Google+

რელიზები

12.09.2010
საქართველოს პრეზიდენტმა კურორტი „საირმე" მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა ბაღდათის რაიონში კურორტი „საირმე" დაათვალიერა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო. პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი მაია სიდამონიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებსა და დამსვენებლებს შეხვდა და პირადად მათგან მოისმინა ინფორმაცია, თუ რა პირობებია საჭირო კურორტის ტურისტული განვითარებისათვის. პრეზიდენტის თქმით, სანატორიუმების რეკონსტრუქცია ეტაპობრივად უნდა მოხდეს.მან ტურიზმის დეპარტამენტის უფროსს კურორტ „საირმის" პოპურალიზაცია დაავალა. ‘ჩვენ გვაქვს ამ მაშტაბის ორი უნიკალური კურორტი: ბორჯომი და საირმე. ორივე კურორტი გამორჩეულია თავისი სამკურნალო მნიშვნელობით. არსებობს კიდევ ბახმარო, ნუნისი, მნიშვნელოვანია ასევე წყალტუბო. ჩვენი შემდეგი სტრატეგია და ამოცანაა მაქსიმალურად მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა. პირველად მივხედეთ ზღვისა და სათხილამურო კურორტებს, ახლა კი, მთლიანად ამ კურორტების კეთილმოწყობაზე ვართ ორიენტირებულნი. ამ კურორტებს ძირითადად ქართველი დამსვენებელი სტუმრობს, პერსპექტივაში კი, ყველაზე მეტი უცხოელის მოზიდვაც შეიძლება."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა კურორტზე მყოფ დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მომავალ წელს, ტურისტებს კურორტი „საირმე" სრულიად შეცვლილი დახვდება. , პრეზიდენტმა დამსვენებლებისგან მათი აზრი და შეფასებები მოისმინა.  დამსვენებელთა შეხედულებით, „საირმე" ბრწყინვალე კურორტია. გზა და აბანოები საუკეთესოდ არის გაკეთებული. რამოდენიმე ათეული ონკანია შესაკეთებელი, რომ წყალზე რიგი არ იყოს. " მეშინია იგივე არ დაგვემართოს, რაც დაემართათ ყაზახებს ლიკანში. მათ დაანგრიეს და მერე აღარაფერი ააშენეს. ნაწილ-ნაწილ უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხის ნაკადი არ შეწყდეს. კურორტის ძირითადი ობიექტები არ უნდა დაიკეტოს. აქ მთავარი პრობლემა სასმელი წყლის ხარისხია, ეს უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ. ხალხში მოვიკითხე და მთავარი პრობლემა არის წყლის ხარისხი. უნდა დაიწყოს სანატორიუმების მასობრივი რესტავრაცია. უნდა მოვნახოთ ადგილი, რომ ბავშვებისთვის გასართობი ცენტრი მოეწყოს. აქ მომავალ წელს 5000 უცხოელი ტურისტი ჩამოვა. იწყება ბუმი ჩვენი სამთო კურორტების. მომავალ წელს ვერ იცნობთ აქაურობას ისე გავაკეთებთ" -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

პრეზიდენტმა აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, დავალებები ადგილზე მისცა რამაზ ნიკოლაიშვილს.მისი თქმით, მაქსიმუმ სამ თვეში შიდა გზები დასრულდება. მომავალი წლისთვის საირმისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია დასრულდება, კურორტზე კი, ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. „დავალებები მივიღეთ პრეზიდენტისგან. ეს შეეხება შიდა გზებს, კომუნიკაციებს, განათებას, წყლის მომარაგებას. მომავალ წელს, ადამიანები უპრობლემოდ შეძლებენ ამ გზაზე ამოსვლას. ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ კი, თავისუფლებად შეიძლება ტურისტების რიცხვის გასამმაგება."-განაცხადა რამაზ ნიკოლეიშვილმა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)