Google+

რელიზები

22.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გახსნა, რომელიც ყოფილი ეროვნული ბანკის განახლებულ შენობაში განთავსდა. მიხეილ სააკაშვილი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, სწორედ, ამ შენობაში შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა დასავლეთ საქართველოს განვითარების გეგმასა და ქუთაისში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს დიდი ტრადიციისა და კულტურის მქონე ქალაქია, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა უნდა დაუბრუნდეს და ქვეყნის მეორე დედაქალაქი გახდეს. გამოსვლისას, პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ქუთაისი არის „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, რადგან ამ ქალაქში ისეთი ისტორიული ძეგლებია დაცული, როგორებიცაა მოწამეთა, ბაგრატი და გელათი.

„ქუთაისის ახალი ისტორია 21-ე საუკუნეში იწყება. სამი ათწლეულის წინანდელი ფუნქციის აღდგენით, ქუთაისი ხდება საქართველოს პოლიტიკური ადმინისტრაციული ცენტრი და მეორე დედაქალაქი... ქალაქს,  რომელიც ყველა ქართველისთვის ერთიან, ძლიერ, დავით აღმაშენებლის საქართველოს განასახიერებს, ისტორიული მნიშვნელობა უბრუნდება“, - განაცხადა მიხიელ სააკაშვილმა.

ქუთაისის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში 200 ათასზე მეტი სამუზეუმო ექსპონატია დაცული, რომლებსაც დიდი ისტორია აქვს. მათ შორისაა არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ქართული ოქრომჭდლობისა და ქართული ხელნაწერი წიგნების ფასდაუდებელი ნიმუშები. ამას გარდა, მუზეუმში ინახება უნიკალური ისტორიული საბუთები.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)