რელიზები
04.06.2012
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ჟურნალისტთა აკრედიტაციას განაგრძობს
გაცნობებთ, რომ 4 ივნისიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური 10 დღით აგრძელებს მასმედიის წარმომადგენელთა რეგისტრაციის ვადას 2012 წლის აკრედიტაციისთვის. ანკეტის შევსება შესაძლებელია პრეზიდენტის ვებგვერდზე http://president.gov.ge/PressOffice/Accreditation. აუცილებელია შეავსოთ მითითებული ველები და ატვირთოთ ფოტოსურათი.
განაცხადი (თანდართული სიით) მედიასაშუალების ბლანკზე, ხელმძღვანელის ხელმოწერით, გამოგზავნეთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის ნათია ბანძელაძის სახელზე. განაცხადის გადმოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: media@president.gov.ge.
მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და მიმართონ ადმინისტრაციის პრესსამსახურს 4 ივნისიდან 14 ივნისამდე.
აკრედიტაციის ბარათების დამზადებისთვის დაუკავშირდით ვაჟა გელაშვილს,
ტელ.: 599 723889.