Google+

რელიზები

26.05.2012 საქართველოს პარლამენტის ახალ შენობაში საზეიმო სხდომა გაიმართა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დავით ბაქრაძესთან ერთად საზეიმოდ გახსნა.
26.05.2012 თბილისში სამრეწველო აღლუმი გაიმართა სახელწოდებით „დამზადებულია საქართველოში“ მიხეილ სააკაშვილი დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამრეწველო აღლუმს სახელწოდებით „დამზადებულია საქართველოში“ დაესწრო.
26.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ესტუმრა მიხეილ სააკაშვილი მათი ახალი პირობებით დაინტერესდა და თბილისის მერიის წარმომადგენლებს დაზარალებულებზე მუდმივი ზრუნვა დაავალა.
24.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი რეიგანის საპრეზიდენტო ფონდში სიტყვით გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი ლოს ანჯელესში რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდში სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე, რომელიც საქართველო-ამერიკის პარტნიორობის 20 წლისთავსა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა
22.05.2012 ჩიკაგოს სამიტის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა ნატოს სამიტის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ალიანსს ზუსტი პოლიტიკა აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
22.05.2012 მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა ჩიკაგოს ნატოს სამიტის შედეგები შეაჯამეს ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მასმედიის წარმომადგენლებს სამიტის შედეგები გააცნეს.
21.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ჩიკაგოშის ნატო-ს გენერალური მდივნის პირადი მოწვევით იმყოფება, სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
21.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში Young Atlanticist Summit-ს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოში Young Atlanticist Summit-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდა ატლანტიკოსთა წინაშე სიტყვით წარსდგა და საქართველოში განხორციელებული ტრანსფორმაციისა და წარმატებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.
21.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ჰერმან ვან რომპეისთან გამართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოს ნატოს სამიტის ფარგლებში დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის შეხვდა.
21.05.2012 მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის განვითარების პროექტებზე ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მიჩიგანის ტბის სანაპირო დაათვალიერა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელ ბულვარზე ველოსიპედით გაისეირნა.
20.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოში დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა
18.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში მცხოვრებ თანამემამულეს ესტუმრა პრინსტონის უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად, ამერიკაში მცხოვრები თანამემამულე დავით ცქიფურიშვილი მივიდა, რომელმაც პრეზიდენტი მორისვილში, საკუთარ კარ-მიდამოში მიიწვია.
18.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა პრინსტონის უნივერსიტეტში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტი პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პედაგოგების წინაშე სიტყვით წარსდგა.
16.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა მიხეილ სააკაშვილი მათ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.
16.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოს სამიტის მნიშვნელობასა და გაეროს ჯილდოსთან დაკავშირებით ისაუბრა  საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დაიწყო. ქვეყნის პირველმა პირმა, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში იმყოფება, ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
15.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოს ნატო-ს სამიტს დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი 20-21 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩიკაგოში ნატოს სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
15.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს იწყებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა.
14.05.2012 მიხეილ სააკაშვილსა და ფრანსუა ოლანდს შორის სატელეფონო საუბარი შედგა პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
14.05.2012 საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი გამართა და თბილისის მერს გიგი უგულავას და ფინანსთა მინისტრს დიმიტრი გვინდაძეს თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება დაავალა.
14.05.2012 საქართველოს პრეზიდენტი საქართველო-ჰოლანდიის თამაშს დაესწრო  საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიაში მიმდინარე 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს დაესწრო, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებები ხვდებოდა.
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)