Google+

გამოსვლები და განცხადებები

27.01.2006
საქართველოს პრეზიდენტმა ენერგომომარაგების საკითხებზე თათბირი გამართა

მოგესალმებით!

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ირანის მთავრობასთან ბოლო დღეებში მიმოსვლითი დონის დიპლომატიას ანხორციელებდა. მივაღწიეთ შეთანხმებას, რის საფუძველზეც ირანი კვირიდან საქართველოს მინიმალურად საჭირო აირს მიაწოდებს. დენის მომარაგება და გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი თითქმის მთლიანად აღდგება.

ის ფასები, რომელზეც ტელევიზიით არის საუბარი, ზუსტი არ არის. ეს ფასები საქართველოსთვის ხელსაყრელია.

მსგავსი ტიპის ავარიისა ან შეზღუდვის შეთხვევაში, ჩვენ ვქმნით მექანიზმს, რომელიც ამავე წესით ბუნებრივი აირისა და დენის მიღების საშუალებას მოგვცემს.

ჩვენი ამოცანაა, რომ ორშაბათიდან, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ცხოვრების რიტმი აღდგეს, სწავლა განახლდეს და ნორმალური ცხოვრება თავიდან დაიწყოს.

მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული გარდატეხაა - რუსეთში უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ალტერნატივა უკვე აქვს.

დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სადაც ნავთი 60 თეთრად იყიდება, უმკაცრესი კონტროლი უნდა დაწესდეს, რათა "სპეკულიანტებმა" სიცივე და სიძნელე ხელის მოსათბობად არ გამოიყენონ.

დღეს თავდაცვის მინისტრის განკარგულებით, თბილისის ყველაზე მეტად დაზარალებული უბნების თოვლისაგან გასაწმენდად, ათასი ჯარისკაცია მობილიზებული.

ჩვენ სხვადასხვა რეგიონში დენის მიწოდების გრაფიკი უნდა გავაკონტროლოთ. ქუთაისს, აჭარას და გურიის უმეტეს ნაწილს დენი მიეწოდება, სამეგრელოში პრობლემები არ არის. იმერეთი და აღმოსავლეთ საქართველო კი, განსაკუთრებულ კონტროლზე უნდა ავიყვანოთ.

სოციალური მუშაკები მობილიზებულნი უნდა იყვნენ იმისათვის, რომ ხალხი უყურადღებოდ არ დარჩეს. სადაც ხელი მიგვიწვდება, ყველგან უნდა მივიდეთ, არავინ არ უნდა გაიყინოს და არ იყოს მშიერი. ამ ხალხზე საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს. სახელმწიფო აპარატი სამხედრო დისციპლინის პირობებში უნდა მუშაობდეს.

საქართველოს ყველა ქალაქში ავტობუსების მოძრაობა არ უნდა შეიზღუდოს. ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს - თუ მათ მუშაობა ეზარებათ, შემცვლელებს გამოვძებნით. იმ სამარშრუტო ტაქსს, რომელიც სამუშაოდ არ გამოვა, კონტრაქტს შევუწყვიტავთ.

ამ დღეებში ქართველმა ერმა ჩვენს არაკეთილმოსურნეებს აჩვენა, რომ ძალიან ძლიერი ხალხი ვართ. პრაქტიკულად, არ არის წუწუნი, ჩხუბი რიგებში და ხალხი სწორ კომენტარებს აკეთებს.

ჩვენ არ უნდა გვქონდეს პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული რაიონები. ყველა რაიონი თანაბარ პირობებში უნდა იყოს. საწვავის დარიგებაც თანაბარი რაოდენობით უნდა მოხდეს, ეს მკაცრად უნდა დავიცვათ.

შემდეგ კვირას ჩვენ სკოლებში სწავლის განახლებისთვის უნდა მოვემზადოთ.

ვფიქრობ, რომ ბოლო დღეები დაგვრჩა გადასატანი. ჩვენ ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ. ხალხს საოცრად ზუსტი რეაქცია აქვს.

ყველას ვუსურვებ, რომ მაქსიმალურად კარგი ნინოობის დღესასწაული ვიზეიმოთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)