Google+

რელიზები

18.03.2013
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 18 მარტის #18/03/04-18/03/12 განკარგულებებით დანიშნულ იქნენ:

  • ნატო საბანაძე - ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად;
  • მიხეილ უკლება - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
  • ეკატერინე სირაძე-დელონე - საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად;
  • არჩილ გეგეშიძე - აშშ-ში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
  • ზაზა კანდელაკი - უნგრეთში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
  • კონსტანტინე ზალდასტანიშვილი - ავსტრიის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად;
  • თეიმურაზ ჯანჯალია - ლატვიის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
  • ზაალ გოგსაძე - ჩეხეთის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად;
  • კარლო სიხარულიძე - იტალიის რესპუბლიკაში საქათველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად;

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)