Google+

რელიზები

12.02.2011
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავითოღლუ პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. კერძოდ, მათ რეგიონალურ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ პროექტებსა და საზღვრის გადალახვის პროცედურების გამარტივებაზე ისაუბრეს. გადაწყდა, რომ მაისიდან თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა მანქანიდან გადაუსვლელად, მხოლოდ პასპორტის ან პირადობის მოწმობის საფუძველზე გახდება შესაძლებელი.

აჰმად დავითოღლუმ, რომელიც თბილისში ჩამოსვლამდე ბათუმს სტუმრობდა, შავიზღვისპირა ქალაქის განვითარებაზე და იქ განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რამდენიმე წელიწადში ბათუმი ეკონომიკური ცენტრი, თავისუფალი ვაჭრობის ზონა, კულტურული და ტურისტული ადგილი გახდება.

მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პირველ დიპლომატს ერთიანი კავკასიის შექმნის იდეის თაობაზეც ესაუბრა. მისი თქმით, გახსნილი საზღვრები კავკასიელი ხალხისთვის ძალზე მნიშვნელოვანი პერსპექტივაა არა მარტო ეკონომიკური და კულტურული, არამედ  ადამიანური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისითაც.

„ბათუმი ეკონომიკურ ცენტრად იქცა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვისპირეთისთვის. საქართველო კი უნდა გახდეს მთავარი ეკონომიკური დამაკავშირებელი მთელი ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, თურქეთისთვის. თურქეთი არა მარტო ეკონომიკურად მზარდ განვითარებად ქვეყნად იქცა, არამედ ინოვაციების სტანდარტად, სადაც უახლესი ტექნოლოგიები და სიახლეები წარმატებით ინერგება. ის, რომ ჩვენ საზღვრებს ვხსნით, კარგი მაგალითია რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც. ჩემი სურვილია არსებობდეს ერთიანი კავკასია. ეს აზრი ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ მეგობრებსაც გავუზიარეთ. იდეის შესრულებამდე კერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ეს პირველი კარგი წინგადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)