Google+

რელიზები

09.01.2012
საქართველოს პრეზიდენტი გათავისუფლებულ კაპიტანს ტელეფონით ესაუბრა

 

მიხეილ სააკაშვილი სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურს, გემის კაპიტანს მემედ ზაქარაძეს დღეს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურებს ტყვეობიდან გათავისუფლება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის სამშობლოში მათ დაბრუნებას.

თავის მხრივ, მემედ ზაქარაძემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მეზღვაურთა გადასარჩენად და გასათავისუფლებლად პირადად გამოიჩინა. მისი თქმით, მეზღვაურები თავს კარგად გრძნობენ და უფრო მეტიც, თითოეული მათგანი მიიჩნევს, რომ მათი ტყვეობიდან დახსნა ხელახლა დაბადების ტოლფასია.     

სომალელმა მეკობრეებმა გემი 2010 წლის ოქტომბერში გაიტაცეს და ქართველი მეზღვაურები 508 დღის განმავლობაში იყვნენ დატყვევებული. მათი გათავისუფლების პროცესს საქართველოს პრეზიდენტი პირადად აკონტროლებდა.    




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)