მინდა მივესალმო მის უწმინდესობა, წმინდა სინოდის წევრებს, საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს, საქართველოს მთავრობას და, რაც მთავარია, მინდა მივესალმო ქართველ ხალხს.
მინდა მივესალმო იმ ხალხს, რომელმაც ამ დარბაზში შემოგვიყვანა.
მივესალმები იმ ხალხს, რომლებიც მუდმივად გვადევნებენ თვალს, რათა ჩვენი მიცემული ყველა დაპირება შევასრულოთ.
მინდა მივესალმო საქართველოს მრავალეთნიკურ მოსახლეობას.
ეს მრავალფეროვნება ჩვენი სისუსტე კი არა, ჩვენი სიძლიერეა.
ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ ის არის ერთიანი ქართველი ერის, ერთიანი ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელი და ბატონ-პატრონი. მათ დიდი წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოს გამარჯვებაში. საქართველოს მომავალი მათ ეკუთვნით.
წინა მოწვევის პარლამენტმა დიდი მუშაობა გაწია.
მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ორი მოწვევის პარლამერნტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს მის მიერ გაწეული ძალიან სასარგებლო საქმიანობისათვის.
მადლობა მინდა ვუთხრა პარლაემნტის ყველა წევრს და, მათ შორის, მათ, ვინც პარლამენტში არ არის არჩეული, მაგრამ დიდი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფო გამარჯვებასა და გაძლიერებაში.
ჩვენმა ხალხმა ძალიან დიდი ფუნქცია დაგვაკისრა.
მიხარია, რომ ამ პარლამენტში წარმოდგენილია ყველა თაობის ადამიანი -
ძალიან ახალგაზრდა და ასევე უფროსი თაობის გამოცდილი ადამიანები.
მიხარია, რომ ამ პარლამენტში წარმოდგენლია ყველა რეგიონის წარმომადგენლები სათანადო დონით.
აქ ყველა რეგიონია წარმოდგენლი იმ რეგიონის გარდა, სადაც ჯერ მშვიდობა არ დაბრუნებულა.
საპარლამენტო არჩევნები იქ არ ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით ზემო აფხზაზეთს.
მე ვლაპარაკობ აფხაზეთის ტკივილზე.
ჩვენი პარლამენტის ვადა ეს უნდა იყო საქართველოში სიღარიბის დაძლევის, დასაქმების და იმ დიდი პრობლემების აღმოფხვრის ვადა, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით შეგვხვდა.
ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.
ეს არის ჩვენი სულიერების გაძლიერების ვადა, ეს არის ჩვენი სახელმწიფო შემდგომი განვითარების ვადა, ეს არის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კავშირის შემდგომი გამტკიცების ვადა, ისევე როგორც ყველა აღმსარებლობის უფლების დაცვის ვადა.
საქართველოს დღეს შეჰყურებს მთელი მსოფლიო.
ქართველმა ხალხმა გასული წლის შემროდგომაზე გადალახა ურთულესი პოლიტიკური კრიზისი - გადალახა იმის ხარჯზე, რომ მოახდინა დემოკრატიული კონსოლიდაცია.
დემოკრატუილი ინსტიტუტების დახმარებით მგამოვედით პოლიტიკური კრიზისიდან.
მშვიდობიანი დემოკრატიული მეთოდებით პრობლემების გადაწყვეტა, ბევრ ერს არ ხელეწიფება.
მინდა მივმართო ჩვენს ხალხს.
ჩვენი თქვენს იმედს გავამართლებთ.
მინდა მივმართო საქართველოში ყველა ადამიანს, ვინც ჩვენ, თქვენ და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას მისცა ხმა.
როგორი პირადი წნყენა და არასასურველი სიტყვბიც არ უნდა გვეძახონ, უნდა გვახსოვდეს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
მთავრის ფასეულობა არის საქართველოს ერთიანობა.
ჩვენი არ გვყავს დასაკარგი მამულიშვილები, იმის მიუხედავად რომელი პროლიტიკური მიმართულებისაც არ უნდა იყვნენ ისინი.
ჩვენ არ გვაქვს უფლება საქართველო აგრესიულებად და ნაკლებად აგრესიულებად დავყოთ.
ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ჩვენს თანამემამულეს გავუწოდოთ ხელი; ჩვენი ვალდებულებაა და ყველა უნდა გრძნობდეს, რომ ის წარმოდგენილია ქვეყნის მმართველობაში; ყველაზე პატარა ჯგუფიც კი გრძნობდეს, რომ მას აქვს უფლება საკუთარი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში.
თქვენი პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება ისტორიული ამოცანები.
მომდევნო წლები არის საქართველოს ისტორიული ამოცანების გადაწყვეტის წლები. მინდა გითხრათ, რომ შარშან მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.
ამოსავალი იყო ის, რომ შარშან არ შეგვეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, ამოვდიოდი არა იქედან, რომ ერთი წლით გამეზარდა საპრეზიდენტო ორი ვადა. ამოვდიოდი იქედან, რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის კონსოლიდაცია. ამოვდიოდი იქედან, რომ საქართველოსთვის შემდეგი წლები გადამწყვეტია.
ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგია რეფორმებისათვის, რადგან დაწყებული რეფორმების შუა გზაზე მიტოვება არ შეიძლება.
საქართველოს მომავალი დამოკიდებულია შემდგომ რეფორმებზე.
სწორედ ამიტომ მოგვცა ხალხმა ასეთი უნიკლური მანდატი ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.
ხალხმა ირწმუნა და დაგვაკისრა ეს ვალდებულება.
რა ვალდებულებაც ავიღეთ ხალხის წინაშე, ამას ყველანი ერთად შევასრულებთ.
მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და დიდი წარმატება გისურვოთ საპარლამენტო მუშაობაში.
ახალი მოწვევის პარლამენტის დღევანდელ ხდომას გახსნილად ვაცხადებ.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
ჩვენი მუშაობა იწყება ახლა.
ღმერთმა მროგცეთ ძალა, რომ გავამართლოთ ჩვენი ხალხის იმედები.
ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს, საქართველოს მფარველი!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური