Google+

გამოსვლები და განცხადებები

28.12.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მინისტრებთან ერთად წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოები შეაჯამა

მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის თანდასწრებით მინისტრთა კაბინეტი და გუბერნატორები მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე ქართულ ეკონომიკაში მოსალოდნელი პრობლემების პრევენციული ზომების მიღებაზე მსჯელობდნენ.

"ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ მსოფლიო კრიზისზე, სადაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სახელფასო დავალიანებები 15-30%-ს აღწევს.

ამას წინათ, პარლამენტარებთან მქონდა შეხვედრა, სადაც მათ ვუთხარით, რომ არ ავიღოთ ისეთი ვალდებულებები, რომელიც არ შესრულდება.

მასწავლებლებზე ვალდებულებები ავიღეთ და ამას შევასრულებთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს,რომ მსოფლიო კრიზისის ფონზე ზედმეტი ვალდებულებების აღება ფუფუნებაა.

სამინისტროებმა ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შეზღუდონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. მნიშვნელოვანია ხალხის დასაქმება.

როგორც გილაურმა თქვა, სადღაც სამუშაო ადგილები დაიკარგება, სადღაც კი უნდა შევქმნათ.

ქალაქ გორში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო პრობლემა არსებობდა, თუმცა, წყლის პრობლემასთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელიც ამ საკითხების მოგავრებას უზრუნველყოფს. პრემიერ- მინისტრს ვავალებ

ყველა საკითხის დაგეგმვას, შემდეგ კი მკაცრ გაკონტროლებას.

დავით ტყეშელაშვილი: "ჩვენ მუნიციპალური განვითრების ხაზით ვაპირებთ 150 მილიონი ლარის დახარჯვას, 60-70% ამ თანხიდან მოხმარდება სწორედ წყალმომარაგებას.

ეს პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაზეც თქვენ საუბრობდით, კერძოდ, რეგიონებში კონკრეტული ადამიანების დასაქმებას ამ სამუშაოებში ".

სააკაშვილი: "კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ სამთავრობო ცვლილებების შემდეგ მოხდა ახალი ენერგიის ჩაბერვა მთავრობაში, ახალი მინისტრების მიერ ახალი იდეების მოტანა. ვიცი,რომ თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ.

მგალობლიშვილი სამსახურში დილის 8 საათზე მოდის. აქამდე მეგონა, რომ ყველაზე დიდი სამუშაო საათები მე მქონდა, მე მესმის გეგასი და მესმის თითოეული ჩვენგანის.

საქმე არის ათჯერ უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ ვართ.

მსოფლიოში არის ნამდვილი ეკონომიკური კრიზისი. არ არის არცერთი დიდი ფინანსური კორპორაცია და დიდი ბანკები, რომელიც არ განიცდიდეს ამ რყევებს.

მაგალითად, "სითი ბანკი" ყველა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში არის კატასტროფული კრიზისული მოვლენები, კრიზისი ჯერ საქართველოში არ გვაქვს.

რუსეთში სახელფასო დავალებები გადასცდა 10%-ს,არაოფიციალურად უკვე აღემატება 20%-ს, სოციალურ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, პენსიებს ვერ გასცემენ რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში,

ამ ქვეყნებში საბანკო სისტემა ჩამოიშალა, ამ პირობებში საქართველოში ჩვენ გვაქვს ეკონომიკური შენელება, მაგრამ ჯერ მსოფლიო კრიზისი არ შემოსულა.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არც შემოვიდეს იმ მასშტაბით, როგორიც არის უკრაინაში, რუსეთში,თურქეთში,უნგრეთში და სხვა მსგავს ქვეყნებში.

ჩვენი ეკონომიკა განიცდის რეცესიას, თითქმის ყველა დიდი კომპანია განიცდის კრიზისს, რადგან მსოფლიო ბაზარზე დაეცა ფასები, ეს კი რა თქმა უნდა არის პრობლემა.

ტყიბულში განსხვავებული მდგომარეობაა, მომავალ წელს აპირებენ წარმოების გაზრდას, რადგან სწორად დაიგეგმა მიღება კასპის ცემენტისა და სხვა ცემენტის წარმოების ქარხნების,

შეიქმნა მთელი კომპლექსი, ვალეში ამუშავდება მაღაროები, ქუთაისში დაიწყება ვაგონების გამოშვება, 500 ადმაიანი დასაქმდება, მსოფლიო კრიზისის ფონზე იგეგმება სამუშაო ადგილების შექმნა.

ეს არის ჯერ კიდევ გამონაკლისი, რეალობა არის ის, რომ უმეტეს საწარმოებში გვაქვს კრიზისი, ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები და უნდა შევძლოთ უარესის თავიდან აცილება.

მსოფლიო კონიუნქტურის გაუარესებას აქვს ჩვენთვის დადებითი მომენტები, საწვავის ფასი გაიაფდა, ეს ნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები იაფდება,

ჩვენ შეგვიძლია გავაორმაგოთ სოფლის მეურნეობის წარმოება, იმედია, ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამერიკასთან და ასეთი ხელშეკრულება ნამდვილად გვექნება ევროკავშირთან,

შევძლებთ ჩვენი პატარა ბაზრისთვის ნიშის დაკავებას იმ პირობებში, როდესაც მასალები არის უფრო იაფი. უამრავი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, 4 მილიარდნახევარი დოლარი მოდის.

სამშენებლო მასალები კატასტროფულად გაიაფდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია ავაშენოთ. პატარა ეკონომიკამ სწორი დაგეგმვის პირობებში უფრო ადვილად შეიძლება გაუძლოს კრიზისულ მოვლენებს.

საქართველოში არის ერთ-ერთი არაკორუმპირებული ეკონომიკა ევროპაში, რუსეთში 70% ამბობს, რომ არაოფიციალურ გადასახადებს იხდის, საქართველოში ამას ამბობს 3%.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს 3% აღარ ამბობდეს.

ჩვენთვის დამატებითი რესურსი არის არაკორუმპირებული ეკონომიკა,აგრეთვე,მთავრობის მწყობრი,ზუსტი მოქმედება.

კრიზისის ფონზე საბანკო სექტორი არ ჩამოიშალა, ჩვენს საბანკო სექტორში ბოლო დღეებში და კვირეებში არის შემოდინება თანხების იმ ქვეყნებიდან, რომელთაც აქვს საბანკო კრიზისი.

ეს არის ჩვენი უპირატესობა. გაზაფხულზე დარწმუნებული ვარ ბანკებში არსებული სიძნელეები ბოლომდე გადაილახება, დაიწყებენ კრედიტების გაცემას.

ჩვენ მოვუსმინეთ დღეს ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე მთავრობის მოხსენებას, ეს არის 2 მილიარდზე მეტის შეტანა ქართულ ეკონომიკაში. ჩვენი ეკონომიის პირობებში ეს აერის ძალიან მასშტაბურად გაწვდილი ხელი იმისათვის, რომ საქართველოში თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი და ეკონომიკური სიძნელეები არ გადაიზარდოს ეკონომიკურ კრიზისში, რეცესია გადაიზარდოს ეკონომიკურ ზრდაში.

სანამ მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი გრძელდება, საქართველოს მთავრობის საზრუნავი არის ეკონომიკის შენარჩუნება და მისი გადარჩენა.

ეს შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის ძალიან მყარი კოორდინაციის პირობებში, პოლიტიკური სტაბილურობის ურყევი შენარჩუნების პირობებში.

მე, როგორც პრეზიდენტი და თვითონ მთავრობა ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ხალხისა და ჩვენი საქართველოს დაცვაზე, პასუხისმგებელი იმაზე, რომ შევძლოთ ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა და შენარჩუნება,

ჩვენ შევინარჩუნებთ სოციალურ და საბანკო სისტემას, არ მივცემთ საშუალებას ჩამოიშალოს ბიუჯეტი, შევინარჩუნებთ და გავზრდით ჩვენს ბიუჯეტს.

ყველაფერი უდა გავაკეთოთ, რომ გადასახადების შემცირების პირობებშიც კი, შევინარჩუნოთ საბიუჯეტო შემოსავლები, შევინარჩუნოთ ხელფასებისა და პენსიების დროული და ორგანიზებული გაცემა.

ეს ყველაფერი იქნება იმის საფუძველი, რომ საქართველოს ეკონომიკა შენარჩუნდება.

მინდა გვესმოდეს, ამ პირობებში, როცა ჩვენ წინააღმდეგ განხორციელდა აგრესია, იმ პირობებში, როცა ამ აგრესორს ახლა აქვს მძიმე პირობები,

თუ ჩვენ ყველაფერ ამას გავაკეთებთ, რაც აგრესიის შედეგად დავზარალდით, ყველაფერი დატრიალდება უკან.

ჩვენი ქვეყნის გაძლიერება გადის ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე,

ამიტომ მთელი მთავრობისა და საკუთარი თავის სახელით მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქრთველო მიუხედავად სიძნელეებისა და მიუხედავად გართულებებისა გადალახავს ამ რთულ პერიოდს.

ჩვენ დავუბრუნდებით ეკონომიკური ზრდის ძველ მაჩვენებლებს, ძველ ნიშნულებს, საქართველოში დავაბრუნებთ ფართომასშტაბიან ეკონომიკურ აქტიურობას და საქართველოს სწრაფ სვლას უკეთესი მომავლისკენ.

დღეს კარგია, რომ ინფლაცია არის 6%, ხელფასების გაცემას არამხოლოდ ვინარჩუნებთ, არამედ ვზრდით, ოღონდ მასწავლებლების ხელფასებს, პენისებზე გვაქვს წინსვლა.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ ხალხს თითქმის დავაბინავებდით.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ტყეშელაშვილს,

მერაბიშვილს, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა.

ასეთი ეფექტური და ჩქარი დაბინავებით გაოგნებულია საერთაშორისო თანამეგობრობა.

ერთ-ერთმა უცხოურმა გაზეთმა დაწერა, რომ არსად მსოფლიოში ასე ჩქარა დაბინავება არ მომხდარა, გასახარელი აქ ცოტაა, ამ ხალხის ტკივილი არის თითოეული ჩვენგანის ძალიან მძიმე ტრაგედია.

მტრის ჯინაზე ბევრს უკეთესი სახლიც ავუშენეთ და გორსაც უკეთესად ვაკეთებთ.

როდესაც ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს დავიბრუნებთ, ათასჯერ უკეთესად გავაშენებთ და გავაკეთებთ.

დღეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გარშემო ასეთი საფრთხეებია, ვსაუბრობ ეკონომიკურ კრიზისზე, მინდა, რომ მთავრობასთან არსებული ეკონომიკური კომისია, რომლის წევრები არიან მგალობლიშვილი და გურგენიძე, ძალიან გვეხმარება.

კომისია დაკომპლექტდეს იმ ადამიანებით, ვისაც შეუძლია სწორი რჩევის მოცემა.

მივესალმები, რომ ახალმა მინისტრებმა ძალიან ბევრი საინტერესო კადრი მოიყვანეს.

ჩვენ ახლა საზოგადოება უნდა ჩავრთოთ ქვეყნის მართვის პროცესში მაქსიმალურად ფართოდ. ამიტომ გთხოვთ, რომ ამ კომისიაში დამატებით მოვიწვიოთ ბიზნესმენები, მათ ბევრი საინტერესო იდეა აქვთ.

მოვიწვიოთ ეკონომიკური ექსპერტები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები, ვითანამშრომლოთ თორთლაძის მიერ შექმნილ კომისიასთან, მომთმენნი უნდა გავხდეთ კრიტიკის მიმართ, ძალიან ბევრ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი.

ჩვენ დასაკარგი რჩევა და დასაკარგი ინტელექტუალური რესურსი არ გვაქვს.

ჩვენი ორგანიზებულობით, სტაბილურობით, მოთმენითა და ჩვენი ინტელექტით უნდა ავიცილოთ თავიდან ყველაზე უარესი ეკონომიკაში. მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია გართულდება,

ჩვენ არ დავუშვებთ სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლას, წლის მეორე ნახევარში სიტუაცია დაიწყებს გაუმჯობესებას.

თუ ყველაფერი პროგნოზირებულად წავიდა 2010 წელს ჩვენ დავუბრუნდებით ეკონომიკური ზრდის ძველ მაჩვენებლებს, ჩვენ წინ გვაქვს ძალიან რთული 6 თვე, საკმაოდ რთული შემდგომი 6 თვე,

კარგი მუშაობის პირობებში ძალიან კარგი პერსპექტივები ამ პერიოდში, სირთულე არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიმუშავოთ, ამ სირთულეების პერიოდში ჩვენ უნდა ავაშენოთ საქრთველოში იმაზე მეტი გზა,

ვიდრე ოდესმე აშენებულა.

გავარემონტოთ იმაზე მეტი სკოლა, ვიდრე ოდესმე გაკეთებულა ადრე, იმაზე მეტი ადამიანი დავაზღვიოთ და დავიცვათ ჯანმრთელობითა და სოციალური თვალსაზრისით, ვიდრე ოდესმე დაზღვეულა და დაცულა ადრე, იმაზე მეტი ახალი იდეა გავაჩინოთ და ახალი პროექტები დავაპროექტოთ, ვიდრე ოდესმე დაგვიპროექტებია, ყველა ამ პროექტს უწერია განხორციელება.

თუ ჩვენი მსოფლიო კრიზისისგან დაცვის პროგრამა და სტრატეგია ზედმიწევნით სწორად განხორციელდება.

მინდა მოგიწოდოთ ორგანიზებულობისკენ, ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ყველას ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)