Google+

გამოსვლები და განცხადებები

11.11.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის გაფართოებული სხდომა კახეთში გამართა

მთავრობის გასვლითი სხდომა კახეთში სოფელ ლოპოტაში გაიმართა. სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გაუძღვა.

"მოგესალმებით!

სხდომის ჩატარება ლოპოტას ტბაზე გადავწვიტეთ.

მთავრობის წევრების უმეტესი ნაწილი არა თუ არ არის აქ ნამყოფი, არამედ წარმოდგენაც არ აქვს, რომ საქართველოში ასეთი სილამაზე არსებობს.

აქ არსებული რამოდენიმე ადგილი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად გადაიქცევა. საბჭოთა კავშირმა ტურისტული ადგილები დაადგინა და დანარჩენი სათვალავში გამორჩათ.

კახეთი ევროპაში ერთ-ერთი ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონია. აქ რამდენიმე კლიმატური ზონაა. მას შემდეგ, რაც გომბორის გზა გაკეთდება, თბილისიდან ამ სილამაზემდე 1 საათის სავალი იქნება.

წელს რთველი ყველაზე კარგად ჩატარდა. თუ ჩვენი ტურიზმი სწორად განვითარდა, კახეთში არსებული ღვინო,მთლიანად საქართველოში გაიყიდება.

მომავალი წლიდან რთველი ზეიმი უნდა იყოს. ჩვენ დიდი კულტურული ღონისძიებები უნდა მოავწყოთ.

ამასწინათ ელისო ვირსალაძეს შევხვდი.

მას უნდა, რომ თელავის ფესტივალი ააღორძინოს. კულტურის სამინისტრო უნდა მოემზადოს, რომ თეატრი გავაკეთოთ. ასევე თეატრის მუსიკალურ სკოლას ხელი მაქსიამლურად უნდა შევუწყოთ.

ჩვენ ძალიან საინტერესო იდეები და სამუშაო გეგმა გვაქვს. სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და კულტურის სამინისტროებმა ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ მომავალი წლის შემოდგომაზე ბევრი ტურისტი მივიღოთ.

ჩვენ ეკონომიკური კრიზისის ყველაზე მწვავე პერიოდი გადავლახეთ. ეკონომიკა დასტაბილურდა და მთელ რიგ სექტორებში აქტიურობა იგრძნობა. იგრძნობა ინვესტორების ნდობის დაბრუნება.

როდესაც ომმა და კრიზისმა დაგვარტყა, თვეები გადიოდა,რომ არაფერი არ გვქონდა გასახსნელი. დაბრუნდა ის დრო, როდესაც ძალიან ბევრი რამე იხსნება.

ბოლო ერთ თვეში საქართველოში ახალი ავტომობილების გაყიდვა მკვეთრად გაიზარდა. ეროვნული ბანკის რეზერვები დღეს ორჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.

ახლა მთავარია, რომ კერძო სექტორი საღათას ძილიდან გამოვიდეს და ინვესტირება დაიწყოს. კრიზისი საქართველოს მთავრობის ენერგიული მოქმედებით არის გადალახული.

ჩვენ მოვახდინეთ თავისუფლების აქტის ინიცირება.

დღეს რამოდენიმე ინიციატივას გთავაზობთ, რომელიც კერძო სექტორის სტიმულირებას ხელს შეუწყობს.

ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ფულადი ნაკადების შექმნა. პრემიერთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ დამატებით 35 მილიონი ამ ავზში ჩავასხათ, რომელიც ეკონომიკას ამოძრავებს.

წელს შეიძლება 160 მილიონს გადააჭარბოს დეღეგეს დაბრუნებამ. საგადასახადო სამსახური ზოგადად გააქტიურდა. ამის შედეგია,რომ საქართველოს ბიუჯეტი არ ჩამოიშალა.

საგადასახადო კოდექსი კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს, რათა არ მოხდეს კოდექსის ბოროტად გამოყენება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან.

ჩვენს ქვეყანაში გადასახადები ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. საგადასახადოს წარმომადგენელი ბევრად უფრო კვალიფიციური უნდა იყოს.

ყველა მისი პოზიცია უფრო კარგად უნდა იყოს დასაბუთებული. ბიზნესის ნდობის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ფაქიზად მოვეპყროთ ბიზნესის დალუქვას.

ფინანსთა მინისტრმა უნდა გადაწყვიტოს, სწორია თუ არა ამა თუ იმ ბიზნესის დალუქვა. ეს პასუხისმგებლობის ხარისხს მკვეთრად გაზრდის.

ჩვენ ბევრად უფრო აქტიურ მუშაობას მოველით საგადასახადო ორგანოების თანამშრომლების მხრიდან. გავალებთ, რომ ეს ახალი ინიციატივები დღესვე განიხილოთ.

გუშინ ვესაუბრე მსოფლიოში მართლაც ლეგენდარულ მეწარმე ჰიპს. "ჰიპის" ბრენდი საქართველოშიც იწარმოება.

ვისაც დღეს მუშაობა უნდა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის კუთხით, მნიშვნელოვანი პერსპექტივები იკვეთება.

თითქმის 200 ათასი ქართული ცხვარი გასულია სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ამ მთავრობამ ჯერ ხალხი გააქცია, შემდეგ კი ცხვრები მიაყოლა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უკან გაცილებით მეტი ხალხი ბრუნდება.

ჩემმა უცხოელმა მეგობარმა ქართული ხილი გასინჯა და ხილის ხარისხით გაოგნებული იყო. მან მითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა იმ ხალხს ვუთხრა, ვინც კახეთში რთველი წარმატებულად ჩაატარა. ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გუბერნატორის დამსახურება.

მოსახლეობამ მითხრა, რომ გუბერნატორმა ქარხნები ფეხით მოიარა. წელს რამოდენიმე პოლიტიკურმა აქტივისტმა კახელებს ჩამოაკითხეს, ვითომდა პრობლემების მოსაგვარებლად. მათ ძალიან კარგად იციან, რა და როგორ უპასუხა მათ ხალხმა. მინდა კვეზერელმა წარმოადგინოს დასაჯილდოვებელი თანამშრომლების სახელები და გვარები.

კახეთის გუბერნატორს და სოფლის მეურნეობის მინისტრს მინდა გადავცე ღირსების ორდენები.

ვამაყობ იმით, რომ ბაკურ კვეზერელი ყველაზე ახალგაზრდა მინისტრია.

ღირსების ორდენს გადავცემ ასევე გუბერნატორის მოადგილეს კახიძეს, კიკნაძეს, ახმეტის გემგებელს მაისურაძეს, გურჯაანის გამგებელს ჩირიაშვილის, თელავის გამგებელს დავითაშვილს,

ლაგოდეხის გამგებელს გოზალიშვილს, სიღნაღის გამგებელს კოჭლამაზისშვილს, დედოფლის წყაროს გამგებელს ბაღაშვილს და ჩალათაშვილს.

ჩვენ ბევრად მეტი დიალოგი გვმართებს სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან. ქრისტიან-დემოკრატებთან მქონდა შეხვედრა, რომლებიც ძალიან კონკრეტულ საკითხებს აყენებენ ჯანდაცვის სფეროში.

იმის აღიარებაც უნდა შეგვეძლოს, რომ რაღაცეები სწორია და ხალხისთვის რაციონალურია. განათლების სფეროსთან დაკავშირებით კარგი წინანადებები მოვისმინე.

მოსმენა და კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.რეგიონებში ჩვენი გასვლები უნდა გაგრძელდეს. ხალხთან დიალოგი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, კარგი იყო.

ბატონო სანდრო ეს ბატები უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩემი ყურება და მოსმენა? სხდომა დროულად უნდა დავასრულო, თორემ ბატები უფრო მეტ ყურადღებას იქცევენ.

ყველას მადლობა მინდა გითხრათ დიალოგისთვის."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)