Google+

რელიზები

06.09.2010
მიხეილ სააკაშვილმა ნინო სურგულაძეს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი გადასცა

"რიგოლეტო" მანტოვაში -  ოპერა ცოცხალი მოქმედებით მსოფლიოს 149 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც გადაიცა. მსოფლიო საოპერო ვარსკვლავებთან ერთად რიგოლეტოს სატელევიზიო ისტორიულ პრემიერაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მომღერალმა ნინო სურგულაძემ. "რიგოლეტოს" ამ ვერსიაში, ნინო სურგულაძე პლაჩიდო დომინგოსთან ერთად მღეროდა. ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ, ნინო სურგულაძემ განსაკუთრებული ნიჭიერებისთვის და წარმატებულ პროექტში მონაწილეობისათვის საქართველოს პრეზიდენტისგან ბრწყინვალების ორდენი სწორედ იმ ქალაქში მიიღო, სადაც მაშტაბური სპექტაკლი გაიმართა.  "ნინო, გარდა იმისა, რომ ძალიან ძლიერი მომღერალია,  აღმოჩნდა, რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობიც არის. ფილმ "მეტიჩარაში" რა მანერებიც ქონდა, შემორჩენილი აქვს.  ნინო პატარა ვარსკვლავიდან სუპერ ვარსკვლავამდე გაიზარდა. ამაზე მეტს რას უნდა მიაღწიოს ადამიანმა ამ სფეროში, რასაც მან მიაღწია და რაც დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა. ნინო სურგულაძემ მთელი მსოფლიო შეაზანზარა რამდენიმე საათის განმავლობაში. მინდა საველე ვითარებაში ნინოს, როგორც ქართული ნიჭის ყველაზე მაღალი და ბრწყინვალე სახის გამოვლინებისათვის, გადავცე პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი, ნინო არის საქართველოს სახე და ხმა." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)