Google+

რელიზები

21.03.2008
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში საპარლამენტო არჩვენებზე ისაუბრა და არჩვენების ჩატარების თარიღად 21 მაისი დაასახელა.

"საქართველოს დელეგაციას ძალიან ვრცელი და მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა აშშ-ს პრეზიდენთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიზიტი, რაც კი მე აქამდე ჩამიტარებია. არ მეგულება არც ერთი სხვა ჩვენი ზომის ქვეყანა, რომელსაც ყოველწლიურად ჰქონდეს შეხვედრები აშშ-ს პრეზიდენტთან. მე არ ვიცი არც ერთი სხვა ქვეყანა, რომელიც ასეთ ინტერესს იწვევდეს", - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)