საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო
მოგესალმებით!
უშიშროების საბჭომ განიხილა ჩვენი შეთავაზება, რომელიც თქვენს მიერ საქართველოს პარლამენტში ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებული კანონის განხილვას ეფუძნება.
ვფიქრობ, დადგა დრო, გადავიდეთ სრულიად კონკრეტულ წინადადებსა და შეთავაზებებზე, ასევე გადავდგათ სრულიად გაბედული, კონკრეტული ნაბიჯები ამ საკითხის პოლიტიკური დარეგულირებისათვის.
ყველა ძალას, მათ შორის მათაც, რომლებიც წლების განმავლობაში ცხინვალის რეგონში გამოდიოდნენ და იბრძოდნენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ვთავაზობთ კონფლიქტის დარეგულირების ყველა სტატუსთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ხუთ პუნქტიან გეგმას.
უკლებლივ ყველა ძალას კონფლიქტის საბოლოო მშვიდობიანი მოგვარებისთვის, ავტონომიის ფარგლებში საქართველოს შიგნით ყველა ურთიერთობის დარეგულირებისთვის ერთად მუშაობას ვთავაზობთ.
ამ ეტაპზე ავტონომიური ერთეულის შექმნის მოსამზადებლად, საქართველოს ხელისუფლება, მათ დროებითი ადმინისტრაციის შექმნას სთავაზობს.
ყველა ძალას, რომელიც აქამდე კონფლიქტში იმყოფებოდა, გარდამავალი ერთეულის დროებითი ადმინისტრაციის შექმნას ვთავაზობთ. ამ ადმინისტრაციის ფუნქციაა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცეში, რეგიონის რეკონსტრუქციაზე, ყველა ადამიანის უფლებების სათანადო წარმოდგენაზე, საბოლოო სტატუსის გარკვევაზე, ჩამოყალიბებაზე და სამშვიდობო გადაწყვეტილებაზე იმუშაოს.
პირველ რიგში, დროებითი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას და მისი ხელმძღვანელის თანამდებობის შემოღებას ვთავაზობთ.
ამ დროებით ადმინისტრაციას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში, საქართველოს შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, ფინასთა, განათლებისა და მეცნიერების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურის, იუსტიციის, სოფლის მურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროებში მოადგილეების დანიშვნას ვთავაზობთ.
მოადგილეების, რომლებსაც სამინისტროების მანდატის ფარგლებში, ამ ერთეულის ტერიტორიაზე შესაბამისი პრობლემის მოგვარებისთვის საგანგებო მანდატი ექნებათ.
მზად ვართ, ავტონომიურ ერთეულში, რომელშიც ეთნიკური ოსების წარმომადგენლები იქნებიან, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კიდევ უფრო მაღალი წარმომადგენლობა მივცეთ.
ადმინისტრაციული ერთეულის შემქმნელ ძალებს რეგიონის რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარებისთვის საგანგებო ფინანსურ პაკეტს ვთავაზობთ.
მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ყველა ეს ნაბიჯი მიმართლულია ეთნიკური ოსების, ეთნიკური ქართველების და რეგიონში მცხოვრები ყველა ადამიანის კეთიღლდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, ასევე ყველა ეთნიკურ ჯგუფს შორის მშვიდობის დასამყარებლად.
მიმართულია იმისკენ, რომ არასოდეს არ განახლდეს რაიმე სახის კონფლიქტი, არასდროს აღარ დადგეს ეჭვქვეშ ჩვენი ერთიანი ქვეყნის საზღვრები და ჩვენი ქვეყნის მომავალი.
ამ მიმართულებით ენერგიული ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ.
ამავე დროს, ყველას უნდა ესმოდეს, რომ საზოგადოება, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ამ მრავალწლიანი, უმიზნო მოლაპარაკებებისაგან დაიღალა.
შეიქმნა სიტუცაცია, სადაც, პრაქტიკულად ადგილობრივი საზოგადოების უმეტესი ნაწილი არ არის წარმოდგენილი. წარმოდგენილი არიან სამხედრო სტრუქტურები, სხვა სახელმწიფოები, თუმცა ადგილობრივი საზოგადოება რაელურად კი, უგულვებელყოფილია.
ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის ფუნქცია არის ის, რომ მაქსიმალურად წარმოდგენილი იყოს ადგილობრივი მრავალეთნიკური საზოგადოება, ხალხი, რომელსაც ერთმანეთთან მშვიდობა სურთ.
ხალხი, რომელსაც სურს თავის შვილები ნორმალურ სიტუაციაში გაზარდოს.
ადმინისტრაციული ურთიერთობის შექმნის ფუნციაა წარმოვადგინოთ ეთნიკური ოსების, ქართველების და სხვა ეროვნების წარმომადგენლები, რომლებიც რეალურად ერთ საზოგადოებას და მათ თანამეგობრობას ქმნიან.
ეთნიკური ნიშნით დაძაბულობა და გაყოფა, რეალურად არ ხდება, ეს თავს მოხვეული ცნებაა.
ჩვენი ამოცანაა ეს ხალხი ყველა მოლაპარაკების ფორმატში სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი, ვინაიდან დღევანდელი ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა.
მზად ვართ, რომ არაფორმალურად და ფორმალურად მოლაპარაკებები გავაგრძელოთ.
ვაპირებთ, რომ მოლაპარაკება უკლებლივ ყველასთან გავმართოთ, მათ შორის, უცხოეთის და რუსეთის წარმომადგენლებთან.
იმას, რასაც ჩვენ ვქმნით, საშუალებას გვაძლევს დავუბრუნოთ ხმა ადგილობრივ საზოგადოებას, რომელსაც მშვიდობა და ჩიხიდან გამოსავლის პოვნა სურს.
ჩვენ იქ სტატუს-კვოს ვეღარ შევინარჩუნებთ.
ჩვენ გვინდა კონსტრუქციული, მშვიდობიანი გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელშიც ამ უშინაარსო, მრავალწლიანმა და ხელოვნურად გაჭიანურებულმა პროცესმა შეგვიყვანა.
ამ საკითხს ყველა ადამიანის და ეთნიკური ჯგუფის ინტერესიის გათვალისწინებით გადავწყვეტთ.
საზოგადოების მოთმინება უსასრულო არ არის.
ჩვენ, როგორც ხელესუფლება მზად ვართ ვიყოთ მომთხოვნნი, მოქნილნი და ნებისმიერ ეტაპზე ჩავრთოთ ახალი ძალები, რათა მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის საშუალება მივცეთ.
ამავე დროს, განწყობილი ვართ, რომ ვიმოქმედოთ სწრაფად, კონსტრუქციულად და შესაბამისად, შედეგიც მივიღოთ.
ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურ ძალას ამის პოლიტიკური ნება აქვს, რაც პარლამენტში ამ დოკუმენტის განხილვისას დადასტურდა.
მშვიდობისა და მეგობრობის ხელს ვუწვდით ყველა თანამემამულეს მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად; ვუწვდით მათ, ვინც ჩვენს სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში სხვადასხვა მიზეზის გამო არ იყო ინტეგრირებული.
ჩვენ მშვიდობიანად ვართ განწყობილი.
გვსურს, მრავალეროვან, საერთო ისტორიულ ქვეყანაში, სადაც ჩვენი თანამემამულეები - ეთნიკური ოსები მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, დაიბრუნონ თავისი ფუნქცია და მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოს მართვასა და მის ყოველდღიურ საქმიანობაში.
ასევე გვინდა, რომ ჰქონდეთ სრული თვითმმართველობა იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ, ანუ იმ ავტონომიის პირობებში, რომელსაც ერთად შევქმნით.
ჩვენი შეთავაზება ვადაში შეზღუდული არ არის.
პირველი მაისიდან პარლამენტში შესაბამისი დოკუმენტის შეტანას ვაპირებთ და მზად ვართ, დროებითი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას შევუდგეთ.
პირველი მაისიდან საქართველოს ხელისუფლება მოქმედებას აპირებს -
საუბრებიდან გადავალთ კონკრეტულ მოქმედებებზე, სამართლებრივი აქტების გამოცემაზე, კონკრეტულად ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე და იმ პირობების მომზადებაზე, რომელიც თითოეული ადამიანის კეთილდღეობამდე, ასევე ავტონომიის და თვითმმართველობის საკითხის სამართლიან გადაწყვეტამდე მიგვიყვანს.
ვფიქრობ, ეს არის ისტორიული შანსი მშვიდობისათვის, შანსი თოთოეული ადამიანისათვის, მათი წარმომვალობის მიუხედავად, აქ, კონკრეტულ რეგიონში და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური