Google+

გამოსვლები და განცხადებები

23.09.2006
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ 61-ე სესიაზე

ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო!

  • პირველ ყოვლისა, ნება მომეცით მადლიერება გამოვხატო ამ ინსტიტუტის, ყველას მიმართ, ვინც იზიარებს მის ღირებულებებს და მისიას იმისათვის, რომ მე და ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლებლობა მოგვეცა დღეს ამ ტრიბუნიდან მოგვემართა.
  • ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმ დროს, როდესაც გაერთიანებული ერების, როგორც სტრუქტურისადმი არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები იშვიათად ყოფილა უფრო დიდი.
  • ამ შეკრებაზე ჩვენ ერთმანეთს შეკითხვა უნდა დავუსვათ - გვექნებოდა თუ არა მშვიდობა და კეთილდღეობა, გაერთიანებული ერების სისტემა ასეთი აქტიური რომ არ ყოფილიყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • ჩემი ქვეყანა მიესალმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მზარდ ძალისხმევას იყოს უფრო აქტიური; ჩვენ მივესალმებით გენერალური მდივნის კანდიდატურას, რომლის კომპეტენტური და უნიკალური შორსმჭვრეტელური შეხედულება გენდერული თანასწორობის საკითხების მიმართ, უთუოდ დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში.
  • საქართველო მადლიერებით აღნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წვლილს ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარების მცდელობაში; მადლიერებას გამოვხატავთ იმის თაობაზეც, რომ ეს ორგანიზაცია ძალისხმევას არ იშურებს ყველაზე გაჭირვებულებს ახალი შესაძლებლობები შეუქმნას.
  • მე იმედით მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, გაღრმავდება და კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება.
  • რამდენიმე კვირაში ჩვენ მშვიდობიანი, დემოკრატიული რევოლუციის მესამე წლისთავს ვიზეიმებთ, რომელმაც საქართველოში ცვლილებებისა და პროგრესის ახალი ერა მოიტანა.
  • ეს იყო ჩვენი რევოლუცია, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს ძალა შემატა.
  • ეს მოხდა იმ ფუნდამენტური სოციალური კონტრაქტის ტრანსფორმაციის გზით, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ნებისმიერი დემოკრატია - კონტრაქტი, რომელიც ეფუძნება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის პრინციპების პატივისცემას.
  • დღეს საქართველოს დემოკრატიის მოქალაქეები ადამიანის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და შესაძლებლობების ნაყოფს იმკიან.
  • ჩვენ შევცვალეთ ჩვენი ხალხის ცხოვრება.
  • ჩვენ ეს გავაკეთეთ კორუფციასთან და კრიმინალთან დაუნდობელი ბრძოლის გზით, განათლებასა და ჯანდაცვაში სერიოზული ინვესტიციების ჩადებით, და თამაშის ახალი წესების დანერგვით - იმ საზოგადოებაში, სადაც წარსულში ეს ნაკლებად იყო მიღებული ორივე სფეროში.
  • ჩვენი ძალისხმევის შედეგები შეუმჩნეველი არ დარჩა.
  • მაგალითად, მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში ისეთმა საერთაშორისო სტრუქტურებმა, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, დაადასტურეს საქართველოში მომხდარი ეს უდიდესი ცვლილებები.
  • დღეს ჩვენ მსოფლიოში აღიარებული ვართ, როგორც ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფო მთელ ევროპაში და ასევე როგორც ხელსაყრელი ქვეყანა ბიზნესის განსავითარებლად.
  • ცოტას თუ სჯეროდა, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში რეფორმების განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ეს მოხდა.
  • ორ კვირაში ადგილობრივი არჩევნების ჩატარების გზით, გადავდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს, რომელიც შემდგომ განამტკიცებს იმ ინსტიტუციონალურ ჩარჩოებს, რომელთაც ეყრდნობა ჩვენი დემოკრატია.
  • ჩვენ ვდებთ ამ მნიშვნელოვან ინვესტიციას ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში იმიტომ, რომ ვხედავთ აუცილებლობას ჩვენი ხალხის უზრუნველყოფისა იმ ინსტრუმენტებითა და პასუხისმგელობით, რომელმაც მათი მომავალი უნდა განსაზღვროს.
  • მე მჯერა, რომ საქართველოში იქნება ჯანსაღი კონკურენცია, გამჭვირვალე არჩევნები და უფრო ქმედითი დემოკრატიული სისტემა.
  • მიგვაჩნია, რომ ამ გზით ჩვენ მივცემთ ჩვენ ქვეყანას შესაძლებლობას, დაიცვას საზოგადოების ყველაზე უფრო გაჭირვებული ფენა, და ვუზრუნველვყოფთ ჩვენი თანამოქალაქეების უკეთეს მომავალს.
  • მიუხედავად ამისა, საქართველოს, ისევე როგორც ესოდენ დიდი ცვლილებების პროცესში მყოფ ნებისმიერ სხვა ერს, ახალი გამოწვევები ელის.
  • გრძელდება სასამართლო რეფორმა. ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება რჩება ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად. დასაქმების პოლიტიკამ თითოეული მოქალაქის მოლოდინი უნდა გაამართლოს.
  • ჩვენი ხალხის მისწრაფებები უნივერსალური ხასიათისაა. საქართველო ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ და პასუხისმგებლობით აღსავსე წევრად გვესახება.
  • მომავალი თაობებისათვის ჩვენი მიღწევების დაცვა და კონსოლიდაცია იმას ნიშნავს, რომ დღევანდელობის გამოწვევებს თვალი გავუსწოროთ.
  • ამიტომ, ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ისეთ ადგილებშიც კი არ ვზოგავთ საკუთარ ძალებს, როგორიცაა: ერაყი, ავღანეთი და კოსოვო, სადაც ჩვენი ჯარები, საერთაშორისო ძალებთან ერთად, მშვიდობისა და დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, ტერორიზმს ებრძვიან.
  • ამ ქმედებების შედეგად, აქტიურად ვაგრძელებთ სვლას ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა გუშინდელი მოვლენა - საქართველოს მიწვევა, შეურთდეს ინტენსიურ დიალოგს.
  • ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგანაც გვჯერა, რომ დემოკრატიები უფრო ძლიერია, როდესაც ერთად არიან და ხანგრძლივი უსაფრთხოება ყველაზე კარგად საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნების კავშირით მიიღწევა.
  • საქართველო ევროპული ქვეყანაა და ეს ბოლო პერიოდის აღმოჩენა არ არის. ჩვენ ფაქტობრივად ჩვენს საკუთარ ისტორიას ვუარყოფდით, რომ სხვანაირად აღვექვა ჩვენი თავი ან სხვაგვარად გვემოქმედა.
  • რამდენიმე დღეში ჩემი სახელმწიფო, როგორც ევროკავშირის ევროპული სამეზობლოს ნაწილი, სამოქმედო გეგმას მოაწერს ხელს.
  • ამით ჩვენ გადავდგავთ კიდევ ერთ ნაბიჯს, რომელიც აძლიერებს ევროპული დემოკრატიების ოჯახის გამაერთიანებელ კავშირებს.
  • ჩემი მთავრობის მიზანია, გავხდეთ სანიმუშო ევროპელი მეზობელი.
  • წარსულში მიღებული ევროპული გამოცდილებიდან ჩვენ ვისწავლეთ, რომ მიზანმიმართული, მშვიდობიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობა, ხანგრძლივი მშვიდობიანი პროცესის და კეთილდღეობის საფუძველს წარმოადგენს.
  • ჩვენს სამეზობლოში ვცდილობთ გაცილებით მოკლე დროში მივაღწიოთ იგივეს, რასაც ევროპამ ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში მიაღწია.
  • ეს ჩვენი ერთიანი გამოწვევა და ერთიანი მიზანია.
  • ქალბატონო თავმჯდომარევ,
  • გაკვირვებას აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ჩემს ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, სერიოზულ დაბრკოლებებს ვხვდებით.
  • რეფორმები, განსაკუთრებით კი დემოკრატიული, ძველ ინტერესებსა და ჩვეულებებს ეწინააღმდეგება.
  • პოლიტიკური ფაქტის უბრალო კონსტატაციაა, რომ ხშირად ადგილი აქვს მცდელობებს ძირი გამოუთხარონ ჩვენს რეფორმებს, ჩვენს პროგრესს და დემოკრატიული ცხოვრების წესს.
  • ჩვენ უნდა სიფრთხილით მოვეკიდოთ იმათ, ვისაც სჯერა, რომ სტაბილური დემოკრატია საშიშროებას უქმნის თავის მეზობელს.
  • საქართველოს დემოკრატია, ისევე როგორც მსოფლიოში არსებული სხვა ქვეყნების დემოკრატია, ამას მიზნად არ ისახავს.
  • მტკივნეულია, მაგრამ სიმართლეა, რომ საქართველოს მძიმე მემკვიდრეობაში ერგო გადაუწყვეტელი ტერიტორიული კონფლიქტები.
  • ეს კონფლიქტები ძირს უთხრის ჩვენს სტაბილურობას და მთლიანად სტაბილურობას რეგიონში.
  • ფაქტობრივად, ეს მემკვიდრეობა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის მიზეზია.
  • თუნდაც ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ბავშვებს, რომლებიც ამ საშინელი მოვლენების მსხვერპლი არიან, მშობლიურ ენაზე სწავლისა და საუბრის უფლება არა აქვთ.
  • მოხუცებს შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღება არ შეუძლიათ, ახალგაზრდებს კარგი განათლების მიღების საშუალება არა აქვთ და ასი ათასობით ახალგაზრდა ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში, საიდანაც ისინი სისტემტურად გაძევებული არიან, ეთნიკური წმენდის შედეგად, და რომლებიც ხშირ შემთხვევაში უკანონოდ გაყიდეს, ან მთლიანად დაანგრიეს.
  • შემდეგი მტკივნეული, მაგრამ აბსოლუტური სიმართლე ის არის, რომ ეს რეგიონები ანექსირებულია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის - რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც აქტიურად განაგრძობს ხალხში რუსული პასპორტების დარიგებას, რაც თავისთავად საერთაშორისო სამართლის უპრეცედენტო დარღვევაა.
  • უფრო მტკივნეული რა უნდა იყოს, როდესაც ერთი ქვეყანა ცდილობს, დაიპყროს მეორის ტერიტორია, ან როდესაც ერთი ქვეყანა აწარმოებს ძირგამომთხრელ პოლიტიკას მეორე ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე, რაც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე.
  • დღეს მინდა თითოეულ თქვენგანს შევეკითხო, თუ ამ უდიდეს დარბაზში მსხდომი ნებისმიერი წევრი მიესალმება ან შემწყნარებლურად მოეკიდება მსგავსი ძალის შემოჭრას საკუთარ მიწაზე? პირადად მე, ეს ძალიან მეეჭვება.
  • დიახ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით
  • და ჩვენ უნდა მივიღოთ აუცილებელი ზომები კონსოლიდაციისა და დემოკრატიის დაცვის მიზნით.
  • არასოდეს დავივიწყოთ, რომ ამ კონფლიქტების რეალური მსხვერპლი ხალხია და შიში, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება - ყოვლისმომცველია. მათ ტანჯვას ბოლო უნდა მოეღოს.
  • ამ კონფლიქტებთან ერთად ჩვენ მემკვიდრეობაში გვერგო სამშვიდობო ოპერაციების ჩარჩოები და მოლაპარაკებების ფორმატები, რომლებიც აღარ ფუნქციონირებს.
  • მარტივად რომ ვთქვათ, ისინი არც მშვიდობას უწყობენ ხელს და არც ჭეშმარიტ მოლაპარაკებს.
  • თუ ჩვენი რევოლუციის მიზანი იყო ის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მიეცა შესაძლებლობა სრულად მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ცხოვრების გარდაქმნაში და ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში - მაშინ ჩვენი რევოლუცია ჯერ დასრულებული არ არის.
  • დღეს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში სტაბილურობისა და პროგრესის სტატუს-კვო.
  • სამწუხაროდ, ეს რეალობაა.
  • ჩვენ ვიმყოფებით მდგომარეობის მოსალოდნელი გაუარესების წინაშე, როდესაც იმარჯვებენ დანაშაულისა და უკანონობის სპონსორები.
  • უფრო ნათლად რომ ჩამოვყალიბდეთ: საქართველო პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიაა და თუ ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ პასუხისმგებლობას უნდა გვახსოვდეს, რომ ყოვლისმომცველი ცვლილება არის ერთადერთი გზა ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობისაკენ.
  • მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციების სისტემის ნაკლოვანებები კარგად არის დოკუმენტირებული.
  • რამდენიმე მაგალითი - გაეროსა და ეუთოს პირდაპირ მოწოდებული მოხსენებების საფუძველზე კარგად ჩანს, თუ როგორ ემსახურებიან რუსელი სამშვიდობი ძალები კონფლიქტების გადაწყვეტას, არამედ მათ შენარჩუნებას და როგორ არღვევენ ისინი კანონს და ფარსად გადააქციეს ნეიტრალიტეტის, მიუკერძოვებლობისა და ნდობის პრინციპების პატივისცემა.
  • საკუთარი ნებით, მათ, და არა ჩვენ, ფაქტობრივად, საკუთარი სტატუსი გააბათილეს.
  • აფხაზეთში რუსეთის მშვიდობისმყოფელთა განლაგების შემდგომ დაიღუპა 2.000 მეტი საქართველოს მოქალაქე და 8.000 მეტი ქართველის სახლი იქნა განადგურებული.
  • 12 წელზე მეტია რუსეთის მშვიდობისმყოფელებმა ვერ შესძლეს 250.000 იძულებით გადაადგილებული პირის უკან დაბრნება საკუთარ სახლებში - აფხაზეთში, თუმცა ეს წარმოადგენს მათი მანდატის გამოკვეთილ ნაწილს.
  • გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში და ეუთომ დააფიქსირეს მრავალი სამართლდარღვევა, რომელიც მოიცავს მძიმე იარაღის, როგორიცაა ტანკები, ჯავშანტექნიკა, არტილერია, ნაღმტყორცნები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ზარბაზნები, სეპარატისტებისათვის გადაცემას - ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენ ცალმხრივად ვაწარმოებთ დემილიტარიზაციას.
  • რუსეთის სამშვიდობო ჯარებს არ შესწევთ უნარი და არა აქვთ სურვილი გადადგან რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ესოდენ მძიმე დარღვევების აღსაკვეთად.
  • სამხრეთ ოსეთში, მხოლოდ გასულ წელს დაფიქსირებულია 18 უკანონო სამხედრო წვრთნა აკრძალული აღჭურვილობით; მრავალი წვრთნა რუსეთის "სამშვიდობო ძალების" პირდაპირი მონაწილეობით ჩატარდა.
  • სამწუხაროდ, სია უფრო გრძელია.
  • 2003 წლის 2 იანვარს, რუსეთის სამშვიდობი ძალებმა ესროლეს და მოკლეს ორი სამოქალაქო პირი აფხაზეთში, ხოლო 2006 წლის 3 სექტემბერს, სამხრეთ ოსეთში, სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში ქართულ საჰაერო სივრცეში ესროლეს ქართულ შვეულმფრენს.
  • სოფელ ჭუბურხინჯთან, გაეროს სპონსორობით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, რვა წლის ქართველმა ბიჭმა სკოლის ფანჯრიდან გადმოიხედა, პირდაპირი ეთერის სატელევიზიო კამერების წინ ქართული დროშა დაინახა და დაიყვირა - გაუმარჯოს საქართველოს!
  • გამოიცანით რა მოხდა? აფხაზურმა პოლიციამ სკოლის ყველა მასწავლებელი დააპატიმრა. ეს იყო ადამიანის უფლებების დარღვევის კიდევ ერთი დამამცირებელი და თავხედური ქმედება, რომელიც საერთაშორისო გაერთიანების თვალწინ რუსი სამშვიდობო ძალების აფხაზი დამქაშების მიერ იქნა ჩადენილი.
  • მოდით არ გვქონდეს ილუზიები.
  • ჩვენს სადავო ტერიტორიების მაცხოვრებლები იმ ბანდიტების ოკუპაციაში არიან მოხვედრილები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაკარგავს ინტერესს და ეთნიკური წმენდის შედეგებს მიესალმება.
  • ამის დაშვება შეუძლებელია.
  • თუ ჩვენ გვერდზე გავდგებით, მაშინ ვაღიარებთ, რომ გულგრილობა და უკანონობა საერთაშორისო თამაშის ახალი წესები ყოფილა.
  • აღნიშნულმა გამახსენა კოსოვოს თემა.
  • რადგან საერთაშორისო გაერთიანება ცდილობს იპოვოს სამართლიანი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით - ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ფედერაციის უკიდურესად კონტრპროდუქტიულ ძალისხმევა, ბოროტად გამოიყენოს ეს უნიკალური მდგომარეობა თავისი ვიწრო ინტერესების სასარგებლოდ.
  • რუსეთის ოფიციალური პირების ნებისმიერი მცდელობა, შექმნან ან იგულისხმონ მე-19 საუკუნის სტილის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს გარიგებებს და ტერიტორიულ გაცვლებს კოსოვოს შეთანხმების სანაცვლოდ, არა მხოლოდ მოძველებული, არამედ უკიდურესად ამორალურია.
  • მინდა, რომ ყველას შეგახსენოთ - ჩემი ქვეყნის ტერიტორია, ისევე, როგორც თქვენი ქვეყნების ტერიტორიები, არც იყიდება და არც იცვლება.
  • ნებისმიერი მინიშნება მსგავს პრეცენდენტზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ, შეუსაბამო და ყოველგვარ აზრს მოკლებულია.
  • თანამედროვე ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება დაფუძნებულია ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპზე. ეს ნამდვილად თანამედროვე საერთაშორისო წყობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
  • თუ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს მცდელობას დაამყაროს ეს სახიფათო ურთიერთკავშირი და ძირს გამოუთხრის ამ წყობას - ამ ზეგავლენას შორს წასული შედეგები ექნება - სეპარატიზმისა და კონფლიქტების პანდორას ყუთი გაიხსნება არა მხოლო კავკასიაში, არამედ დედამიწის მრავალ ნაწილში.
  • ვინაიდან, ჩვენ პასუხისმგებელი დემოკრატიის მქონე ქვეყანა ვართ, მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, ქალბატონო თავმჯდომარევ, რომ საქართველო ამას არ დაუშვებს.
  • ჩვენ ვივლით ამ გზით, ყველა ცივილიზებული დემოკრატიების ღირებულებების დაცვითა და სულისკვეთებით.
  • მჯერა, რომ ამ მიმართებით ჩვენ მარტონი არ ვართ.
  • ჩვენი ღრმა რწმენაა, რომ რადგან ევროპა ცდილობს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეს თავის აღმოსავლეთ მეზობლებთან, მის ინტერესებში შედის არასტაბილურობის თავიდან აცილება, აგრეთვე, ხელი შეუშალოს სუვერენული სახელმწიფოების დაშლას.
  • ამ მიზნებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, მსურს გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ერთად იმ პირების მისწრაფებები, რომლებიც დაყოფისა და შიშის ცინიკური პოლიტიკით ძლიერდებიან.
  • პასუხისმგებელ ერებს აქვთ ვალდებულება იმოქმედონ შესაბამისად და ჩემს მთავრობას სწამს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უნდა მოხდეს მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო ოპერაციების არსებული ჩარჩოების ჩანაცვლება და ტრანსფორმირება.
  • ეს ჩვენი წმიდადაწმიდა მოვალეობა და სუვერენული უფლებაა - შევცვალოთ არაეფექტური მექანიზმები იმ მექანიზმებით, რომლებიც იმუშავებს, ჩავანაცვლოთ მიკერძოებული ძალები ისეთი ძალებით, რომლებიც სამართლიანი იქნებიან, შევცვალოთ შიში იმედით, ურთიერთეჭვი კი - ნდობით.
  • ჩვენ ვხელმძღვანელობთ მარტივი, განჭვრეტადი და ნათელი პრინციპებით.
  • ჩვენ ვითათბირებთ. ჩვენ ვითანამშრომლებთ.
  • დესტაბილიზაციის პოლიტიკის თავიდან ასაცილებლად, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.
  • ჩვენი მიზანია მშვიდობა და მშვიდობიანი გადაწყვეტილებები.
  • ნება მომეცით კიდევ ერთხელ ნათლად გითხრათ - თუკი მშვიდობის დამყარებისთვის ახალი მექანიზმების მოპოვებაში ძალების გაერთიანებას ვერ შევძლებთ, მწვანე შუქს მივცემთ იმათ, ვინც საწინააღმდეგოს ცდილობს, და არსებობს იმის რისკი, რომ მშვიდობის ნაცვლად რეგიონი სიბნელესა და კონფლიქტურ ვითარებაში აღმოჩნდება.
  • სწორედ ამიტომ დღეს გადაწყვეტილებების მიღების ახალ საგზაო რუკას გთავაზობთ, რაც მიზნად ისახავს ჩემი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
  • ... სადაც ნებისმიერი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფი საქართველოში მშვიდობიანად და ჰარმონიულად იცხოვრებს, როგორც ეს ათასობით წლის განმავლობაში ხდებოდა, დატკბებიან დემოკრატიის მონაპოვარით, რომელსაც ორივე მხარე გაუფრთხილდება და თავის უნიკალურ მემკვიდრეობას დაიცავს.
  • იცხოვრებს ქვეყანაში, რომელიც ახალ სკოლებში, საავადმყოფოებში, გზებში და საქართველოს მომავალში ინვესტიციას დებს.
  • ამ ახალი სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაცია, რომელსაც საფუძვლად უდევს გაერთიანებული ერების, ეუთოს, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა.
  • ეს გულისხმობს მხარეების პირდაპირ დიალოგს, მე აქ ვგულისხმობ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და სამხრეთ ოსეთის ხალხს - ჩვენ უნდა ერთად ვიკისროთ პასუხისმგებლობა მშვიდობის აღდგენაზე.
  • ამ ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ მშვიდობიანი საერთაშორისო პოლიტიკის წარმართვას ორივე რეგიონში, საერთაშორისო თანამეგობრობების ინტენსიური მონაწილეობით.
  • მას შემდეგ, რაც ასეთი ძალა ადგილზე იქნება, მზად ვართ, გავამყაროთ მისი მანდატე ყოვლისმომცველი ხელშეკრულებით ძალის არ გამოყენების შესახებ.
  • ჯერ ბევრია გასაკეთებელი ნდობის აღდგენის და ცხოვრების დონის ამაღელების თვალსაზრისით და ორივე რეგიონში ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ეკონომიკა.
  • რატომ უნდა ცხოვრობდნენ ჩვენი მოქალაქენი ასეთი საშინელ ეკონომიკურ პირობებში? ჩვენ მზად ვართ ჩავდოთ მნიშვნელოვანი წვლილი აქტივების აღორძინებაში, რათა მივცეთ მათ იმ სიკეთეებით სარგებლობის საშუალება, რითაც საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები სარგებლობენ.
  • საჭიროა დამატებითი ზომების მიღება ნდობის აღდგენის მიზნით.
  • დღეს საქართველოში არსებული სიტუაცია როგორც შესაძლებლობების, ისე საფრთხეების მომცველია.
  • ყოველდღე ადგილი აქვს პროვოკაციებს, კრიმინალური ელემენტების ახდენენ თავიანთი გავლენის კონსოლიდაციას, რასაც საერთაშორისო გამოძახილი ექნება.
  • მივიწევთ რა წინ ანაქრონული მექანიზმის ჩანაცვლებისა და ტრანსფორმაციისაკენ, ჩვენ კვლავაც მზად ვართ, ვიმუშავოთ ჩვენს მეზობელ - რუსეთის ფედერაციასთან, რადგან რუსეთი უნდა გახდეს გადაწყვეტილების ნაწილი.
  • კონსულტაციები უკვე დაიწყო და უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს შემდეგი კვირეებისა და თვეების განმავლობაში, რაც არსებულ მექანიზმს მთლიანად შეცვლის.
  • საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს აქვს სუვერენული უფლება უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაყვანა მოითხოვოს, რომლების აფერხებენ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას.
  • ჩვენ არ ვმალავთ ჩვენს სურვილებსა და ზრახვებს იმის თაობაზე, რომ ამ უფლების განხორციელება გვინდა, რადგანაც ის ეფუძნება იმ უმთავრეს პრინციპებს, რომლებიც მთელს ერსა და საერთაშორისო თანამეგობრობას ამოძრავებს.
  • ჩვენი დემოკრატიული რევოლუციის მონაპოვრის საქართველოს მოქალაქეთათვის შეთავაზება გაეროს სულისკვეთებას და წესდებას შეესაბამება.
  • ქალბატონო თავმჯდომარევ!
  • გამოვხატავ რა ჩემს ღრმა პატივისცემას ამ ორგანიზაციის მიმართ იმ შესაძლებლობისათვის, რომელიც მე მომეცა, ჩავთვალე საჭიროდ გამეზიარებინა არა მხოლოდ ჩვენი სურვილები, არამედ ჩვენი შეშფოთებებიც.
  • დაე, ნურავინ ნურასოდეს ნუ იტყვის, რომ საქართველომ ნათლად არ იცოდა, თუ როგორ დაეცვა საკუთარი დემოკრატია და საკუთარი სახელმწიფო.
  • დაე, ნურავინ ნურასოდეს ნუ იტყვის, რომ ჩვენ არ შევეცადეთ ეს გაგვეკეთებინა მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით.
  • ჩვენი ქვეყნისათვის, და ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, სხვა გზა აღარ დარჩა.
  • რადგანაც ჩვენ ვიზიარებთ ცივილიზებული დემოკრატიის სტანდარტებს, ჩვენ შესაბამისად უნდა მოვიქცეთ.
  • მიგვაჩნია, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამ საერთო ღირებულებებს, მზად არის მსხვერპლი გაიღოს მათთვის...
  • ... მოდით, ერთობლივად მივაღწიოთ მშვიდობას ჩვენს რეგიონში.
  • მოდით, ერთად გამოვიყენოთ ეს ისტორიული შანსი და არ დავაყოვნოთ.
  • გმადლობთ


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)