Google+

რელიზები

14.06.2010
საქართველოს პრეზიდენტი სვანეთს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სვანეთს ესტუმრა. მან ძველი საბაგირო გზა მოინახულა, რომლის აღდგენის სამუშაოები უახლოეს მომავალში იგეგმება. მიხეილ სააკაშვილი ტურისტული მარშუტებითა და გზის მდგომარეობით დაინტერესდა, რის შემდეგაც გზების დეპარტამენტის წარმომადგენელს რეგიონში გზების მოწესრიგება დაავალა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სვანეთში გადაადგილების პრობლემა აღარ უნდა არსებობდეს.

მესტიასა და უშგულში სტუმრობისას, მიხეილ სააკაშვილმა სვანეთის განვითარების პერსპექტივაზეც  ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ყველგან, სადაც სამთო-სათხილამურო კურორტია, მოსახლეობა კარგად ცხოვრობს. მიხეილ სააკაშვილი უახლოეს წლებში სვანეთში ტურისტების გახუთმაგებას ელოდება.

"მთელ ევროპაში ახლა თოვლის საკითხი დადგა. გუდაურში გვაქვს პერსპექტივა, რომ ტრასები გავაფართოვოთ. სერიოზული პერსპექტივა გვაქვს ფარავანზე და ჯავახეთში. მთავარია, რომ აქ ხალხი დასაქმდეს და წელში გაიმართოს. მესტიაში გაკეთდება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო კურორტი.  ბეტონის გზები გვაქვს გასაყვანი, უცხოეთში საბაგიროებს ვყიდულობთ და რეკლამას ვაკეთებთ. წელს ტურიზმს ცოტათი დაეტყო გაუმჯობესება. მომავალ წელს 5-6-ჯერ მეტი ტურისტი გვეყოლება. სვანეთში იმდენი უცხოელი უნდა ჩამოვიდეს, რომ ადგილები არ გეყოთ. ახალი გზის გაკეთების შემდეგ მესტიიდან 45 წუთში ამოხვალთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მესტიაში პრეზიდენტმა ეთნოგრაფიის მუზეუმიც დაათვალიერა და მოსამსახრე პერსონალსაც გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილი მათ  პრობლემების მოგვარებას დაპირდა. პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა, ასევე  შეხვდა მიხეილ ხერგიანის დას ნაზო ხერგიანს და მიხეილ ხერგიანის სახელობის მუზეუმის გახსნას დაპირდა.

მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში ყინულის მოედანიც მოინახულა, რის შემდეგაც უშგულში ავიდა და იქ მიმდინარე სარეკლამო კლიპის გადაღებას დაესწრო, რომელშიც საქართველოს ნაციონალური ბალეტი მონაწილეობს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)