რელიზები
18.03.2013
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 18 მარტის #18/03/04-18/03/12 განკარგულებებით დანიშნულ იქნენ:
- ნატო საბანაძე - ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად;
- მიხეილ უკლება - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
- ეკატერინე სირაძე-დელონე - საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად;
- არჩილ გეგეშიძე - აშშ-ში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
- ზაზა კანდელაკი - უნგრეთში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
- კონსტანტინე ზალდასტანიშვილი - ავსტრიის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად;
- თეიმურაზ ჯანჯალია - ლატვიის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
- ზაალ გოგსაძე - ჩეხეთის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
- კარლო სიხარულიძე - იტალიის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად;