Google+

გამოსვლები და განცხადებები

17.11.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში სამი ახალი საამქრო გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში სამი ახალი საამქრო გასნა და მეტალურგების წინაშე სიტყვით გამოვიდა: „ჩემთვის რუსთავის გაჩერებული კომბინატი საქართველოს დანგრევის და გაპარტახების ტოლფასი იყო. მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადავდგით. წლების განმავლობაში რუსთავის კომლექსი სხვადასხვა რჯულის აფერისტების სანადირო ადგილი იყო. შემოვიდოდნენ, წაიღებდნენ ჯართს, კონსტრუქციებს, უძრავ და მოძრავ ქონებას, ათასგვარ დაპირებებს იძლეოდნენ, სანაცვლოდ კი, ჩვენ არაფერს ვიღებდით. დღეს ჩვენ პირველად ახალი ამუშავებული საამქროს მშვენიერი მუსიკა - ქართული ინდრუსტრიის მუსიკა მოვისმინეთ, მერწმუნეთ, ასეთ მუსიკას მსოფლიოს ვერცერთ საოპერო თეატრში ვერ მოისმენთ. მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ამბობდა: „ ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში-ო", მაგრამ ამის არანაირი იმედი არ ჰქონდათ. ჩვენ ბევრი დრო დავკარგეთ. მე აქ დამსახურებულ მეტალურგებს ვუყურებ, რომლებიც შრომას გადაჩვეულები არიან, მაგრამ ეს ხალხი ცოცხალია. ჩვენი ვალი იყო ის, რომ სანამ ამ ხალხს ძალა შესწევდა, ეს საამქრო აგვემუშავებენა. მთავარი ღირებულება ეს ტერიტორია კი არ არის, არამედ თქვენ ხართ ხალხო.

ნებისმიერ ტრიალ მინდორსა და რუსთავს შორის განსხვავება არის ის, რომ აქ არიან ადამიანები, ვინც იციან როგორი ხდება ამ ყველაფრის შექმნა. საქართველოს ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაული იყო ის, რომ თქვენ საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას არ გაძლევდათ. ეს ჩვენი ამოცანაა. ის, რომ ამუშავდა ცემენტის ქარხანა, და 2008 წელს ჩემი პრეზიდენტობის პირველი ვადის დასასრულს ქართული ფოლადის ციკლი გამოვა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ისევ თანამედროვე სახელმწიფოა. ეს ჩვენი ამოცანაა. მთავარი ამ შენობის ფასადი კი არ არის, არამედ ის, რაც ჩვენ ამ ფასადის უკან ვნახეთ, მე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებით გამოვედი იქედან. ჩვენი კაპიტალი ის ქართველები არიან, ვინც წარმატებას საზღვარგარეთ მიაღწიეს. ეს ის ხალხია, ვისაც თავისი ქვეყანა ნამდვილად უყვარს და საკუთარი ქვეყნის დახმარება შეუძლია. საქართველოზე განხორციელებულ ეკონომიკურ ზეწოლას, ჩვენ განწირული განცხადებებით კი არ ვპასუხობთ, ეს ჩვენი სტილი არ არის, არამედ უკეთესი მომავლისაკენ ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომით და წინსვლით ვპასუხობთ. საუკეთესო პასუხი ეკონომიკურ ზომებზე არის რუსთავის ამუშავებული ქარხნის ერთი ციკლი. ამაზე უკეთეს პასუხს ჩვენ ვერ მოვახერხებდით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ კომბინატში სამუშაო პროცესში თქვენი ჩარხებთან დანახვა. ეს არის ჩვენი პასუხი, ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, და მუშაობას. დღეს ჩვენ ყველას დავუმტკიცებთ იმას, რომ ქართველები ძალიან კარგი ხალხი ვართ. დღეს აქ პრეზიდენტის დასაქმების ფონდიდან ასი კაცია წარმოდგენილი. ეს პროგრამა ყველგან მუშაობს. ის, რომ რუსთავში, ბათუმში, თბილისში ათასობით ადამიანმა სამუშაო ადგილების პოვნა შეძლო, ეს ჩვენთვის მთავარია. ის, ვინც ამბობდა, რომ ეს ყველაფერი არჩევნებისათვის ხდებოდა, ჩვენი მხრიდან ეს არის პასუხი. ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებთ შრომას. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და წინსვლა ეს ეკონომიკაა. ჩვენი თავდაცვის და თავდასხმის მთავარი ხაზი ეკონომიკაზე გადის. დიდი მადლობა რუსთაველებო და ამ საქმის მესვეურებო. საქართველოში არსებობს ინვესტიციების დამცველი კანონი. ყველა სახელმწიფო სტურქტურას აქვს დავალებული, რომ განვითარდეს ბიზნესი. დღეს ჩვენ ყველანი ვართ ბიზნესის განკარგულების ქვეშ. მე მიმაჩნია, რომ დღეს აქ, ამ საწარმოში ათასამდე კაცი დასაქმდება, მთელი ციკლის აღდგენის შემდეგ კი, რვა ათასი. მე მაშინ რვა ათასჯერ ბედნიერი ადამიანი ვიქნები. ეს იქნება ჩემი პირადი წარმატებაც და სიამაყეც. ჩვენ რუსთავში ტექნიკურ სკოლას ვხსნით, გამოცდილი მეტალურგები დაგვეხმარებიან კაკადრების გაზრდაში. ჩვენ გვყავს ასჯერ მეტი იურისტი, ვიდრე მეტალურგი, ეს პირიქით გვჭირდება. იმისათვის რომ ეკონომიკამ იმუშაოს, ეკონომიკის ბაზისი უნდა არსებობდეს, ამის ხერხემალი კი თვენ ხართ.

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ძვირფასო ადამიანებო!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)