Google+

გამოსვლები და განცხადებები

03.04.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა საგარეო საქმეთა სამინისტროში

მოგესალმებით ყველას!

დღევანდელი დღე ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

დღეს მოვალედ ჩავთვალე თავი თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შევხვედროდი.

საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ბაზების გაყვანის თაობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხალშეკრულება ჩვენთვის ისტორიული მნიშვნელობის აქტი და კონსტრუქციული დიპლომატიის დიდი გამარჯვეაბაა.

შარშან, როცა ჩვენ ბაზების გაყვანის სიკითხზე მსჯელობა დავიწყეთ, ბევრს ეს არარეალისტურად ეჩვენებოდა.

შარშან, როცა ამ საკითხის გადაწყვეტამდე მოსკოვში ჩასვლაზე უარი განვაცხადე, ბევრმა ეს მკვეთრ და პროვოკაციულ ქმედებად შეაფასა, მაგრამ ჩვენ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად პოლიტიკური პრინციპების შეთანხმება მოვახერხეთ, თუმცა მაშინ ეს საგარეო სისტემის დონეზე გაფორმდა.

მთავარი დოკუმენტი არის ეს, რომელიც თავდაცვის მინისტრმა დღეს გადმომცა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და რუსეთის სამხედროების წარმომადგენლებმა მოაწერეს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმპერიული წარმომავლობის სამხედრო ბაზების გადმონაშთს, რუსეთ-საქართველოს კონსტრუქციულ ურთიერთობებთან არაფერი აქვს საეთო.

ჩვენ რუსეთთან კეთილმეზობლური, კარგი და კონსტრუქციული ურთიერთობა გვინდა, ამისათვის ბევრი ნაბიჯი გადავდგით.

შარშან, როცა გელა ბეჟუაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად ინიშნებოდა, მე მას ორი მთავარი ამოცანა დავუსახე.

ეს იყო ბაზების ხელშეკრულების გაფორმება და სქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარება.

ამას თან მესამე დავალება ერთვება - საქართველომ კონსტრუქციული დიალოგის გზით უნდა შეძლოს ფაქტობრივი ეკონომიკური „ემბარგო" დაძლიოს, რომელიც საქართველოს მიერ წარმოებულ პროდუქციაზე რუსეთის ხელისუფლების გარკვეული უწყებების მხრიდან არის შემოღებული.

ჩვენ ეს მაღალ პოლიტიკურ დონეზე გვინდა გადავიყვანოთ. საქმე ყველაზე ფუნდამენტალურ, ადამიანურ და არა მხოლოდ ეკონომიკურ კავშირებს ეხება.

ბაზების გაყვანას რაც შეეხება, ამ საკითხის გადაწყვეტა ნათლად აჩვენებს, რომ დიპლომატიური მუშაობა, სწორი და თანამიმდევრული პოზიციის პირობებში საკითხების გადაწყევეტა, პრობლემებს ადვილად აგვარებს.

ეს იყო ყველაზე რთული საკითხი, რაზეც ჩვენ შარშან მუშაობა დავიწყეთ.

არ არსებობს საკითხი, რომელიც დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით არ გადაწყედება.

საქართველოს აქვს თავისი პრინციპები, ეს საქართველოს დიპლომატებს ეხება - თქვენ თქვენი ქვეყნის ისეთივე ჯარისკაცები ხართ, როგორც ჩვენ და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

საქართველოს წინააღმდეგ ძალიან სერიოზული ძალები მუშაობენ, ეს ჩვენი ქვეყნის არსებობისათვის და ევროპაში ინტეგრაციისათვის ყოველდღიური ბრძოლა.

ჩვენ ამ დიდი ზეწოლის პირობებეში ჩვენი ქვეყნიდან სამშვიდობოების გაყვანა ისევე უნდა შევძლოთ, როგორც ეს ბალტიის ქვეყნებმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა შეძლეს, ამას შეძლებს საქართველოც, სადაც ყველა ერთად ვიმუშავებთ.

ეს ხელშეკრულება პირველი სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია.

მინდა გვესმოდეს, საქართველო დაახლოებით „კლდეზე მიჯაჭვულ ამირანს" ჰგავს, რომელიც ჯაჭვებისაგან აუცილებალდ უნდა გათავისუფლდეს.

გადავწყვეტთ ერთ საკითხს, დავიწყებთ ჯაჭვის გაწყვეტას, დავძლევთ კორუფციას, მერე მეორე ჯაჭვის გაწყვეტა დაგვჭირდება -ტერიტორიული და ენერგეტიკული პრობლემების სახით.

მათ უნდათ, რომ საქართველო დამონებული, დამორჩილებულ მდგომარეობაში მყოფი ნახონ.

საქართველო ყველა დიდი განვითარების შემაფერხებელი ჯაჭვისაგან აუცილებლად გათავისუფლდება, რომელიც საქართველოს ევროპაში დამკვიდრებასთან და ევროპის სახლში საბოლოო ინტეგრაციასთან აშორებს.

მინდა მადლობა ვუთხრა საგარეო და თავდაცვის მინისტრებს, მათ კოლექტივებს.

წინა წელთან განსხვავებით ამ სამინისტროში სხვა მოტივაცია, სხვა მონდომება და შემართებაა, მათ უკან კი, სულ სხვა ქვეყანა დგას.

ეს ხელშეკრულება სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია.

ჩვენ ინტენსიური მუშაობით ბევრ სხვა საკითხებსაც გადავწყვეტთ და ინტენსიურ მუშაობას ბევრად უკეთესი მომავლისკენ გავარგძელებთ.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)