Google+

გამოსვლები და განცხადებები

26.06.2007
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ენერგოკონფერენციაზე ”ენერგეტიკული უსაფრთხოება, ახალი საზღვრები”

ჩვენს ქვეყნებს ნამდვილად სჭირდება ენერგოდივერსიფიკაცია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ ჩვენი რეგიონის დიდ მნიშვნელობას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.

ენერგომატარებლები ყველასათვის ხალმისაწვდომი უნდა გახდეს.

ამისათვის ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ არა მარტო სახელმწიფოებმა, არამედ კომპანიებმაც, რათა შუააზიიდან ევროპისაკენ ენერგოდერეფანი გაიხსნას.

ძალიან ხშირად სახელმწიფოს მეთაურები აღნიშნავენ, რომ რეგიონის თავისებურებების აღქმა საკმაოდ რთული პრობლემაა.

დარწმუნებული ვარ, ეს ხედვა უნდა შეიცვალოს, რისთვისაც ევროპის კომისიამ განსაკუთრებით დახვეწილი პოლიტიკა შექმნა.

ჩვენ ვაფასებთ პოლონეთის პოზიციას და უდავოა, რომ მას შეუერთდებიან ევროპის ისეთი დიდი ქვეყნები როგორიცაა გერმანია და გაერთიანებული სამეფო.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გრძელვადიანი პერსპექტივის დასასახად მთავრობებმა და კომპანიებმა ერთობლივად იმუშაონ.

ჩვენ კონკრეტული წინადადებებით უნდა წარვსდგეთ ჩვენი მოსახლეობის წინაშე.

ჩვენ კონკრეტული პიროვნებები უნდა მოვიწვიოთ და კონრეტული ინიციატივა უნდა გამოვიჩინოთ, რადგან ცენრალურ აზიაში არავითარი სერიოზული პრობლემა არ არსებობს, ის სტაბილური რეგიონია, რომელსაც რესურსებიც აქვს და თანამშრომლობის სურვილიც.

ჩვენ არფერში არ ვართ შეზღუდული.

სწორედ ამიტომ საკუთარი მიდგომები უნდა შევცვალოთ.

ჩვენ ეს შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ კიდეც.

მაგალითად, პოლონეთის ინიციატივა, რომლის შესახებ კრაკოვის სამიტზე ვისაუბრეთ, შუააზიიდან ევროპისაკენ მიმავალ დერეფანს შეეხება.

სწორედ მსგავსი პროექტების მეშვეობით იძენს ჩვენი რეგიონი დიდ მნიშვნელობას.

ჩვენ არ გვჭირდება გრძელვადიანი სტრატეგიების დაგეგმვა, ჩვენ უნდა დავსახოთ და შევასრულოთ კონკრეტული გეგმები.

ინიციატივებმა უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს, რათა შუა და ცენტრალური აზია დაკავშირებული იყოს ევროპასთან.

ტრანსკავკასიური ნავთობსადენის შესახებ რიტორიკულ გამოსვლებს ვისმენდით როგორც აშხაბადში, ისე კრაკოვში.

წავიკითხე რამდენიმე სტატია იმის თაობაზე, რომ ალტერნატიული ვარიანტების გამო, ტრანსკასპიურ მაგისტრალს არარეალურად მიიჩნევდნენ და აფასებდნენ, როგორც წარმოუდგენელ პროექტს.

თუმცა გარწმუნებთ, ეს რეალური და განხორციელებადია.

ყველასთვის ძლიან კარგი იქნება თუ კონკურენცია იარსებებს.

წელს რომ საკმაოდ თბილი ზამთარი არ ყოფილიყო, რუსეთიდან ევროპის მიმართულებით გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეიძლებოდა სერიოზული პრობლემები შეგვქმნოდა.

ყველა ქვეყანას სჭირდება, რომ არსებობდეს ჯანსაღი კონკურენცია და ჩაიდოს ინვესტიციები, მათ შორის რუსეთსაც.

ამისთვის საჭიროა, რომ მონაწილეობა მივიღოთ ისეთი პროექტების განხორციელების საქმეში, რომლებიც ენერგოსექტორში სხვადასხვა არხების გახსნას უკავშირდება.

საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია და მზად ვართ, კასპიის ნავთობმარაგის ტრანსპორტირების ენერგეტიკულმა დერეფანმა ჩვენს ქვეყანაზე გაიაროს.

წელს არაბეთის გაერთიანებული ემირატების ხელმძღვანელ პირებს შევხვდით.

სინგაპური, ესტონეთი და ბევრი სხვა ქვეყანა ენერგომატარებლებს სწორედ საქართველოს გავლით მიიღებს.

საქართველო ცდილობს საკუთარი ეკონომიკა გააძლიეროს.

ჩვენ უკვე გავხდით მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, შეგვიძლია ჩვენი მეგობრებისა და ინვესტორებისთვის შევქმნათ ხელსაყრელი გარემო და ჩვენს რეგიონში არსებული რესურსები ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა აღორძინების გზაზე დგას.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას უფრო მოქნილი მთავრობა ჰყავს და რეალურად შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ყველა საერთაშორისო პროცესში.

ჩვენ ასევე კარგად ვიცით, როგორი უნდა იყოს თანამშრომლობის ნიმუში რეგიონის ქვეყნებს შორის და ეს ყველას დავანახეთ.

ამის მაგალითად შემიძლია ორი წლის წინანდელი ფაქტი მოვიყვანო.

მაშინ, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში აფეთქდა გაზსადენი, რომლიდანაც ჩვენი ქვეყანა ბუნებრივი გაზით მარაგდებოდა, საქართველო ყველაზე ცივ ზამთარში დარჩა ბუნებრივი გაზის გარეშე.

საქართველოს მოსახლეობას დაეხმარა აზერბაიჯანი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჰქონდა გარკვეული პრობლემები.

აზერბაიჯანმა გაზის მიწოდება საკუთარ მოსახლეობას შეუზღუდა და დახმარების ხელი მეზობელ ქვეყანას სწორედ ამ ფასად გაუწოდა.

ეს არ იყო მხოლოდ მეგობრულ და ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება.

ეს იყო სტრატეგიული ნაბიჯი იმისთვის, რომ გვეთქვა - საქართველოს ვერავინ ვერ გადაუჭრის სტრატეგიული თანამშრომლობის ხაზებსა და არხებს.

წელს აზერბაიჯანზე კვლავ ხორციელდებოდა ზემოქმედება, რათა საქართველო ბუნებრივი გაზით არ უზრუნველეყო, მაგრამ ჩვენმა მეგობარმა საკუთარ საექსპორტო შესაძლებლობას კვლავაც მოუყარა თავი და საქართველო ბუნებრივი აირით მოამარაგა.

წელს ერთ-ერთი საუკეთესო ზამთარი გვქონდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს აზერბაიჯანის სტრატეგიული არჩევანი იყო.

მიმაჩნია, რომ ეს რეგიონალური თანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითია.

იგივე გააკეთა უკრაინამ მოლდოვასთან მიმართებაში.

როდესაც მოლდოვა ბუნებრივი გაზის ხაზიდან გამორთეს, უკრაინამ საკუთარი რესურსები მოლდოვას გაუყო.

უნდა გვესმოდეს, რომ ყველა დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან.

ჩვენ ერთმანეთის სტაბილურობაზეც უნდა ვიზრუნოთ, რადგან რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილურობა და მშვიდ გარემოში თანამშრომლობაა.

სწორედ ეს განაპირობებს თითოეული ქვეყნის წინსვლასა და წარმატებას.

დღეს ჩვენი აქ ყოფნა და ამ კონფერენციაში მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია.

უკრაინასა და საქართველოს ჰქონდა ბუნებრივი გაზის მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, საქართველოზე პოლიტიკური და ეკონომიკური ემბარგო განხორციელდა, მძვინვარებს სავაჭრო ომი და ყველა ამ წინააღმდეგობისა და შექმნილი ფონის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დიდი ეკონომიკური ზრდის რეგიონია.

ამ რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით, ოპტიმიზმის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.

ეს არის რეგიონი, რომელიც ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს ენერგოუსაფრთხოებას ჰპირდება.

ევროპისათვის ეს მდგომარეობა ძალზე ხელსაყრელია.

ჩვენი თანამშრომლობა თურქეთთან გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

ჩვენ არ ვეძებთ მოკლევადიან სარგებელს, ჩვენ მხოლოდ ხანგრძლივი თანამშრომლობის მომხრე ვართ და გრძელვადიანი პროექტები უნდა განვახორციელოთ.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ ენერგომატარებლების მონოპოლიზაცია, რადგან თუ ჩვენი რეგიონის ქვეყნების დაცვას შევძლებთ, შევძლებთ იმასაც, რომ ენერგეტიკული მატარებლებლების მონოპოლიზაცია არ მოხდეს; და პირიქით, შევძლებთ დავიცვათ ჩვენი ენერგოუსაფრთხოება.

ყველასთვის ხელსაყრელი იქნება თუ უზრუნველვყოფთ უსაფრთხოების საკითხს და ეს თანამშრომლობა ყველა ქვეყნის თანაბარი და სამართლიანი წარმომადგენლობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.

ჩვენს რეგიონში უსაფრთხო გარემოს შექმნა, ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტის მიცემის ტოლფასია.

აღსანიშნავია ისეთი პარტნიორები, როგორებიცაა ყაზახეთი და თურქმენეთი.

ამ ქვეყნების პრეზიდენტებთან მოლაპარაკებები გვქონდა და ვხედავთ, თუ რამდენად კარგად აცნობიერებენ ისინი ენერგოდივერსიფიკაციის მნიშვნელობას.

ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა და თანამშრომლობა ევროპელებთან და ამ ქვეყნებთან ნაყოფიერად ვმუშაობთ.

წინა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ ამ ნავთობსადენს აბსოლუტურად არარეალურს უწოდებდნენ.

რაც შეეხება დივერსიფიკაციასა და ჩვენს განვითარებას, აქ არარეალური არაფერია.

პირიქით, ამ პროექტის განხორციელება ძალზე მნიშვნელოვანი, რეალური და გარდაუვალია.

ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს სწრაფად ვიმოძრაოთ წინ, განვვითარდეთ და თანაც ეკონომიკის თვალსაზრისით რაც შეიძლება მეტი სარგებელი მივიღოთ.

იმას გარდა, რომ დაცული იქნება ქვეყნების ენერგოუსაფრთხოება, საბოლოოდ, ყოველივე ეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ წარმატებას მოგვიტანს.

არ შეიძლება არ შევეხოთ იმ პოლიტიკურ პრობლემებს, რომლებიც რეგიონის წინაშე დგას.

ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ რეგიონში პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად ვიმუშაოთ.

არის გაყინული კონფლიქტები და არასტაბილურობის კერები, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ დავანახეთ მსოფლიოს, რომ მათი მოგვარება მშვიდობიანი გზით გვსურს.

ეს კონფლიქტები არ უნდა აფერხებდეს ჩვენი ქვეყნების განვითარებას და არ უნდა სწევდეს ჩვენს ეკონომიკურ მაჩვენებლებს.

წელს საქართველო პირდაპირი ინვესტიციებით ორ მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს, ხოლო მომავალ წელს ეს თანხა, სავარაუდოდ, გაიზრდება.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.

ჩვენ დაინტერესებული ვართ სტაბილურობისა და უსაფრთხო გარემოს შექმნით.

დაბოლოს, მინდა საკუთარი აზრი გამოვხატო - მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ყველა ქვეყანას სარგებელი ჰქონდეს და არ იყოს მონოპოლიები.

ჩვენ ველოდებით, რომ ყველა დაინტერესებულ მხარესთან უფრო ნაყოფიერად და ეფექტიანად ვითანამშრომლოთ.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)