Google+

რელიზები

01.01.2013
საქართველოს პრეზიდენტი ახალ წელს ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ახალ, 2013 წელს ავღანეთში, შუკვანის ბაზაზე მყოფ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა. საუბრისას, ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათ თავდადებაზე, სიმტკიცესა და პროფესიონალიზმზე დგას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. მისი თქმით, ეს 2008 წლის ომის დროსაც კარგად გამოჩნდა. 

მიხეილ სააკაშვილმა ახალი წლის დადგომა რაციის საშუალებით იმ ჯარისკაცებსაც მიულოცა, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას შუკვანის ბაზის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ.

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართველ სამხედროებს ახალი წელი 2-ჯერ - ავღანეთისა და საქართველოს დროით მიულოცა და მათ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)