Google+

რელიზები

04.06.2012
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ჟურნალისტთა აკრედიტაციას განაგრძობს

გაცნობებთ, რომ 4 ივნისიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური 10 დღით აგრძელებს მასმედიის წარმომადგენელთა რეგისტრაციის ვადას 2012 წლის აკრედიტაციისთვის. ანკეტის შევსება შესაძლებელია პრეზიდენტის ვებგვერდზე http://president.gov.ge/PressOffice/Accreditation. აუცილებელია შეავსოთ მითითებული  ველები და ატვირთოთ ფოტოსურათი.  

განაცხადი (თანდართული სიით) მედიასაშუალების ბლანკზე, ხელმძღვანელის ხელმოწერით, გამოგზავნეთ  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის ნათია ბანძელაძის სახელზე. განაცხადის გადმოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: media@president.gov.ge.   

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და მიმართონ ადმინისტრაციის პრესსამსახურს 4 ივნისიდან 14 ივნისამდე.   

აკრედიტაციის ბარათების დამზადებისთვის დაუკავშირდით ვაჟა გელაშვილს,
ტელ.: 599 723889.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)