Google+

გამოსვლები და განცხადებები

30.09.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა საკონსტიტუციო სასამართლოში

მოგესალმებით ყველას!

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს წინა თავმჯდომარეს - ბატონ ჯონი ხეცურიანს, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა წევრებთან ერთად სამართლიანი და სრულიად ახალი საერთაშორისო დონის სტანდარტების დამკვიდრება და ახალი სამართლებრივი ტრადიციის შექმნა შეძლო.

ასეთი რამ საუკუნეების განმავლობაში დარჩება.

თქვენ ხართ მოსამართლეების ის თაობა, რომლებმაც ახალი სამართლებრივი ტრადიცია უნდა დანერგონ იმ რეგიონში, სადაც ეს ავტომატურად ნაგულისხმევი სულაც არ არის.

პირველად მას შემდეგ, რაც საქართველოს დედაქალაქი თბილისში გადავიდა, ცენტრალური სახელისუფლებო დაწესებულება თბილისიდან სხვა რეგიონში გადავიდა.

დღევანდელი დღიდან, ის რომ მთავარი სასამართლო ორგანო თბილისიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმში გადავიდა, ნიშნავს იმას, რომ ბათუმი ხდება საქართველოს სასამართლო დედაქალაქი, თუმცა პოლიტიკური დედაქალაქი თბილისში რჩება. ეს ნიშანვს იმას, რომ საქართველო სხვა ქვეყანა ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ დანაწევრების, დაყოფის, გათიშულობის პერიოდი ისტორიას მთლიანად ბარდება.

რამდენიმე წლის წინ, საქართველოში გათიშულობის ნიშნებმა იმძლავრა, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და უბედურებამ მოგვიტანა ის, რომ მეგრელები კახეთში აღარ დადიოდნენ, კახელები - იმერეთში, იმერლები - ქართლში. პრაქტიკულად იმ დონეზე დავედით, რომ ჩოლოქზე რამდენიმე ათასი ჩვენი თანამემამულე ერთმანეთის პირისპირ დადგა. ჩვენ სამოქალაქო ომის ზღვარზე ვიყავით, თუმცა დანარჩენმა საქართველომ ეს არ დაუშვა.

ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ შენობაში გადმოდის, განსაკუთრებით სიმბოლურია.

ეს არის საქართველოს ბოლო ფეოდალის, საქართველოს მოშორებული ჭირის - აბაშიძის ყოფილი რეზიდენცია და სამოქმედო ადგილი. ეს შენობა იყო გათიშულობის, ჩაგვრის და საქართველოს საკონსტიტუციო წესრიგის მოშლის სიმბოლო.

ამიერიდან ხალხი აქ სიმართლის მოსაძიებლად მოვა.

ამ შენობაში, რომელიც იყო გათიშულობის სიმბყოლო, დღეს საკონსტიტუციო სასამართლო შემოვიდა, რომელშიც არის აჭარის მკვიდრი ზოიძე.

დღეიდან ეს ადგილი იქნება საქართველოს შეკავშირების, ჩაუნგრეველი ხიდის ნათელი განსახიერება.

ეს შენობა იყო სამართლებრივი ნორმების ფეხქვეშ გათელვის, ადამიანების შევიწროვების სიმბოლო.

დღეიდან საქართველოს საკონსტიტუციო ნორმების გამოყენება იმ შენობიდან მოხდება, საიდანაც ის ბოლო წლების განმავლობაში ირღვეოდა, სიმართლე კაცობრიობის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ძლევს ბოროტს.

ქათუმი იყო უპერსპექტივო, განადგურებული, იზოლირებული ადგილი, წლევანდელი წლიდან აქ იხსნება ახალი აეროპორტი, ახალი ავტობანი, ეს ნიშანვს იმას, რომ ბათუმი საერთაშორისო მიმოსვლის ცენტრი ხდება. აქ თქვენი ეგიდით საერთაშორისო კონფერენციები გაიმართება, საერთაშორისო სამართლის სკოლა შეიქმნება, ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდება, განთივარდება ახალი ინფრასტრუქტურა.

ეს ყველაფერი აჭარისთვის და დანარჩენი საქართველოსთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი პრეცენდენტია.

ჩვენ გათიშულები ვიყავით, აღარ დავდიოდით ერთმანეთთან, ჩამოგვიყალიბდა კუთხუროაბ. ეს ყველაფერი იშლება და ჩვენ ვხდებით ერთიანი ნაწილი. პირველ რიგში განვითარდა თბილისი, ბათუმი, მაგრამ აუცილებლად განვითარდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, სამეგრელო, იმერეთი, კახეთი,აფხაზეთი.

თქვენ ნახეთ, როგორ ააშენა ბათუმისა და თბილისის მერიამ ზემო აფხაზეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. 13 წლის მანძილზე აგური აგურზე არ დადებულა ქვემო აფხაზეთში, ორ თვეში, უფრო სწრაფად, ვიდრე სტალინურმა საბჭოთა კარშირმა ბაიკალ ამურის მაგისტრალი ააშენა, ბათუმელმა და თბილისელმა მშენებლებმა ზემო აფხაზეთში ახალი ადმინისტრაციული ცენტრი ააშენეს, ეს ყველაფრის დასაწყისია.

დღეს ჩვენი სასამართლო იმ ფონზე ვითარდება, როცა ბათუმის აკვატორის თავზე, რაღაც სწავლებები ჩატარება გადაწყვიტეს.

მინდა გითხრათ, არაფრის არ შეგეშინდეთ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

ჩვენი პასუხი დღეს სამართლებრივი პროცესი და კანონის უზენაესობაა. ჩვენ ვართ ფეხზე მდგომი ქვეყანა, რომელიც აგრძელებს შენებას, ცხოვრებას და საკუთარი თავის დამკვიდრებას თანამედროვე მსოფლიოში. იმდენი ყურადღება რამდენიც საქართველომ ამ დღეებში მიიღო, ჩვენ დიდი ხანია არ მიგვიღია. სწორედ იმისა გამო, რომ ჩვენი გზა არის სიმართლის გზა. მსოფლიოში მუსკულების თამაშით სამართლიანობა არ იქმნება. სიმართლე ბოლოს თავის თავს დაიმკვიდრებს. დღეს ამის სიმბოლო არის ბათუმი და თქვენი ყოფნა ბათუმში.

ბათუმი არის მოფუსფუსე, საქმიანი ქალაქი.

გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში და სამართლიანობის დამკვიდრების გზაზე.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)