Google+

რელიზები

22.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში კინოთეატრის მშენებარე შენობა მოინახულა

მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში დღეს კინოთეატრი „საქართველოს“ მშენებარე შენობა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა ძალზე  მნიშვნელოვანია. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, იმისთვის, რომ ქუთაისი მეორე დედაქალაქი გახდეს, საჭიროა მისი განვითარება როგორც ეკონომიკური და ტურისტული, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით.

„ქუთაისი იძენს გრანდიოზულობას, რადგანაც ამ ქალაქის „სული“ ჩვენთვის მხოლოდ ისტორიის წიგნებიდან არის ცნობილი. მისი მასშტაბი, პრაქტიკულად, დაკარგული იყო. ურბანული თვალსაზრისით, მას ეკონომიკური ფუნქცია აღარ ჰქონდა და ამხელა მნიშვნელობის ქალაქი ერთ დიდ სოფლად გადაიქცა. ეს სწორი არ იყო. რაც ახლა ხდება, ეს  მხოლოდ დასაწყისია. შენობები კერძო ინვესტიციის მეშვეობით აშენდა, თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო თითოეულ პროექტს აკონტროლებს და მათ თავადაც სთავაზობთ პროექტებს. ჩვენ გვაქვს ქალაქის განვითარების გეგმა და როდესაც ბევრი ასეთი შენობა გვექნება, როდესაც ჩვენი გაკეთებული ქუჩები გაცოცხლდება - გაიხსნება კაფეები, მაღაზიები, პატარა საწარმოები და ჩამოვლენ ტურისტები,  ხალხი დასაქმდება და შემოსავალიც გაიზრდება. სწორედ ესაა, რაც ქალაქს სიცოცხლეს აძლევს და არა ადმინისტრაციული შენობები და თუნდაც ისტორია. ქალაქის განვითარებას ეს შენობები მხოლოდ ხელს უწყობს. თქვენ ხედავთ, რომ მთავრობის სახლის გარდა, ამ კინოთეატრის სახით, კიდევ ერთი არანაკლებ ლამაზი შენობა აშენდა კერძო ინვესტიციით. უკვე დაიწყო სახლების მშენებლობაც. წლების განმავლობაში, თბილისში სახლები მძიმე ეკონომიკურ პირობებშიც შენდებოდა, აქ კი, ესეც არ ხდებოდა. ასე რომ, ყოველივე ეს ქუთაისის სიცოცხლის დაბრუნებას ნიშნავს, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)