს და რეაგირებას არ ახდენს.

ეს უკანონო ტერიტორიები საქართველოს განვითარებას აფერხებენ და ამავე დროს, საშიშ შავ ხვრელებს წარმოადგენენ, რომლებიც კრიმინალების, ტერორისტების, ადამიანებითა და ნარკოტიკებით მოვაჭრეთა თავშესაფრად და სხვა საფრთხეების წყაროდ იქცნენ.

ეს ტერიტორიები ფაქტობრივად საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო სტაბილურობას. ამ საფრთხეების უგულვებელყოფა უკვე შეუძლებელია.

საქართველოს ხელისუფლება ამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ქვეყნის კონფლიქტურ რეგიონებზე სრული კონტროლის მშვიდობიანი გზით დამყარებისკენ მიისწრაფვის.

ჩვენი აზრით ის მეთოდები, რომელსაც ტერიტორიების მისათვისებლად მეცხრამეტე საუკუნეში იყენებდნენ, ჩვენს დროში აღარ გამოდგება. დღეს ეთნიკურ სიმრავლეს, ინტეგრაციულ პროცესებსა და ადამიანის უფლებების მტკიცე დაცვას გაცილებით უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ტანკებს, საბრძოლო ვერტმფრენებსა და სხვა საბრძოლო იარაღს.

ჩვენ საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მივისწრაფვით, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, ეთნიკური წარმომავლობისა, თუ საცხოვრებელი ადგილისა.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენ მშვიდობიანი, დემოკრატიული, თავისუფალი და მთლიანი საქართველოს აშენებისკენ მივისწრაფვით.

ჩვენ სამშვიდობო წინადადებებათა მეშვეობით ხელს ვუწყობთ მშვიდობიან პროცესებს სამხრეთ ოსეთში, სადაც ჩვენ ამ ინიციატივებს აქტიურად ვახორციელებთ და ასევე აფხაზეთში.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული და პოზიტიური იქნება, რათა ის კონფლიქტები, რომლებიც იმპერიული წარსულისგან მემკვიდრეობით გვერგო, საბოლოოდ მოვაგვაროთ.

მაგრამ იმისათვის, რომ არასტაბილურობით გამოწვეული საფრთხეები დავძლიოთ, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაეროს უფრო მეტი ძალისხმევა გვესაჭიროება და არა მხოლოდ საუბარი ამ კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობაზე - ჩვენ გვსურს, რომ გაერომ რეალური ქმედებები განახორციელოს.

ეს იმ გაეროს გულისხმობს, რომელსაც კონფლიქტების მოგვარება ხელეწიფება.

ეს იმ გაეროს გულისხმობს, რომელიც მხოლოდ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაზე კი არ ისაუბრებს, არამედ აფხაზეთის ძალისმიერ ანექსიას რეალურად ბოლოს მოუღებს.

სწორედ ამიტომ საქართველო გაეროს გაძლიერებისა და რეფორმირებისკენ მიისწრაფვის, რათა იგი 21-ე საუკუნის გამოწვევებს გაუმკლავდეს.

გაეროს რეფორმა

კონფლიქტების მოგვარების საკითხი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში გაეროს უდიდეს პრიორიტეტად უნდა იქცეს.

გაეროს ორგანიზაციების - უშიშროების საბჭოს, ეკონომიკური, სოციალური და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის, ასევე სხვა სტრუქტურების მეშვეობით, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს და მათ უფრო მეტი გაბედულება გამოიჩინონ, თუ გვსურს, რომ ადამიანთა სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მიზეზი დავამარცხოთ.

მხარი განსაკუთრებულად უნდა დავუჭიროთ მეტ გამჭვირვალობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და ფართო წარმომადგენლობას უშიშროების საბჭოში.

ჩვენ ასევე მხარი უნდა დავუჭიროთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატის გაძლიერებასა და გარდაქმნას იმისათვის, რომ მან ადამიანის უფლებებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგი უფრო წარმატებულად განახორციელოს.

ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ გარეშე ძალების როლის გაძლიერებას მშვიდობის დამყარების საქმეში, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, სადაც მოუგვარებელი კონფლიქტები ჯერ კიდევ არსებობს.

ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სამშვიდობო კომისიებიის შექმნას, რომლის მოვალეობა კონფლიქტების მოგვარება, პოსტკონფლიქტური რეგიონების რეაბილიტაცია და ეკონომიკური დახმარება იქნება.

შეუძლებელი, რომ დღეს არსებული რისკი უფრო დიდი იყოს - საჭიროა მხოლოდ ირგვლივ მიმოხედვა იმის დასანახად, რომ ეს კონფლიქტები ყოველდღიურად უდიდეს ნგრევასა და ძალადობას წარმოშობს.

ჩვენ ასევე ვხედავთ სტიქიური უბედურებებით გამოწვეულ ნგრევასა და განადგურებას. ჩვენი გულები სავსეა მექსიკის ყურისა და ნიუ ორლეანის მაცხოვრებელთა მიმართ თანაგრძნობით.

და თუ არსებობს ერთადრეთი პრიორიტეტი, რამაც შესაძლოა საერთაშორისო თანამეგობრობა გააერთიანოს, ეს უსაფრთხოებისა და მშვიდობის დასამყარებლად საყოველთაო სწრაფვა უნდა იყოს.

ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხია, არამედ ახლანდელი და მომავალი თაობების მიმართ ყველა ლიდერისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

დასკვნა

ვიხედები რა მომავლისკენ, მსურს ჩემს გამოსვლაში ოპტიპიზმმა გაიჟღეროს, რადგან მე ამ უდიდესი ორგანიზაციის სიძლიერის მჯერ.

მე ოპტიმისტი ვარ, რადგანაც უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყნიდან ვარ, რომელსაც აქტიური ლიდერები ყავს და სადაც ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები და გარდაქმნები ხორციელდება.

დემოკრატია, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენს რეგიონში აღმამვლობის გზაზეა, მაგრამ მათ უსაფრთხოება და სტაბილურობა ესაჭიროებათ, რათა განვითარება და კეთილდღეობა მუდმივი იყო.

ამისათვის ჩვენ უფრო ძლიერი, ეფექტური და უფრო აქტიურად მოქმედი გაერო გვესაჭიროება.

დიდი მადლობა


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)